11:48 | 25 ოქტომბერი, 2012
ჩუმჩუმელაპორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, მთელი რუსეთი ფაბიო კაპელოზე აბოდებს და დითირამბებს უძღვნის. პატარა საქმე ხომ არაა, დაამარცხო გუნდი, რომელშიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს... თან დაამარცხო რუსეთის ეროვნული ნაკრებით, რომელსაც ფაქტია, რომ “ცაში ვარსკვლავები” არასოდეს მოუწყვეტია. მოკლედ, მთელი რუსეთი დონ ფაბიოს ქება-დიდებაშია და თუკი რუსულ სპორტულ ვებგვერდებს ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ჩვენ “ტკბილ მეზობლებს” მადაც ძალიან გახსნიათ და უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატების გეგმებს აწყობენ. ვინ იცის, რა მოხდება ბრაზილიაში ორი წლის შემდეგ...
14:29 | 21 ოქტომბერი, 2012
რა ბედი ეწევათ “სამთავრობო გუნდებს”?!საქართველოს ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო და პოლიტიკური ცვლილებები ქართულ სპორტსაც შეეხო. რა შედეგებს მოიტანს ეს ყველაფერი ჩვენი სამამულო სპორტისათვის, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს და იმედია, ჩვენს ქვეყანაში სპორტის ცალკეული სახეობები უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდება. მაგრამ, უმთავრესი, რაც ქართველ ქომაგებს აშფოთებთ, ეს სხვადასხვა სამინისტროების დოტაციაზე მყოფი იმ კლუბების ბედია, რომლებმაც ბოლო პერიოდში, გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. როგორც საქართველოს ახალმა სპორტის მინისტრმა, ლევან ყიფიანმა განაცხადა, სპორტის განვითარებისთვის სასურველი არ არის სპორტული კლუბების სამინისტროების დოტაციაზე ყოფნა და სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციებში სპორტული კლუბების დაფინანსება არ შედის.
11:30 | 18 ოქტომბერი, 2012
დათა- მობრძანდით დათა ბატონო. აგერ ლუდი ინებეთ და ამასობაში თქვენ რომ გიყვართ, ისეთ გებჟალიას მოგართმევთ. ისე, კი გამიკვირდა ფეხბურთის სანახავად რომ გამონახეთ დრო. - კაცმა უნდა გამოიყენოს დრო და არა დრომ კაცი. თან მთელი სამეგრელო ჩვენ ნაკრებში თამაშობს და არ იქნებოდა, ეს თამაში რომ არ მენახა. დამიჯექი აგერ გვერდით თუ კაცი ხარ და ამიხსენი, ვინ არიან ეს ბელორუსები და თუ გვჯობიან ამ ამბავში... - ნუ მიწყენთ დათა ბატონო და მართლა გვჯობიან მგონია. მეექვსე წუთზე პირველი გოლი გაგვიტანეს და ბურთი სულ მაგათ აქვთ. არ გვჯობიან აბა?! - მერე რას აკეთებს ჩვენი სამურზაყანოელი კაცი?... - ვისზე ბრძანებთ? - თემურზე კაცო, უფროსი რომაა ამათი. მწვრთნელიო თუ რაცხას რომ ეძახით.
13:43 | 15 ოქტომბერი, 2012
მთავარია გვჯეროდეს!საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ქართველი გულშემატკივრის ურთიერთობა ყველაზე მეტად, ალბათ მოხუცი ცოლ-ქმრის ურთიერთობას ჰგავს. ერთმანეთის შესახებ ყველაფერი რომ იციან, ერთურთს რომ შეაბერდნენ და ათასში ერთხელ რომ იხსენებენ “ძველსა და კარგ დროს”. ასე იყო ფინეთში გამართული მატჩის დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ბევრი ამბობს - ყელში ამომივიდა ამათი წარუმატებლობა და ნაკრების თამაშს აღარ ვუყურებო, თითქმის მთელი საქართველო ტელევიზორებთან ვისხედით და თემურ ქეცბაიაზე არანაკლებად ვნერვიულობდით.
11:41 | 11 ოქტომბერი, 2012
მოიპოვებს კალაძე “ჩემპიონთა ლიგის თასს” მესამედ?თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდა, ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, კახა კალაძე, სულ მალე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდება. ამას გარდა, კახა კალაძე ვიცე-პრემიერიც უნდა გახდეს. კახა პოლიტიკით დაინტერესების სურვილს ჯერ კიდევ მაშინ გამოთქვამდა, როდესაც მოქმედი ფეხბურთელი იყო და იგი არასოდეს მალავდა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, აქტიურ პოლიტიკაში სურდა ჩართვა.
11:21 | 07 ოქტომბერი, 2012
სანტა-ფე – ნამდვილი არგენტინა!ანდებად და კორდილიერებად სახელდებულ თვალუწვდენელ მთებს რომ გამოსცდები და მწვანედ ახასხასებულ დაბლობზე ჩაივაკებ, სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ერთი პატარა ქალაქი, სახელად სანტა-ფე გამოჩნდება. ქალაქი პატარაა არგენტინის მასშტაბით, რადგან 360 ათას მოსახლიანი ქალაქი, აბა, რა ქალაქია, როდესაც სამხრეთში დიდებული ბუენოს აირესი გეგულება. სანტა-ფე, რომლის სრული სახელწოდებაა, სანტა ფე ლა ვერა კრუზ სითი, სამი საუკუნის წინ, ესპანელ მონადირეებს დაუარსებიათ და ამ ქალაქში თოფ-იარაღი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამეებია.
