15:49 | 05 აპრილი, 2013
“ჰამბურგთანაც” შეგვეძლო მოგება, მაგრამ... გადაღლილები ვიყავით”რატომ გამოიცვალა გუნდი? ვინ იყო პირველი მწვრთნელი? თვლის თუ არა, რომ მეტის მიღწევა შეეძლო? რომელი თამაშია მის კარიერაში ყველაზე კარგი? კითხვები, რომლებსაც ბოლო არ უჩანს და პასუხები, რომლებიც გულშემატკივრებს აინტერესებთ. ყველა დიდი სპორტსმენის უკან ძალიან საინტერესო ისტორია იმალება.
11:58 | 04 აპრილი, 2013
ადმირალი “ფერგი” და გაძარცვული მეჯორეებიარავინ ვიცით, ძველ დროში რომ დავბადებულიყავით, ვინ ვიქნებოდით, რა საქმიანობით დავკავდებოდით და საერთოდ, შევძლებდით თუ არა რამის გაკეთებას. პრინციპში, ეს “ძველი დროც” არამართებული ტერმინია, რადგან ზოგისთვის “ძველი და კარგი დრო” საბჭოთა კავშირის პერიოდს უკავშირდება, ზოგისათვის კი შუა საუკუნეებია “ძველი დროის” სანიშნი და საამური პერიოდი.
10:49 | 31 მარტი, 2013
“პსჟ” გზაგასაყარზე“პსჟ” ნამდვილად არ განეკუთვნება ისეთ ძველ და მრავალი ტიტულის მომგებ ევროპულ კლუბებს, მის წარსულზე დიდი რიხითა და თვალების ბრიალით რომ ვისაუბროთ. საფრანგეთს “პსჟზე” ბევრად ძველი კლუბები ჰყავს, რომლებიც ბოლო ათწლეულების მანძილზე საკუთარი წარსულის აჩრდილებად არიან ქცეულნი და გალიის მთავარი კლუბების ტვირთის ზიდვა დღეს სულ სხვა გუნდებს უწევთ.
13:14 | 28 მარტი, 2013
“უდანაშაულო” მწვრთნელები და “დამნაშავე” ჟურნალისტებისაფრანგეთის ნაკრებთან “სტად დე ფრანსიზე” ჩვენი ნაკრების წაგება პრაქტიკულად არავის გაგვკვირვებია. ანდა როგორ უნდა გაგიკვირდეს საფრანგეთში მარცხი, როდესაც ჩვენს ნაკრებს ისეთ გუნდებთან და ისეთი ანგარიშებით წაუგია, ამის გახსენებაც კი ბოღმით გულზე გაასიებს ადამიანს. მარცხი მარცხად, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებთან თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი გუნდის მწვრთნელი არამხოლოდ უცნაური კაცია, არამედ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი საქციელი ყოველგვარ საზღვარს სცილდება.
11:43 | 24 მარტი, 2013
ჩვენ გვახსოვს “ლიდსი!”ბრიტანეთი, ამწვანებული იორკშირი, პატარა ქალაქი ლიდსი... ლიდსის ქუჩები დღეს სიმშვიდითაა გარემოცული და ქალაქის უნივერსიტეტის კარებთან აჟრიამულებული სტუდენტები თუ არღვევენ სახელგავარდნილ იორკშირულ მყუდროებას. სულ ასე როდი იყო... იყო და არა იყო რა, იყო საფეხბურთო კლუბი სახელად “ლიდსი”, რომელიც მთელს ევროპაში მხოლოდ ბრიტანული ფეხბურთის თავგადაკლულმა ქომაგებმა თუ იცოდნენ. გადიოდა წლები, ათწლეულები... მოგზაურობდა “ლიდსი” სხვადასხვა რანგისა და დონის საფეხბურთო ლიგებში.
12:07 | 21 მარტი, 2013
ქართველი ებრაელებიჩვენი ქვეყნის საქმე უკან-უკან მას შემდეგ წავიდა, როდესაც საქართველო “ქართველმა ებრაელებმა”, ამ კეთილშობილმა და თბილმა ხალხმა დატოვა. ეს რა თქმა უნდა არც იყო გასაკვირი. ამ ადამიანებმა აქ სიდუხჭურეში ცხოვრებას ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება არჩიეს და დაგვიტოვეს ბევრი მართლაც რომ ლამაზი და ტკბილი მოგონება.
13:35 | 17 მარტი, 2013
ჟოზე და სტალინიიყო ჩავარდნებიც, დიდი ანგარიშით მარცხებიც, ფეხბურთელებთან კონფლიქტებიც და ქომაგების მიერ ტრიბუნებზე გამოფენილი კრულვა-გინებით სავსე ტრანსპარანტებიც... ეს ყველაფერი იყო და ალბათ მომავალშიც არაერთხელ იქნება, მაგრამ ჟოზე მოურინიო კვლავ იმ კაცად დარჩა, რომელმაც კრიტიკის “ერთ ყურში შეშვება და მეორედან გამოშვება” ყველაზე კარგად იცის და საბოლოოდ მაინც იმ მეთოდებით აღწევს შედეგებს, როგორიც საჭიროდ მიაჩნია.ჟოზე მოურინიო რომელიმე ქვეყნის მმართველი რომ იყოს, აუცილებლად დიქტატორი იქნებოდა და მის მიერ დაწყებულ რეპრესიებზე ალბათ გაეროს არაერთი რეზოლუცია დაიწერებოდა.
12:25 | 10 მარტი, 2013
ფეხბურთი რომ არა...ალბათ, საინტერესოა, რა ხალხი იქნებოდნენ ცნობილი მწვრთნელები, მსაჯები და ფეხბურთელები, თავის დროზე, ფეხბურთის ნაცვლად, სხვა ხელობისთვის რომ მოეკიდებინათ ხელი. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ფეხბურთში მათი საქმეეები ისე რომ არ წასულიყო, როგორც წავიდა...
12:38 | 07 მარტი, 2013
ხულიო ვისასიხულიოს დილიდანვე ცუდი განწობა აჰყვა. თითქოს გრძნობდა იმ დღეს რაღაც ცუდი რომ უნდა მომხდარიყო.
10:27 | 03 მარტი, 2013
ბრაზილიური საფიქრალიამასწინათ, რივალდოს უთქვამს: “გულრწფელად მეცოდება ბრაზილიის ამჟამინდელი ნაკრების ფეხბურთელები. ბევრმა მათგანმა, ალბათ, არც კი იცის, ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე რამხელა წნეხის წინაშე მოუწვეთ თამაშიო”, - ამ სიტყვების თქმის უფლება, ალბათ, მხოლოდ რივალდოს და მისი კალიბრის ფეხბურთელებს აქვთ, თორემ, ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრა და მით უმეტეს, ამ გუნდის მაისურით მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში რაოდენი ბედნიერებაა, ადვილად წარმოსადგენი უნდა იყოს ნებისმიერი გულშემატკივრისთვის.
11:44 | 28 თებერვალი, 2013
წერილი გლორიასჩემს ბავშვობაში როდესაც რუსეთის რუკას დავხედავდი, თვალი ყოველთვის ზემოთ, ჩრდილოეთისაკენ გამირბოდა.