11:26 | 14 ნოემბერი, 2011
საბელით დაბმული არგენტინაარგენტინის ნაკრებმა ისევ ვერ მოიგო. ამჯერად ბუენოს აირესში, შესანიშნავი ქომაგობით განთქმულ სტადიონ ”ელ მონუმენტალზე”, “სახლის გუნდად“ ცნობილ ბოლივიასთან. ფაქტია, რომ ალეხანდრო საბელიას მძიმე დღეები უდგას და ვარსკვლავებით გადაძეძგილი არგენტინის ნაკრების მწვრთნელს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. ყველაზე მთავარი კითხვა კი, მაინც იგივე დარჩა: ასეთი უსაშველო და მოუგვარებელი რა სჭირს არგენტინის ნაკრებს?..
12:09 | 07 ნოემბერი, 2011
“მერანი-91” - ერთი თბილისური გუნდიგასული საუკუნის 90-იან წლებში, ავჭალელი ბავშვებისათვის ერთადერთი გასართობი ფეხბურთის თამაში და ფეხბურთის ცქერა იყო. სად იყო მაშინ ინტერნეტი და კომპიუტერული თამაშები, სამოგზაურო ტურები და ბავშვთა გასართობი კლუბები... ან ეს ყველაფერი რომც ყოფილიყო, ვის ჰქონდა სამაგისო ფული?! სტადიონი ”სინათლე”, რომელიც დღეს სტადიონ ”ავჭალად” არის გადანათლული, ლამაზიცაა და კეთილმოწყობილიც, მაშინ ერთი მიგდებული ნანგრევები იყო, სადაც კარის ძელსაც კი სეზონში ერთხელ თუ ღებავდნენ, მაგრამ ამას ვინ მიაქცევდა ყურადღებას, როდესაც იცოდნენ, რომ ამ მინდორზე უმაღლეს ლიგაში აღზევებული მათი უბნის გუნდი – ”მერანი-91” თამაშობდა.
11:36 | 03 ნოემბერი, 2011
”ნაპოლი” და ნეაპოლელებირა საჭიროა ოქრო, ვერცხლი და თვალ-მარგალიტი, როდესაც შეგიძლია შვილებსა და შვილიშვილებს მოუყვე, რომ შენთან, შენს ქალაქში, შენს სტადიონზე დიეგო მარადონა თამაშობდა. რა საჭიროა დიდი ცათამბჯენები და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტები, როდესაც ოცი წლის წინ, შენც სხვა ნეპოლელებთან ერთად, ”სან პაოლოს” ტრიბუნებზე იჯექი და იტალიის ბობოლა გუნდების დამარცხებით ტკბებოდი...
13:14 | 31 ოქტომბერი, 2011
ევროპა ცვლილებების მოლოდინშია!“თუ ახლაც ლეო მესის მისცეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, მაშინ დავიჯერებ, რომ მსოფლიო ფეხბურთს მართლა მაფია მართავს”, – მეუბნება ერთ-ერთი ნაცნობი ”რეალის” ქომაგი, რომელიც დარწმუნებულია, რომ თუკი სამართალი არსებობს, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს წლეულს მაინც უნდა მიანიჭონ მსოფლიოში საუკეთესოს ტიტული.
12:54 | 27 ოქტომბერი, 2011
სულ სხვა პრემიერლიგაჭეშმარიტად დიდი ბედნიერებაა, როდესაც ფეხბურეთი გიყვარს და მანჩესტერში, ევროპული მასშტაბებით ამ პატარა ქალაქში ცხოვრობ. არა აქვს მნიშვნელობა, ”ქალაქელებს” გულშემატკივრობ თუ ”ეშმაკებს”, თუკი ნამდვილი მანჩესტერელი ხარ, შენი ქალაქის დერბი განსაკუთრებულად უნდა გაღელვებდეს. განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც ”სიტიმ” წამოიწია, მხრები შეიფერთხა და ახლა უკვე პრემიერლიგის სათავეშია მოქცეული.
19:10 | 23 ოქტომბერი, 2011
მოჯი – მამა თუ ნათლიმამა?!”სენიორ ლუჩიანო, თქვენ ამიერიდან სამუდამოდ გეკრძალებათ ფეხბურთთან ყოველგვარი კავშირი. მოგიწევთ პოსტის დატოვება და განზე განდგომა”, – როდესაც ეს სიტყვები ნეაპოლელმა მოსამართლემ ტურინის ”იუვენტუსის” ყოფილ დირექტორსა და მმართველს, ლუჩიანო მოჯის უთხრა, სასამართლოს დარბაზი “იუვენტუსისადმი“ გულცივად განწყობილი ხალხით იყო სავსე და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტაშის გრიალით შეხვდნენ. სწორედ ამიტომ, სილვიო ბერლუსკონის მიერ მართულ იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ თითქოს, მოჯის “იუვედან“ გაშვებას სრულიად იტალია სიხარულით შეხვდა და სამართლიანობამ საბოლოოდ იზეიმა.
