11:40 | 29 მარტი, 2012
ვირკალათბურთი – ქართული სპორტის მომავალიწყალბურთიც გაგვიგია, მოტობურთიც, და ცხენბურთიც... მაგრამ, ვირებით კალათბურთის თამაში აშკარად ცოტა სხვა რამეა. ალბათ უკვე ნახეთ, ჩვენს პორტალზე რამდენიმე დღის წინ დადებული სახალისო ვიდეო - http://worldsport.ge/Video.aspx?section=4&video=1233, სადაც ჩანს, როგორ თამაშობენ ამერიკელი ჯეელები კალათბურთს ვირებით და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მოხერხებულ კაცსაც კი გაუჭირდება კალათბურთის დარბაზში ვირის მართვა, ამერიკელები რისი ამერიკელები იქნებიან, ასეთ ”წინააღმდეგობებს” რომ შეუშინდნენ.
10:58 | 26 მარტი, 2012
ლუდით ნათქვამი სადღეგრძელოებიარავინ იცის, საქართველოში რატომ გაჩნდა ლუდით ცუდი ადამიანებისა და დაუჯერებელი ამბების დალოცვის ტრადიცია. მითუმეტეს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ლუდი, სულაც, წმინდა სასმელად ითვლებოდა.
11:59 | 22 მარტი, 2012
ურუსნი ვაკეშიუფალმა მოიხსენიოს მობურთალი მიქაელ მესხელი, რომლისა სახელი ეწოდა სტადიონსა ერთსა მდებარე ველსა ვაკეისასა ზედა და რომელსა მეორეგვარად ჰქვიან ”ლოკომოტივ”. ღმერთმა დალოცოს მკლავნი ძლიერნი და მუხლნი დაუღლელნი, რომელნიც მიმოდიან სტადიონსა ესე და კურთხეულ იყოს ის სისხლი, რომელიც დაღვრილა ამა მინდორსა ზედა, მომხვდურთაგან გატეხილ ცხვირთა, ახეულ ყურთა და დაჩეხილ წვივთა გამო. უფალმა დალოცოს ქომაგნი და მოკეთენი სპორტისა ამის, რაგბად წოდებულისა და კეთილისმსურველნი ორთავ ქვეყანასა ზედა.
11:09 | 18 მარტი, 2012
“აფერისტა”ალბათ ყველას შეგხვედრიათ უწყინარი ცრუპენტელები. ანუ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით ათასგვარ ტყუილებს აბრეხვებენ, მაგრამ მათი ტყუილები არც ბოროტია და არც ვინმეს უშავებს რამეს. ასეთი ადამიანები აგრესიაზე მეტად ღიმილს იწვევენ და მათი ნათქვამი დაუჯერებელი ტყუილები ხშირად მთელი ცხოვრება გვახსოვს. ერთ ასეთ ცრუპენტელა კაცს მეც ვიცნობდი. მეტსახელად ”აფერისტას” ეძახდნენ, დიდუბეში ცხოვრობდა, მუდამ დიდუბის ავტოსადგურში დაყიალობდა და ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო. სწორედ ამიტომაც, მისი ტყუილებიც ძირითადად ფეხბურთს უკავშირდებოდა.
12:30 | 12 მარტი, 2012
დიდი კაცი!თუკი ნამდვილი, ღირსეული ხალხი გახსოვს და გიყვარს, თუკი დიდ ფეხბურთზე რაიმე შეგიძლია ილაპარაკო, მაშინ ყოველთვის უნდა გახსოვდეს ერთი ჩასხმული, სქელკისერა და კეთილად მომღიმარი ინგლისელი კაცი, რომელსაც ალან შირერი ჰქვია!
