10:52 | 14 მაისი, 2012
მატარებელშისოხუმისაკენ მიმავალი სუპერ-ჩქაროსნული მატარებლის კუპეში ოთხნი ვსხედვართ. მატარებელი ზღვის ნაპირის გასწვრივ საშინელი სისწრაფით მიჰქრის და სანაპიროზე დარგული პალმები მოჩვენებებივით გაიელვებენ ხოლმე მატარებლის ფანჯრიდან. მაისის წვიმიანი დღეა. ჩემს წინ მჯდომი ქუთაისელი ასაკოვანი კაცი სპორტულ გაზეთს კითხულობს და თან კითხვებით გვაბრუებს. “ცხუმს“ 1:0 ქე აწყობს, მარა რას გოუგებ ამათ? შარშანაც ნახევარფინალიდან არ გამოვარდნენ... რას ფიქრობთ, მეიგებს დღეს?“ – მეკითხება და პასუხს არც კი ელის, თავადვე განაგრძობს: “ისე, რა გინდა, შე კაი კაცო, ადრე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაზე მთელი საქართველო ოცნებობდა. ახლა კი, აი “ცხუმი“ უკვე ზედიზედ მეორედ გადის ლიგის ნახევარფინალში და მაინც უკმაყოფილოები ვართ“...
10:47 | 10 მაისი, 2012
“იუვე“ ჩემპიონია! მაგრამ, გვახსოვდეს “მილანიც“!გასულ წლებში, როდესაც ტურინის “იუვენტუსი“ საკუთარ თავს არ ჰგავდა და, “კალჩოპოლის“ სკანდალის მძიმე შედეგებს იმკიდა, იტალიური ფეხბურთისადმი ბევრ ქომაგს გაუცივდა გული. სერია A, რასაკვირველია, მარტო ტურინული კლუბი არაა და აპენინებზე კიდევ არაერთი დიდი და მრავლისმომსწრე კლუბი არსებობს, მაგრამ “უიუვენტუსო“ იტალია ბევრი ქომაგისათვის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ანტონიო კონტემ, ტურინული გუნდის გაჩემპიონობით, მთელს მსოფლიოში მცხოვრები ტურინის “იუვენტუსის“ ასეულათასობით ქომაგის გარდა, ის ადამიანებიც გაახარა, რომლებიც იტალიის ჩემპიონატის ოდინდელ პეწსა და დრამატულობას მისტიროდნენ.
11:11 | 07 მაისი, 2012
სამი წაბლის ხევის უნდოდა ომი და უბედურება, შვილო. გიჟები კი არა ვართ? აგე, ესენი არიან, რაც არიან, თორემ ჩვენ და ოსები სულ ერთად არ ვიყავით განა?! – ამბობს ქართლელი პაპა და ხელს მდინარის გაღმა იშვერს, სადაც რუსების საგუშაგოა მოწყობილი. - ვინ იცოდა ადრე განსხვავება ოსისა და ქართველისა. მთელი ახალგაზრდობა სულ მაგათ სოფლებში გავატარე. კარგი საკლავი და თაფლი თუ გინდოდა, სხვაგან რატო წახვიდოდი? ერთი ჭიდაობის დროს თუ მოგვივიდოდა ხოლმე ჩხუბი და ეგეც ბოლოს სუფრით მთავრდებოდა.
18:03 | 03 მაისი, 2012
სიმღერა, რომელიც არ იმღერება12 აპრილს, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში - “პროფილი“, შოუს წამყვანმა მაია ასათიანმა სტუმრად მიიწვია ქართული პოპ-დუეტ “ჯორჯიას“ წევრები. მაიამ, მისთვის დამახასიათებელი “გრანდიოზულობით“, საზოგადოებას ამცნო, რომ აღნიშნული დუეტი პირველად სწორედ გადაცემა “პროფილში“ შეასრულებდა სიმღერას, რომელიც 2015 წელს, თბილისში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიადის ჰიმნი უნდა იყოს (http://www.youtube.com/watch?v=XR4O9HGZsgY). ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, ლამის ერთი თვე გავიდა და თითქმის ყოველდღე ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა სვეტი “ჰიმნზე“, რომელიც ჰიმნის გარდა ყველაფერია.
12:13 | 29 აპრილი, 2012
დი მატეო და ქართველებიფეხბურთი სპორტის გუნდური სახეობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გუნდურ სახეობას კონკრეტული ადამიანები – განსაკუთრებული პერსონები ქმნიან და ისინივე აძლევენ ხიბლსა და ინტერესს. ამ ადამიანებს ზოგი “ვარსკვლავებს“ ეძახის, ზოგი უბრალოდ ნიჭიერ ხალხს. არიან ისეთები, რომლებიც გამორჩეულ ფეხბურთელებს გიჟებად მიიჩნევენ და სჯერათ, რომ დიდი ფეხბურთელი რომ იყო, მთლად “დალაგებული და სწორხაზოვანი“ არა და ვერ იქნები.