11:37 | 20 ოქტომბერი, 2011
მარადონა არაბეთშიც ცუნდრუკებსროგორც ჩანს, დიეგო მარადონა სადაც კი წავა, უკან ყველგან სამკაპმომარჯვებული რქებიანი წითური არსება დაჰყვება, რომელიც მუდამჟამს ათას სისულელეს ეჩურჩულება და ისედაც სისულელეებსნაჩვევ დიეგოს, აბა, მეტი ხომ არაფერი უნდა? ჯერ ერთი წელიც არაა, რაც მარადონა არაბეთის საემიროების კლუბ “ალ ვასლის“ თავკაცობს, მაგრამ იმდენი უკვე “შეძლო“, რომ ნაკლებად პრეტენზიული არაბი ქომაგებისა და კლუბის ჯიბესქელი პრეზიდენტის, მარვან ბინ ბაიატის გულისწყრომა დაიმსახურა.
11:40 | 16 ოქტომბერი, 2011
თავისმომჭრელებიგასულ კვირას, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მორიგი შესარჩევი ეტაპი ჩააგრიხინა. სწორედაც რომ ”ჩააგრიხინა” და თან ისე, თბილისში ჯერ კიდევ შემორჩენილი, მოძველებული საბჭოური ავტომანქანები რომ ჩაიგრიხინებენ ხოლმე შუაღამით და ძილს გვიფრთხობენ. ჯგუფში მე-5 ადგილი დავიკავეთ და თუკი, თბილისში ხორვატიასთან გამართულ მატჩს არ ჩავთვლით, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მხოლოდ მატჩების ბოლო წუთებში წაგება-მოგებებით შეიძლება დაგვამახსოვრდეს.
22:50 | 13 ოქტომბერი, 2011
ვენგერი და დანარჩენებიარასოდეს მესმოდა იმ ხალხის, რომლებიც მათთვის ნაკლებად გულმისავალი გუნდების მწვრთნელებს შეურაცხყოფდნენ.
10:26 | 09 ოქტომბერი, 2011
ერთადერთი და განუმეორებელი ”პარმა”ერნან კრესპო, ენრიკო კიეზა, არიელ ორტეგა, ფაბიო კანავარო, ჯიჯი ბუფონი, ლილიან ტიურამი, ადრიანო... ეს ბიჭები მხოლოდ ნაწილია იმ ფეხბურთელებისა, რომლებსაც ”პარმაში” უთამაშიათ და სიხარულით არაერთხელ აუცრემლებიათ “ენიო ტარდინის” ტრიბუნებზე მსხდომი ემილიელები. დღეს “პარმა” რიგით, არაფრით გამორჩეულ იტალიურ გუნდად იქცა და იტალიური ფეხბურთის მოყვარულები მასზე მხოლოდ დარდითა და ნოსტალგიით საუბრობენ. ემილიელთა მზე მაშინ ჩაესვენა, როდესაც “პარმას” ოდინდელ სპონსორს, რძის პორდუქტების მწარმოებელ იტალიურ კომპანია “პარმელატს” იტალიის მთავრობამ შეპირებული 30 მილიონ დოლიარიანი კრედიტი არ მისცა, რამაც კომპანია გაკოტრებამდე, პარმა კი დაჩაჩანაკებამდე მიიყვანა.
13:49 | 05 ოქტომბერი, 2011
ფეხბურთი ღვინის არომატითსაქართველოში შემოდგომის თანმხლები გაწამაწიაა და რთველი მხოლოდ სოფლებში კი არა, ქალაქებშიც კი დაიწყო. ჩვენ თუ არა, ჩვენი მრავალი ნაცნობი, ნათესავი თუ მეგობარი, თბილისში გახსნილ ყურძნის სპეციალიზებულ ბაზრობებზე აუცილებლად ყიდულობს ყურძენს და ახლა ყველა იმაზე მსჯელობს, ვის როგორი ღვინო გამოუვა და ვის რა მეთოდით სურს ყურძნის დაწურვა თუ ღვინის დაყენება. რთველი და ღვინო, როგორც სიჯანსაღის, სილამაზის, სიძლიერის, სიხარულის, ყველაფერი კარგისა და სასიამოვნოს სიმბოლო, შეუძლებელია სპორტის მოყვარულმა ხალხმა ვითომც აქა არაფერიაო – ისე გავატაროთ.