ბლოგი

12:54 | 24 ივნისი, 2012

გოლეადორი

ევროპის ჩემპიონატის თანმხლები საზეიმო განწყობილება ფეხბურთის ქართველ ქომაგებს დიდი ფეხბურთელის - რამაზ შენგელიას 55 წლის ასაკში გარდაცვალებამ გაგვიუფერულა. სამწუხაროდ, იმ თაობას განვეკუთვნები, რომელსაც არ ღირსებია და შესაბამისად, არ ახსოვს რამაზ შენგელიას და მისი თანაგუნდელების თამაშის ”ცოცხლად” ნახვა. ჩვენ, ძირითადად, მოყოლილი ამბებითა და ვიდეოჩანაწერებით ვსაზრდოობდით და გაჭაღარავებული ძველი დინამოელები ჩვენთვის ერთგვარ თვალშეუდგამ ლეგენდებად ითვლებოდნენ.

12:23 | 21 ივნისი, 2012

არაღიარებული სიხარული

როგორც ერთი ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ხშირად ამბობს ხოლმე, ”მოდით პირდაპირ ვთქვათ” – საბერძნეთის ნაკრები დიდი ვერაფერიშვილი გუნდია. ბრძოლა და მოწინააღმდეგეებისათვის წვივების აწითლება ბერძნებს აქამდეც კარგად გამოსდიოდათ და ამ მხრივ არც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შეურცხვენიათ თავი. ყისმათიც ძველებურად მოსდგამთ და მათ მწვრთნელსაც თავში სულ კაი-კაი აზრები დაუდის, მაგრამ ვერაფერს მოვუხერხებთ იმას, რომ ელადელები რაღაცნაირ, გულმიუვალ, ჩუმჩუმელურ ფეხბურთს თამაშობენ.

20:58 | 17 ივნისი, 2012

სამედიცინო დასკვნა

სახელი: მარიო გვარი: ბალოტელი ეროვნება: იტალიელი კანის ფერი: მუქი (აფროევროპული) ასაკი: 21 წლის (თუმცა, შესაძლოა, ნამდვილ ასაკს მალავდეს) სიმაღლე: 190 სანტიმეტრი წონა: 88 კილოგრამი პროფესია: ფეხბურთელი თვალის ფერი: შავი, ნაცრისფერში გადასული ხასაითი: უჟმური, გაუწონასწორებელი, არაპროგნოზირებადი ჰობი: ჩხუბი, გინება, სტრიპტიზ-ბარებში ჯდომა, გულშემატკივრებისათვის ნერვების მოშლა საყვარელი გამოთქმა: ”ვინც ჩემზე ცუდს იტყვის, კისერს მოვუგრეხ!” საყვარელი გმირი: სუპერმენი, სუპერმარიო ოცნება: იყოს ყველაფერში პირველი

11:23 | 14 ივნისი, 2012

ის დაბრუნდა!

”თავიდანვე მივხვდი, რომ ის ძალიან დიდი იყო. იმდენად დიდი, რომ ყველას გვჩრდილავდა” – კენ კიზის ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინაში” ინდიელი ბრომდენის მიერ მაკმერფის მისამართით ნათქვამი ეს სიტყვები მაშინ გამახსენდა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე, უკრაინა-შვედეთის მატჩის დროს, ანდრეი შევჩენკო დავინახე. ანდრეი დიდი რომ იყო, ეს ნებისმიერმა ფეხბურთის მოყვარულმა ვიცოდით, მაგრამ გამოვიდა მინდორზე და ყველამ თვალნათლივ დავინახეთ, რომ ის ძლვემოსილად ბრუნდებოდა და ნამდვილი ბომბარდირი ყოველთვის ბომბარდირი იქნება!

14:51 | 10 ივნისი, 2012

ვლასი

ვლასი მაღალი ბიჭი იყო. ქერა, მუდამ მხიარული და სიტყვაუხვი. მოკლედ, ნამდვილი უკრაინელი. დედაც უკრაინელი ჰყავდა, მაგრამ აქ გაზრდილი და ქართული კულინარიის სიტკბოებაში ჩაფლული. ”ცამოდით ცემტან, დგეს ხაჩაფური აცხობს დედა”, – გვეტყოდა ხოლმე ბიჭებს და თუ მივიდოდით, ვიცოდით, რომ დეიდა ლენა მართლა გემრიელ რამე-რუმეებს დაგვახვედრებდა. ლიმონათსაც კი სახლში აკეთებდნენ და დღემდე მახსოვს მათთან დალეული ჟოლოს შინაურული ლიმონათის გემო. მხოლოდ ვლასი და ერთი სერბი ბიჭი იყვნენ ჩვენს გარშემო კიევის ”დინამოს“ გულშემატკივრები.

16:35 | 03 ივნისი, 2012

დიდ მოლოდინში...

