12:39 | 24 თებერვალი, 2013
გერმანული კერძის რეცეპტისანამ კერძის მომზადებას დაიწყებდეთ, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ წელიწადის დრო და ინგრედიენტების ხარისხობრივი მაჩვენებელი. ამიტომ, ”ინგრედიენტებს” პირველ ყოვლისა ვუსინჯავთ ფეხებს, მომზადების დონეს, განწყობას და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია შევუდგეთ საქმეს.
11:51 | 21 თებერვალი, 2013
კაცი, რომელსაც ჭიდაობა ძლიერ უყვარდაერთ წყნარსა და წესიერ კაცს ვიცნობ, რომლის ხმამაღალი სიტყვაც კი არავის გაუგია. დადის თავისთვის, დაფაჩუნობს... რომელიღაც ფირმაში დისტრიბუტორად მუშაობს და ასე, ავად თუ კარგად ინახავს თავის ცოლსა და ორ შვილს.
10:40 | 17 თებერვალი, 2013
ვინჩენცო სანტრეს აღსარებაო, როგორი ბედნიერი ვიყავი 12 თებერვლის სუსხიან ღამეს, სენიორ ანტონიო. სქოთლენდის მწველი და ძვალ-რბილში გამტანი ქარებიც კი თითქოს სადღაც შორს დარჩა და ფიქრებით ჩემს ლამაზ ნეაპოლში დავბრუნდი. თითქოს, ისევ პატარა ბიჭი ვიყავი და ჭინჭრიან მდელოებზე მეც სხვებთან ერთად ვაგორებდი ბურთს. ეს თქვენ და თქვენმა დიდებულმა გუნდმა მაგრძნობინა, სენიორ კონტე და მე ამას არასოდეს დაგივიწყებთ.
14:06 | 14 თებერვალი, 2013
ზლატანის “ჭია”ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისეთ ადამიანთა კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნება, რომელთა ფიქრებსა და ზრახვებს ადვილად ამოვიცნობთ. ზლატანი არც ისეთი ვინმეა, პირი რომ მოაღოს და საკუთარი შეხედულებები წამდაუწუმ აფრქვიოს.
12:26 | 10 თებერვალი, 2013
ვენდოთ ჯანი ინფანტინოს?ჩვენ ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ბევრ ფულს მრავალი პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტა შეუძლია. თუმცა, ყველაფერს მხოლოდ ფულით მართლაც ვერ იყიდით და ეს ჭეშმარიტება უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ თავის ერთ-ერთ ბოლო საჯარო განცხადებაში გაახმოვანა.
11:22 | 07 თებერვალი, 2013
ზდენეკ ზემანის სინდრომიროგორც იქნა აღსრულდა რომაელი ტიფოზების ოცნება და ზდენეკ ზემანი გუნდის მთავარი მწვრთელის პოსტიდან დაითხოვეს. მთელი ევროპა სულ სოფელ-სოფელ რომ დაიაროთ, ძალიან ძნელად ნახავთ ზდენეკ ზემანზე ჯიუტსა და გულზვიად კაცს. მისი ხასიათის სწორედ ეს აუტანელი მხარეებია იმის მიზეზი, რომ სადაც კი ეს ჩეხი სპეციალისტი მივიდა, თითქმის ყველგან უარყოფითი გავლენა მოახდინა.
11:58 | 03 თებერვალი, 2013
იმერეთში- პაწა შევისვენოთ ახლა, პლატონ ბატონო, თორემ გადავწყდით უკვე აღმა-დაღმა ამდენი წანწალით. აგერ, ახლოს, ჩემი მოკეთეს სახლი მეგულება და ერთ დოქ ცოლიკოურს რაფერ დაინანებს ჩვენთვის?! - ჯერ ადრეა დასვენებაზე ფიქრი, კირილე. სანამ მთელს იმერეთს ბოლომდე არ დავივლით და სირბილი რომ არ ეზარებთ, იმფერ ფეხურთელებს არ ვნახავთ, მე არ ვაპირებ დასვენებას. შენ თუ გინდა, დეისვენე, ჩემო ბატონო. მე კი, გოვუყვები გზას...
12:13 | 31 იანვარი, 2013
რასიზმი - ფეხბურთის მოურჩენელი სენირასიზმი და ნეოფაშიზმი ის საშინელი დაავადებებია, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთს დღემდე წამლავს. ადამიანების ერთ ნაწილს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ფაშიზმი, რასიზმი, ანტისემიტიზმი და სხვა საზიზღრობები საბოლოოდ ჩაბარდებოდა წარსულს. მაგრამ, ეს ცრუ მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა.
14:17 | 27 იანვარი, 2013
შავგვრემანი და ქერაერთი ქერა იყო. ტანდაბალი და ცქვიტი. მეორე, მაღალი და შავგვრემანი - რუსები “კავკასიურსიფათიანებს” რომ ეძახიან, ისეთი. მანამდე, ერთმანეთს არ იცნობდნენ. ანდა, სად უნდა გაეცნოთ, როდესაც ერთი რუსეთის ჩრდილოეთში დაიბადა, მეორე კი სამხრეთში. შეხვედრა საფეხბურთო მოედანზე შედგა. რუსეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის 29-ე ტურის მატჩი იყო.
11:38 | 24 იანვარი, 2013
მე, სენიორ ლუისი ვერ ვიცანი!...მე აბელი ვარ. ორი თვის წინ 22 წლის გავხდი. ჩემი ცხოვრება არაფრით განსხვავდება სხვა ბუენოს-აირესელი ბიჭების ცხოვრებისაგან. ბევრი თანატოლი შურითაც კი მიყურებს, რადგან სამსახური მაქვს. სამსახური ჩვენთან და ჩვენ ასაკში არცთუ ადვილი საშოვნელია.
11:40 | 20 იანვარი, 2013
პეპის მიუნჰენური ოდისეახოსეპ გვარდიოლას მიუნჰენის “ბაიერნში” გადასვლამ ევროპულ პრესაში საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია. ახალგაზრდა ესპანელმა მწვრთნელმა მშობლიურ კატალონიაში უკვე არაერთგზის დაამტკიცა, რომ მწვრთნელად არის დაბადებული და სამწვრთნელო საქმეში შესაშური ნიჭიერებითა და ალღოთი გამოირჩევა. მაგრამ, გერმანული ფეხბურთი და მით უმეტეს მიუნჰენური გიგანტი ცოტა სხვა რამაა... “ბაიერნის“ დირექტორატის ხუშტურების ამბავი ვინც იცით, ალბათ დამეთანხმებით, რომ ახალგაზრდა კატალონიელს ამ ხალხთან მორიგება შეიძლება ძალიან გაუჭირდეს.