14:50 | 01 აგვისტო, 2013
თბილისის “დინამოს” სინდრომიხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ქარველებმა ერთმანეთის გატანა არ ვიცით და წაქცეული თანამემამულისთვის ჭიტლაყის კვრა ჯიგარში გვაქვს გამჯდარი. ჩვენი ეს სამწუხარო თვისება ხშირად დაგვხვედრია წინ და რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ საპირისპირო, ფაქტია, რომ ურთიერთსოლიდარობის კუითხით, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. თუმცა, ქართული საკლუბო ფეხბურთი და ზოგადად ქართული სპორტი, ამ მავნე ჩვევის სრულიად საპირისპირო მხარეებს გვაჩვენებს.
12:44 | 28 ივლისი, 2013
წამსვლელი და მომსვლელი- გუშინ მთელი დღე გირეკავდი, მაგრამ ტელეფონი სულ გამორთული გქონდა. ვიფიქრე – ვნახავ, რამე ხომ არ სჭირს ამ კაცს – მეთქი. შენ კიდევ ამ დილაადრიან გამომთვრალხარ. მაინც სად მოასწარი?! - უსაქმურობამ ასე იცის. რაც გუნდიდან წამოვედი, მეტი რა საქმე მაქვს. ვისვენებ და ვუბრახუნებ ლუდს.
11:28 | 25 ივლისი, 2013
დამშვიდობება სადღეგრძელოს გარეშედემოკრატია და სხვათა მოსაზრებების პატივისცემა ნამეტანი კარგი რამაა, ჩვენო მონტენეგროელო ჯეელო. ისიც კარგად ვიცით, რომ თანამედროვე ფეხბურთში თანდათან აზრი და მუღამი ეკარგება ისეთ მცნებებს, როგორებიცაა გუნდის ერთგულება, ქომაგის პატივისცემა და საკუთარი წარსულის დაფასება. მაგრამ მე ერთი მრავლთაგანი, გული გულთაგანი და სისხლი სისხლთაგანი ფლორენციული კლუბისა, ალბათ მაინც ვერ გაპატიებ “მანჩესტერ სიტიში” გადასვლას. სხვამ ვინ იციან შენზე უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ, მრავალტანჯული “ვიოლას” ტიფოზერიამ. ალბათ მაგ შენს ლამაზ და ცადაზიდული შავი მთების ქვეყანაშიც კი არ გიცნობენ ისე კარგად, როგორც ჩვენს ფერადოვან ქალაქში. ფლორენციის ქუჩებში შენი გამოჩენა სხვა არაფერი იყო, თუ არა ჭეშმარიტი ზეიმი. იმედების ზეიმი, რომ სწორედ შენ და შენებრ პატარა ბიჭებზე უნდა აშენებულიყო მომავლის გუნდი. ფლორენციას ხომ ჩემპიონობა მრავალი ათწლეულია არ ღირსებია. იმედი კი ისეთი რამაა, თავქარიან ხუან კუადრადოსაც კი რომ შეგაყვარებს კაცს...
10:19 | 21 ივლისი, 2013
დაგვიბრუნეთ ჩვენი ნაკრებიდაგვიბრუნეთ ჩვენი ნაკრები! ქინქლაძის, ქეცბაიას, არველაძეების, ცხადაძის, შელიას, კალაძის ნაკრები! ბევრ თამაშს რომ აგებდა, მაგრამ მაინც რომ გვეამყებოდა – ის ნაკრები! ხშირად რომ გულს გვტკენდა – ის ნაკრები! მოლდოვასთან რომ აგებდა და ბულგარეთს რომ ამარცხებდა – ის ნაკრები! დღეს, უკვე აღარ ვიცით, სად წავიყვანოთ ჩვენი შვილები და რომელი თამაში ვაჩვენოთ. ანდა საერთოდ ღირს კი შვილის სტადიონზე წაყვანა? წაიყვან და რა უნდა უთხრა? ეს არის ჩვენი გუნდიო? ამისთვის ვღვრით ცრემლსო? სულ ესა ვართო?! ამიტომ, დაგვიბრუნეთ ჩვენი ნაკრები!
12:25 | 18 ივლისი, 2013
ქართული საკლუბო რაგბი უფულოდ და უსასოოდ...რა სჯობს დალოცვილ გრილ საღამოს ზაფხულის თბილისში... მით უმეტეს, თუკი საღამოს მეგობრებთან ერთად ლუდის წრუპვაში გაატარებ და სულ კაი-კაი რამეებს მოყვები... აი, სწორედ ასეთი კოხტა საღამო იყო ამ რამდენიმე დღის წინ. კოლეგებმა და მეგობრებმა ტაქსი გავაჩერეთ და როგორც ოდნავ შემთვრალ ხალხს სჩვევია, ლუდის სმისას დაწყებული საუბარი ტაქსიში გავაგრძელეთ. საუბარი ქართულ რაგბს შეეხებოდა. ამ დროს ტაქსის მძღოლი მოტრიალდა და გვითხრა: “კარგია, რაგბი რომ გიყვართ, ბიჭებო. აი, მეც მორაგბე ვარ. რა ვქნა, ქართულ კლუბებში ხელფასებს ვეღარ გვიხდიან და ყოველ საღამოს ასე ვტაქსაობ.