11:36 | 04 ოქტომბერი, 2012
“ბატე” და “ბატები”ბევრი მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, ის, რასაც ბელარუსული საფეხბურთო კლუბი “ბატე” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში აკეთებს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ ჩამორჩა ქართული საკლუბო ფეხბურთო მსოფლიოს და როგორ გვაჯობა ყველამ, ვინც კი ოდნავ მაინც გაანძრია ხელი და ტვინი. არ მგონია ბელარუსულ ფეხბურთს ჩვენ ქვეყანაში ბევრი გულშემატკივარი ჰყავდეს. ამიტომ, გავბედავ და ვიტყვი, რომ ბელარუსული ფეხბურთი არასოდეს ყოფილა იმ დონის, რომ გერმანულ გრანდთან გამარჯვება “გაებედათ”.
10:50 | 30 სექტემბერი, 2012
ლაშა შავდათუაშვილი – მომავლის იმედი!2012 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე, 20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთი ქართველი აღმოჩნდა, რომელმაც უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება შეძლო. ეს მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ძიუდოისტისგან ასეთ დიდ შედეგს ბევრი ნამდვილად არ ელოდა. ლაშა ხომ იუნიორებიდან ძიუდოისტთა ძირითად ნაკრებში სულ რამდენიმე თვის გადასული იყო და ოლიმპიადის მსგავს დიდ ტურნირზეც პირველად ასპარეზობდა. მაგრამ, მონდომებამ, ტალანტმა და საკუთრი ქვეყნის დიდმა სიყვარულმა თავისი საქმე მაინც გააკეთა და ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადაზე საქართველოდან წარგზავნილთაგან რიგით 34-ე სპორტსმენი გახდა, რომელმაც ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები, ალბათ, ყველა სპორტსმენისათვის ესოდენ სანუკვარი ოქროს მედლის დაუფლება შეძლო. მსოფლიო სპორტის ისტორია დიდი გამარჯვებების ისტორიაა.
11:05 | 27 სექტემბერი, 2012
გვჭირდება თუ არა ეროვნული სტადიონი?მას შემდეგ, რაც ბორის პაიჭაძის ეროვნულმა სტადიონმა სახელი შეიცვალა და “დინამო არენად” გადაინათლა (სარბიელი კვლავინდებურად ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სახელობისაა), ბუნებრივია გაჩნდა კითხვა: მომავალში ექნება თუ არა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს “ეროვნულად” წოდებული საკუთარი არენა და საერთოდ, რამდენად საჭიროა ეროვნული სტადიონი... პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ გულშემატკივრებს წესით არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობასთან, რომლებიც სტადიონის გადანათვლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები იყვნენ. “დინამო არენა” თბილისის “დინამოს” საკუთრებაა და კლუბის ხელმძღვანელობას სრული უფლება აქვს, კუთვნილ არენას ის სახელი უწოდონ, რასაც საჭიროდ მიიჩნევენ.
16:02 | 23 სექტემბერი, 2012
დაქალები- აუ, დაიწყო ეს ფეხბურთები და ჩემი ქმარი სულ გაგიჟდა, გოგო. მოჰყავს სახლში თავისი გადარეული ძმაკაცები, უყურებენ ფეხბურთს და სკდებიან ლუდით. აღარ ვიცი, რა ვქნა. ღამე და დღე არეული მაქვს, მაგათი გადამკიდე... - შენ კიდევ რა გიჭირს, ჩემო კარგო. შენი ქმარი სახლში მაინც უყურებს ფეხბურთს. ჩემი სახლში ცქერას არ კადრულობს, ბატონო. ყოველ საღამოს ბარში დაეთრევა და ხან დილამდე არ ბრუნდება შინ. - ნეტა რამ შეაყვარათ ეს ფეხბურთი. იცი რამდენჯერ ვცადე მეც ყურება? მაგრამ, რატომაა საინტერესო, მაინც ვერ გავიგე. კარგი, გასაგებია, რომ ბურთი თუ კარში გავა, რომელიმე გუნდი მოიგებს, მაგრამ ხან საერთოდ რომ ვერ გააქვთ ბურთი? ჩემი ქმარი კიდევ იგინება, იფურთხება და ამსხვრევს ყველაფერს.
20:12 | 20 სექტემბერი, 2012
ფლორენციაში “უძღები შვილი” დაბრუნდა“ფიორენტინაში” დაბრუნებულმა ფლორენციის “უძღებმა შვილმა”, ლუკა ტონიმ, გასულ კვირას, “კატანიასთან” მატჩის დროს, შეცვლაზე გამოსვლისთანავე გაიტანა გოლი და ფლორენციელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ასეთი რამ ყოველდღე ნამდვილად არ ხდება. ყოველდღე, გუნდებში ძველი ბომბარდირები არ ბრუნდებიან და არც მინდორზე შესვლისთანავე გააქვთ გოლი. თუმცა, ლუკას დაბრუნებამ და გოლმა, განსაკუთრებული ხმაური მაინც არ გამოიწვია. “იების ქალაქში” ლუკა ტონის სახელი ისე ომახიანად ვეღარ ჟღერს, როგორც ადრე. “არტემიო ფრანკიზე” შეკრებილი ტიფოზები დღეს სხვა სახელს ჰყვირიან და სხვა კუმირი ჰყავთ. მით უმეტეს, ლუკა ტონის, ფლორენციაში ბევრი მოღალატედ მიიჩნევს.