ვინც არ უნდა იყო შენ... იტალიის ქომაგი თუ ესპანეთზე შეყვარებული ინჩასი, ინგლისური ფეხბურთის მოტრფიალე თუ გერმანიის ნაკრების სიხარულით მცხოვრები ადამიანი; არა აქვს მნიშვნელობა ტანს ნიდერლანდებივით ნარინჯისფრად შეიმოსავ თუ ”მარსელიოზას” მოსმენისას მოგეძალება დარდი; იქნებ, პოლონეთის ნაკრების ქომაგი იყო, ან სულაც უკრაინას გულშემატკივრობდე, ძველი მეგობრობისა და წარსული ტკბილი მოსაგონარის ხათრით... მოკლედ, თუ გიყვარს ფეხბურთი და თუ ცოცხლობ მისით, ვიცი, რომ მალე ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნები. 8 ივნისს ხომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება!

11:11 | 31 მაისი, 2012

იტალიელები კორუფციას ვერაფერს უხერხებენ

ძნელად წარმოსადგენია ევროპული ფეხბურთი იტალიის გარეშე. იტალიური კლუბები და ”სკუადრა აძურა” ხომ ათწლეულების მანძილზე ევროპული ფეხბურთის მთავარ ავანგარდში იდგნენ და მათ მიერ მოპოვებულია არაერთი ტიტულიც ცხადყოფს, რომ იტალიური ფეხბურთი ”ბებერ კონტინენტზე” ყოველთვის განსაკუთრებული იყო. თუმცა, ბოლო წლების მანძილზე რაც ”კალჩოში” ხდება, მხოლოდ ერთი სიტყვით: ”რეგრესით” ვერ აიხსნება.

16:20 | 26 მაისი, 2012

დღე, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება!

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. ქვეყნისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სამი რამისთვის იბრძოდა: დამოუკიდებლობისათვის, ქვეყნის ერთიანობისათვის და საკუთარი ხმის მიწვდენისათვის მთელი მსოფლიოსთვის. ჯერ რუსული ცარიზმის, შემდეგ კი განსაკუთრებით ბოლშევიკური ოკუპაციის პერიოდში, მილიონობით ქართველი ოცნებობდა იმაზე, რომ ქართველი სპორტსმენები მსოფლიო არენებზე ჩვენი ქვეყნის სახელით გამოსულიყვნენ.

11:00 | 24 მაისი, 2012

ორი ჯენტლმენი წარსულიდან

- ასეთ დროს, ლონდონში ბარები ყოველთვის ხალხითაა სავსე. ცარიელ ბარს მაინც როგორ მოაგენით ჰოლმს? - უბრალო ამბავია. ჩვენ ახლა ტოტენჰემის ბარში ვართ. აქ ”ჩელსის” ქომაგობით არავინ შეიწუხებს თავს. პირიქით... - ეს როგორ? რა კავშირშია ”ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის ფინალთან? - როგორ და, თუ ”ჩელსიმ” ჩემპიონთა თასი აიღო, ”ტოტენჰემი” მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. აბა ეგ აქ ვის აწყობს მისტერ უოტსონ? - თქვენ ფეხბურთი არასოდეს გიყვარდათ ჰოლმს და დღეს რატომ აიტეხეთ ფინალის საცქერლად აქ წამოსვლა?

11:04 | 21 მაისი, 2012

ვოლფგანგ შტარკი და ხევისბერი

ბოლო დღეებში, მთელი გერმანული სპორტული პრესა გადაძეძგილია დიუსელდორფის ”ფორტუნასა” და ბერლინის ”ჰერტას“ მატჩის განმსჯელი გერმანელი მსაჯის - ვოლფგანგ შტარკის მოთქმა-წუწუნით. როგორც ამბობენ, ჰერ ვოლფგანგი მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებმა გატყიპეს და სამწუხაროა, რომ მსაჯის მცემელთა შორის, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი - ლევან კობიაშვილიც მოიხსენიება. მსაჯის ცემა გერმანიაში უბრალო დანაშაულად არ ითვლება და რამდენიმე დღეში, დამნაშავე ფეხბურთელებს გერმანული ფეხბურთის დისციპლინარების გარდა, განაჩენს სამოქალაქო სასამართლოც გამოუტანს.

10:58 | 17 მაისი, 2012

ჩვენი ვარამი – მარიუშ ავრამი!

მარიუშ ავრამი – ეს სახელი ალბათ კიდევ დიდ ხანს ემახსოვრება ქართველ გულშემატკივარს. ჩვენი ქომაგების ამბავი ყველამ კარგად ვიცით. ისიც ვიცით, რომ ქართველ გულშემატკივრებს ხშირად ”სპილო ბუზად უქცევიათ“, მაგრამ ის, რაც რუმინელმა მსაჯმა, მარიუშ ავრამმა 17 წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში ჩაიდინა, ნამდვილად დიდი არაპროფესიონალიზმი და უფრო მეტიც - უსინდისობა იყო!

<< პირველი<< წინა6162636465666768697071შემდეგი >>
0.22089