17:58 | 14 ივლისი, 2013
ორი “დინამო”ტელევიზორში ვუყურე თბილისისა და მოსკოვის “დინამოს” ამხანაგურ თამაშს. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ვინანე სტადიონზე წაუსვლელობა, რადგან ჩვენების თამაშმა არ დაგიმალავთ და დიდი იმედი ჩამისახა. თბილისელმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგეს ნაღდად ბევრ რამეში აჯობეს. შორიდან ისე ჩანდა, რომ ტაქტიკურად მოწინააღმდეგეზე უფრო განსწავლული გუნდის შთაბეჭდილებაც დატოვა ჩვენმა ”დინამომ”.
12:00 | 11 ივლისი, 2013
ქუთაისური დარდებიმოგესალმებით, ჩემო შაქარივით ტკბილო და ოქროსავით ლამაზო ხალხო. ზაურია ვარ მე, მიქელაძე. ჩემი ავყია მეზობლები მეტსახელად “კუნტრუშასაც” მეძახიან, მაგრამ ნამეტანი არ მომწონს აი მეტსახელი და თუ ღმერთი გწამთ, თქვენ მაინც დამიძახეთ ზაურია. ასე ჯობია, თქვენ ნუ მომიკვდებით. ქუთეისში, “ზავოდის” დასახლებაში ვცხოვრობ და ჩემი ცხოვრება და მოსწრება, ამ უბედური “ტორპედოს” სიყვარულში და მეობაში გავატარე. ამიზაა, რომ გულზე ორი მიკროინფარქტი მაქვს გადატანილი და საქმეს იმფერი პირი უჩანს, ადრე იქნება თუ გვიან, “ტორპედო” მომიღებს ბოლოს.
10:46 | 07 ივლისი, 2013
ნახვამდის ევროპა!ნახვამდის საფეხბურთო ევროპა! ჩვენ ყოველთვის მოგვწონდა თქვენი დამოკიდებულება სპორტისადმი და ყოველთვის ვეტრფოდით თქვენს მწვანედ ახასხასებულ სტადიონებს. ყოველთვის შურით ვუმზერდით იმ მილიონებსა და მილიარდებს, რაც თქვენს ფეხბურთში ტრიალებდა, მაგრამ მხოლოდ მოგვწონდა და მეტი არაფერი სხვა. კაცმა რომ თქვას, ბევრი არც არაფერი გაგვიკეთებია, თქვენ რომ დაგმსგავსებოდით. უფრო მეტიც – ჩვენში ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ევროპასთან მსგავსებას “ერის უბედურებად” და “ქართველობის დაკარგვად” სახავენ.
12:01 | 04 ივლისი, 2013
დასრულებული ესპანური ზღაპარიყველაზე ლამაზი ზღაპარიც კი ადრე თუ გვიან მთავრდება. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული – ეს მარტივი და გაცვეთილი ჭეშმარიტებები კონფედერაციათა თასის ფინალმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო და დაადასტურა. ბრაზილიამ ესპანეთს დაახლოებით ის უქნა, რასაც ბრაზილიური სერიალების დადებითი გმირები უარყოფით გმირებს უკეთებენ ხოლმე სერიალების ბოლო სერიებში. თუმცა, რამდენადაა ესპანეთის ერთ დროს ძლევამოსილი ნაკრები “უარყოფითი გმირი” – ეს, რა თქმა უნდა, საკამთო ამბავია.
11:19 | 01 ივლისი, 2013
უბრალოდ კარლოსიამ შავტუხა, დაბალმა და დაკუნთულმა კაცმა, ბევრ ადამიანს შეუცვალა წარმოდგენა ბრაზილიელ მცველებზე და ბევრის ტვინში დაანგრია არაფრისმომცემი კლიშეები. გადარევაც უცებ იცოდა და პატიებაც. მხიარულიც იყო და გულჩათხრობილიც. ხან კი ისე გაბრაზდებოდა, მტერსა და ავს, ვინც წინ გადაეღობებოდა. ამ კაცმა ჩვენი საფეხბურთო გემოვნება ჩამოაყალიბა. მას რობერტო კარლოსი ჰქვია!
11:12 | 27 ივნისი, 2013
ჩვენ და იაპონიაპრაქტიკულად ყველა ქართველს უყვარს იაპონია და ჩვენ ქვეყანაში ხშირად მოისმენთ, რომ იაპონიას უნდა მივბაძოთ და მათსავით დავაბალანსოთ წარსულის სიყვარული და პროგრესისაკენ ლტოლვა. თუმცა, ქართული იაპონოფილია სიტყვებსა და ოცნებებს პრაქტიკულად არასოდეს გასცდენია და როგორც ერთი ქართველი პოეტი იტყოდა: ”გვინდა, სულ გვინდა, მაგრამ არ ვიცით რა!”. კონფედერაციის თასზე იაპონიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენა და არცთუ გულმისავალი თამაში ყველაზე სწორად და ღირსეულად იაპონელმა ქომაგებმა, ნაკრების სპონსორებმა და ფეხბურთის სპეციალისტებმა შეაფასეს. იაპონია მოგეხსენებათ ეკონიმიკურად წელგამართული ქვეყანაა და იაპონური ფეხბურთის მამებს ჩვენი ფეხბურთის ფედერაციისგან განსხვავებით, სპონსორების გამუდმებული ძებნა არ უწევთ. უფრო მეტიც – იაპონურ ფეხბურთს სულ მსხვილ-მსხვილი ცნობილი იაპონური ფირმები და კომპანიები აფინანსებენ და ეს ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა იაპონიის ნაკრების კონფედერაციის თასზე უხეირო გამოსვლა.