12:04 | 16 თებერვალი, 2012
სიზმრის ახსნაალბათ ყველას გვაქვს სახლში ძველი და მეტად უცნაური წიგნი სახელწოდებით: “ეფრემ ვერდი”. ამ წიგნში ხალხური მედიცინიდან და ყვავ-ყორნის ქონით მკურნალობიდან დაწყებული და სიზმრების ახსნით დამთავრებული – რაღას აღარ ნახავს კაცი. ”ეფრემ-ვერდიში” განსაკუთრებულად სიზმრების ახსნის ორიგინალური სტილია გამოსარჩევი.
12:25 | 12 თებერვალი, 2012
პიპოს სიბერის არ სჯერათქვენი არ ვიცი და მე ძალიან მეცოდება ბებერი, გულდათუთქული პიპო ინძაგი, რომელსაც ჯერ ისევ აქვს იმედი, რომ კიდევ შეძლებს დიდი ფეხბურთის თამაშს. სადაც კი ჟურნალისტს მოიხელთებს, სულ წუწუნებს, თამაში მინდა, მაგრამ არ მათამაშებენო, მუხლი მერჩის მაგრამ ჩემი არ სჯერათო, არც ისეთი ბებერი ვარ თქვენ რომ გგონიათო, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი ლომბარდიის ციხესიმაგრესავით შეუვალია და ინძაგის არაფერს ჰპირდება.
20:01 | 06 თებერვალი, 2012
ეგვიპტური კოშმარი”აი, ამიტომ არ მიყვარს ფეხბურთი. მთლინად გიჟები და არანორმალურები არიან ფეხბურთელებიცა და გულშემატკივრებიც”, – ეს სიტყვები ერთ-ერთი ნაცნობისაგან მას შემდეგ მოვისმინე, რაც ეგვიპტეში, ქალაქ პორტ საიდის სტადიონზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ გახდა ცნობილი. სიტყვა ”ტრაგედია” მთლად ბოლომდე ნამდვილად ვერ ასახავს იმ საშინელებას, რაც ამ არცთუ დიდ ქალაქში დატრიალდა და ფეხბურთის მოძულე იმ ჩემს ნაცნობს სწორედ ამიტომაც ვერაფერი ვუთხარი. ანდა რა უნდა მეთქვა, როდესაც მსოფლიოში დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფეხბურთს, ამ გენიალურ გამოგონებას ყოველ ნაბიჯზე ფეხქვეშ თელავენ და არა მხოლოდ სახელს უტეხენ, არამედ ეჭვქვეშ აყენებენ იმ ერთი შეხედვით თვალნათელ ფაქტს, რომ ფეხბურთი მშვიდობისა და კაცთმოყვარეობის მსახურია და არა ზიზღისა და სისხლისღვრის პირველწყარო.
11:45 | 02 თებერვალი, 2012
აურზაური ოსმალეთშიბოლო თვეების განმავლობაში დიდი ამბები ხდება თურქულ ფეხბურთში. თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თურქულ ფეხბურთში არსებული მანკიერებების აღმოფხვრასთან დაკავშირებით და ეს გადაწყვეტილება, შესაძლებელია, განსაკუთრებით ძვირად თურქული ფეხბურთის სამ გიგანტს – ”ტრაბზონსფორს”, ”ბეშიქთაშსა” და “ფენერბახჩეს” დაუჯდეს.
16:06 | 29 იანვარი, 2012
ჯადო2000 წელს, თბილისელი მკითხავი, ქსენია ბებო რომ გარდაიცვალა, ანდერძის თანახმად, საბურთალოზე, ქსენიას სამოთახიანი ბინა მის უმცროს შვილიშვილს, სერგოს, მეტსახელად ”ფსონოს” დარჩა. სერგოს ამ მეტსახელის წარმოშობას სულ ადვილად მიხვდებით, როდესაც გეტყვით, რომ ქსენია ბებოს პირველ სართულზე მდებარე ბინაში ”ფსონომ” ერთ თვეში ტოტალიზატორი გახსნა და ერთ-ერთი ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის სახელი უწოდა.
12:30 | 26 იანვარი, 2012
დიდი და ”პატარა” მესიშემთხვევითი სულაც არ არის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში არგენტინელი ფეხბურთელი ლეო მესი მუდმივად ხვდება სხვადასხვა გამოკითხვის შედეგად დადგენილ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთა ოცეულში.
10:20 | 23 იანვარი, 2012
კიდევ ერთხელ - დომინოში მსოფლიოს ჩემპიონატზეგასული წლის ერთ-ერთ ყველაზე სახალისო და ღიმილისმომგვრელ სპორტულ ამბად, ჩემის აზრით, სოხუმში გამართული ე.წ. დომინოს მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა ჩაითვალოს. ეს ამბავი ჯერ კიდევ ზაფხულში გამცნეთ და ისიც ვთქვით, რომ ასეთი უცნაური ტურნირები მხოლოდ და მხოლოდ ღიმილს თუ იმსახურებს.
14:03 | 16 იანვარი, 2012
ქართველები ”ბერნაბეუზე”ვიდრე რამეს ვიტყოდე, პირველ რიგში განსაკუთრებულად კატალონიის ”ბარსელონას” და მადრიდის ”რეალის” ქართველი გულშემატკივრები უნდა გავაფრთხილო. მართალია, ჯანდაცვის სამინისტროსთან ირიბი კავშირიც კი არ მაქვს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ შემდეგი აბზაცის წაკითხვა შესაძლოა განსაკუთრებით მავნებელი სწორედ ამ ორი კლუბის ქომაგთა ჯანმრთელობისათვის იყოს.
11:39 | 12 იანვარი, 2012
ტიერი ანრი – იმედის შუქურა!ტიერი ანრი ”არსენალში” დაბრუნდა! არ მგონია ბოლო პერიოდში მსოფლიო ფეხბურთში ამაზე მნიშვნელოვანი რამ მომხდარიყოს. თან დაბრუნებაცაა და დაბრუნებაც... “მეთოფეებში“ ფრანგმა გოლეადორმა დაბრუნება სწორედ ისე შეძლო, მის ავტორიტეტს რომ ეკადრება. პირველივე შეხვედრაში გატანილი გოლი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ანრი თავის „მშობლიურ“ გუნდში მხოლოდ თილისმისა და ცოცხალი ლეგენდის ამპლუით არ დაკმაყოფილდება და დიდი ფეხბურთის თამაშს კიდევ აპირებს.
15:48 | 08 იანვარი, 2012
სასწაული, რომელიც არ მომხდარაიურისპუდენციის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ როდესაც დამნაშავეთა ამნისტია ხდება, ამით უკმაყოფილო მხოლოდ ორი კატეგორიის ადამიანები არიან ხოლმე - ზოგადად მკაცრი კანონების მოყვარული ხალხი და ისინი, ვისაც შეწყალებულმა გარკვეული ზიანი მიაყენა.
11:28 | 03 იანვარი, 2012
კაცი წარსულიდანახლა, ამ ახალი წლის ბრჭყვიალა დღეებში, თუკი მთლად საზეიმო განწყობაზე ვერ ხარ და მძიმე ფიქრები შემოგაწვება, ყველაზე მეტად იმას იხსენებ, რაც გასულმა წლებმა დაგიტოვა. მე კი ბოლო დროს სულ ეს ამბავი მიტრიალებს თავში...