13:16 | 22 აპრილი, 2012
იმპერიის მოხელეს ჩანაწერებიის სულ სხვანაირი კაცი იყო. ერთი შეხედვით ვერც კი მიხვდებოდით, სხვანაირი რომ იყო. მუდამ კოხტად და ევროპულად ეცვა და საუბარიც წყნარი და მოზომილი იცოდა, მაგრამ ჭადრაკის სათამაშოდ კლუბში შევედით თუ არა, ჩვენ თავიდანვე მივხვდით, რომ ის კაცი არავის ჰგავდა. კლუბში ჭადრაკს მხოლოდ გასართობად არავინ თამაშობდა და ისიც ჩვენს მსგავსაც, ჭადრაკის დაფის გვერდით ფულის კუპიურებს აწყობდა, მაგრამ მის თამაშში ცოდნაც ჩანდა და ისე განსაჯეთ – თავდაჭერაც კი... ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდით, რომ საქართველოში ჩვენ განსაკუთრებით არავის ვუყვარდით.
11:25 | 19 აპრილი, 2012
კომუნიკაცია “სხვა განზომილებაში“ორი დღის წინ, ახალგაზრდა ქართველმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა თბილისის “დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. თუკი თბილისური კლუბის მიერ ბოლო დროს ნაჩვენებ შედეგებს გადავხედავთ, დევდარიანის გუნდიდან წასვლა ლოგიკურიც იყო და გამართლებულიც. დევდარიანის გზას, “დინამოს“ სპორტული დირექტორი, გიორგი ნემსაძეც დაადგა.
13:41 | 16 აპრილი, 2012
ყველაზე უიღბლო არგენტინელიარგენტინის იმ ფორმაციის საფეხბურთო ნაკრებიდან, რომელზეც გულშემატკივრების ყველაზე დიდი ნაწილი ამყარებდა იმედს, მწვანე მინდორს ხავიერ ძანეტი და ერნან კრესპოღა შემორჩნენ. პრინციპში, ხუან ვერონიც ჯახირობს რაღაცას, მაგრამ მის თამაშს ახლა მხოლოდ გართობა თუ ეთქმის.
12:38 | 12 აპრილი, 2012
ჩანაწერი მომავლიდანგამყივანხმიანი საყვირები, ათასობით ადამიანის ხმა, ფეხების ბრახუნი, საგულშემატკივრო სიმღერები, “ვამოსის“ ბღავილისაგან ხმაჩახლეჩილი ბიჭები... სან-პაულუს ქუჩაში მივდივართ და მარტო იმას ვგრძნობ, როგორ ჩამომდის სიხარულის ცრემლი. მხარსაქეთ და მხარსიქით მეგობრები – ოსკარი და რომანო მიდგანან.
14:10 | 08 აპრილი, 2012
უცნაური ზარი- ალო, გამარჯობა. რიგითი სტატისტიკური ქართველის ბინაა? - რიგითი სტატისტიკური ქართველი გისმენთ. - თუ შეგიძლიათ, რამდენიმე წუთი რომ დაგვითმოთ. ”ჭეშმარიტ ფეხბურთზე“ გვსურს გესაუბროთ. - გისმენთ, ოღონდ ცოტა ჩქარა თუ შეიძლება. “რეალი” კიდევ ვერ იგებს და ჟოზეს დამჟავებული სიფათის ცქერით მინდა დავტკბე. - გსმენიათ რამე ჭეშმარიტი ფეხბურთის შესახებ? - მაგალითად?
11:13 | 02 აპრილი, 2012
მადლობა ბიჭებო!გასვლაც არის და გასვლაც... ერთია, როცა ჯგუფიდან გამართლებით, წვალებითა და იღბლით გადიხარ და სულ სხვაა ჯგუფიდან გასვლა მაშინ, როცა ჯგუფში ინგლისის, ესპანეთისა და უკრაინის გუნდებს ჩატოვებ. ეს მხოლოდ უცნაურობა და გასაკვირი ამბავი არაა. საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გასვლით ნამდვილი ფურორი მოახდინა და ეს მაშინ, როდესც ამას ჩვენი გუნდისაგან ქართული ფეხბურთის ყველაზე გულდამწვარი ქომაგებიც კი ნაკლებად ივარაუდებდნენ.