11:46 | 08 მარტი, 2012
ევროპის ჩემპიონატი - დიდი კავკასიური ოცნებაორი დღის წინ, ბაქოში ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე პირველად განაცხადა, რომ აზერბაიჯანში გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხი იყო. როგორც გაირკვა, მიხეილ სააკაშვილსა და ილჰამ ალიევს ამ საკითხზე გადაწყვეტილებაც კი მიუღიათ და ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილით საქართველო და აზერბაიჯანი უეფას ოფიციალურად მიმართავენ.
10:15 | 05 მარტი, 2012
“მარაკანაზე“ედუ ჟორჟე ერთ-ერთი იმ ბედნიერ ბრაზილიელ მუშათაგანი იყო, რომელსაც განგებამ ”მარაკანას“ რეკონსტრუქციაზე მუშაობის უდიდესი სიხარული აღირსა. ორ წელიწადში ჟორჟეს ქვეყანაში მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება და მთელ ბრაზილიაში მოძველებული და ჩამოქცევის პირას მისული სტადიონების აღდგენა დაიწყეს.
11:21 | 01 მარტი, 2012
თავსატეხი – ლადო დვალიშვილილადო დვალიშვილს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ გამიგია, რომ პიროვნულად კარგი კაცია. ისიც ვიცი, რომ ლადოს თავის ქვეყანა სხვაზე ნაკლებად ნამდვილად არ უყვარს. მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ლადო დვალიშვილი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფორვარდია და ორ წელზე მეტია, ჩვენი ნაკრების მაისურით გოლის გატანას ვერ ახერხებს.
11:20 | 26 თებერვალი, 2012
წარსულზე გამოკიდებულებიმიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი 20 წელზე მეტია, რაც წარსულს ჩაბარდა, საქართველოში დღემდე ბევრი ადამიანს ნახავთ, რომლებიც ”იმ კარგ დროს” მისტირიან. ასეთ ადამიანებს შორის, სამწუხაროდ, ფეხბურთის გულშემატკივარიც ბევრია. საბჭოური ნოსტალგიები ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს ხშირად მაშინ შემოუტევთ ხოლმე, როდესაც ჩვენი ნაკრები, ან კლუბები ევროასპარეზზე მორიგ თავისმომჭრელ მარცხს იწვნევენ ხოლმე. ამის შემდეგ იწყება პარალელების გავლება ძველ ”დინამოსთან”, ”ტორპედოსთან”, ”გურიასთან” და საბოლოოდ ასკვნიან, რომ ”ისევ ის დრო სჯობდა” და ”მაშინ ფეხბურთი ფასობდა”.
15:23 | 23 თებერვალი, 2012
მოურინიოს ათქულიანი “უფსკრული“ახლა, როდესაც “რეალსა“ და “ბარსელონას“ შორის ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ათქულიანი ბარიერია, თითქოს “მატრიცაში“ რაღაც შეიცვალაო, ის ხალხი, რომლებიც ჟოზე მოურინიოს მისამართით ირონიას არ იშურებდნენ, უცებ საეჭვოდ დასერიოზულდნენ და ჰოი, საოცრებავ! ზოგიერთმა ჟოზესადმი დითირამბების მიძღვნაც კი დაიწყო. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც მოურინიოს ნიჭი ახლაღა “აღმოაჩინეს?“.
11:37 | 20 თებერვალი, 2012
ანტონიო, შენს უკან პიემონტია!ანტონიო კონტე ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას იყო დაუდეგარი და ინტერესიანი კაცი. მარჩელო ლიპის თქმით, როდესაც ის “ზებრების“ მწვრთნელი იყო, სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ანტონიო მუდმივად კუდში დასდევდა და ათასგვარი კითხვით აბრუებდა: “სენიორ მარჩელო, ეს ტაქტიკა რატომ აირჩიეთ?“, “ორი გამთამაშებელი რად გინდათ?“, “დელ-პიეროს სათადარიგოთა სკამზე რატომ სვამთ?“, “ეს რა ვარჯიშია?“ – მოკლედ, დაჰყვებოდა კონტე ლიპის და უბურღავდა ტვინს.