ბლოგი

11:22 | 29 დეკემბერი, 2011

რაგბი, ქართული ღვინო და მამუკა გორგოძე

საქართველოს სპორტის სამინისტრომ და რამდენიმე ქართულმა სპორტულმა თუ არასპორტულმა გამოცემამ 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად, საქართველოს ნაკრების მორაგბე, მამუკა გორგოძე დაასახელა. ზოგიერთმა გამოცემამ მამუკა არა მხოლოდ წლის სპორტსმენად, 2011 წლის ადამიანადაც კი დაასახელა და პოლიტიკოსებზე მაღლა დააყენა, რაც უდავოდ აღნიშვნის ღირსია.

14:47 | 25 დეკემბერი, 2011

ესპანეთის წელი

ბავშვობიდან მოყოლებული, ესპანეთსა და ესპანელებზე, ძირითადად, ნიჰილისტური პასაჟები მომისმენია. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, ბევრი ფიქრობდა, რომ ესპანელები მეტად უცნაური ხალხი იყვნენ და დიდ წარმატებებს მათთან არაფერი ჰქონდა საერთო. გაქიაქების საგნად, განსაკუთრებით, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები იყო ქცეული, რომელსაც არათუ მსოფლიოს ჩემპიონობამდე, ფინალისტის სტატუსამდეც კი ვერ მიეღწია.

12:38 | 22 დეკემბერი, 2011

როდესაც კაპიტანი მიდის...

სანამ ამ სვეტის წერას დავიწყებდი, რაღა დაგიმალოთ და, ძალიან ბევრი ვიფიქრე. ქართველები ცოტა ზედმეტად პოლიტიზებული ხალხი ვართ და ნამდვილად არ მინდოდა, რომ ჩემი სიტყვებისათვის პოლიტიკური სარჩული გამოეკერებინათ, მაგრამ, როდესაც შენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი გუნდიდან მიდის, შეუძლებელია ეს ამბავი ისე გაატარო, თითქოსდა საერთოდ არაფერი მომხდარიყოს.

20:49 | 18 დეკემბერი, 2011

მარიო ბალოტელი – გენიოსი გიჟის ტყავში

ორიგინალურ, უცნაურ და განსხვავებულ ადამიანებს ამქვეყნად რა დალევს, მაგრამ არა მგონია, დედამიწის ზურგზე მარიო ბალოტელისთანა უცნაური ადამიანი დადიოდეს. ამ შავტუხა ბიჭმა თითქმის მთელს ევროპას გაუჩინა საფიქრალი და საბოლოო ჯამში მაინც ვერ დადგინდა, ამ გაიტალიელებული აფრიკელის რაობა.

11:38 | 15 დეკემბერი, 2011

„ელ კლასიკოს“ თბილისური შტრიხები

საოცარი ქალაქია თბილისი. არ მგონია, დედამიწაზე იყოს კიდევ სხვა ქალაქი, სადაც იარსებებს დიდი მონიტორებით გადაძეძგილი კოხტა ლუდხანები, (რომელთა კლიენტურას ძირითადად ფეხბურთის მოყვარულები შეადგენენ), რომლებიც 12 საათზე, დღის მნიშვნელოვანი თამაშების დაწყებამდე იკეტებიან.

12:19 | 12 დეკემბერი, 2011

ის, რაც სოკრატესზე მახსოვს..

გასულ კვირას დიდი ბრაზილიელი ფეხბურთელი, ზედიზედ ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი სოკრატესი, არცთუ ხანდაზმული, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. როდესაც ეს კაცი ბრაზილიისა და ევროპის სტადიონებზე სასწაულებს სჩადიოდა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და სოკრატესის თამაში არ მახსოვს, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ნაცნობები, რომლებიც სოკრატეს აღმერთებდნენ.

11:41 | 04 დეკემბერი, 2011

იურგენ კლინსმანის ცრემლები

იურგენ კლინსმანი ტელეეკრანის მიღმა, საკუთარი თვალით, სხვა დანარჩენ 110 ათას ქართველთან ერთად, მეც 1995 წელს, ჩვენს “ეროვნულზე“ ვნახე. იმ თამაშს, აბა, რა დაგვავიწყებს? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანელებთან 0:2 წააგო, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გერმანიის ნაკრები პირველი მსოფლიო ჩემპიონი იყო, რომელიც თბილისს საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ ეწვია.

11:09 | 01 დეკემბერი, 2011

სილვიო წავიდა, პრობლემები დარჩა

სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერის თანამდებობიდან გადადგა. უფრო სწორად, იძულებული გახადეს, რომ გადამდგარიყო. ამ მომენტს თითქმის მთელი იტალია ელოდა, რადგან ბერლუსკონის მმართველობამ ეს ქვეყანა მრავალი სოციალური თუ სხვა ტიპის პრობლემების წინაშე დააყენა და თანდათან ცხადი ხდებოდა, რომ პუტინის ძმაბიჭი იტალიაში დიდხანს ვეღარ იპირველკაცებდა.

10:44 | 28 ნოემბერი, 2011

პატარა სანდრო და ვიქტორ სანეევი

აი, უკანასკნელი აღმართიც დამთავრდება და სკოლაც გამოჩნდება. ძველი, ხის სკოლა, სადაც ერთადერთი მოსწავლე, მეშვიდეკლასელი სანდრო სწავლობს. სანდროს მთელი სოფელი, რუსეთთან ომის შემდეგ, კარგა ხანია ქალაქშია გახიზნული. მთის სოფელში ცხოვრება ომის გარეშეც ძნელია. მხოლოდ 12 წლის სანდროს მშობლებმა და კიდევ სამმა ოჯახმა ვერ შეძლო საკუთარი სახლის მიტოვება.

11:37 | 24 ნოემბერი, 2011

კვირადღე ჩოხატაურში

შემოდგომა, გურია, ჩოხატაური, ნოემბრის ბოლო... კვირა დღეა და მთელი ჩოხატაური ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე – ჩოხატაურის ბაზარშია შეკრებილი. ნოემბრის ბოლოს მზიანი დღე გამოვიდა და აბა, ვინ გაუშვებს ხელიდან ბაზარში გასვლისა და ხალხთან “პაწა გასაუბრების” შანსს?! აქეთ ჯანჯუხა იყიდება, იქით ყველი და თხილი. ქალაქის მთავარ მოედანთან, ერთ ძველ, ნახევრად ღია ჯიხურში ხაშიც კი იყიდება.

12:55 | 20 ნოემბერი, 2011

ქართველი ბიზნესმენი რომ იყოთ...

სანამ ქართველ ბიზნესმენებს გავაკრიტიკებთ იმის გამო, რომ ისინი ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადებას ერიდებიან, მოდით, ჯერ ყველამ ჩვენს-ჩვენს დიდ-პატარა გულებში ჩავიხედოთ და დავფიქრდეთ, ჩვენ (თუნდაც ფეხბურთზე შეყვარებული ხალხი) რომ ვიყოთ ფულიანი ბიძების ადგილზე, მივცემდით თუ არა თავს უფლებას, ქართულ ფეხბურთში ფული მარტივად და ერთი ხელის მოსმით ჩაგვედო...

<< პირველი<< წინა6566676869707172737475შემდეგი >>
0.364579