10:22 | 20 ოქტომბერი, 2013
წრეზე ტრიალიჩვენ ბოლოდან მეორე ადგილზე გავედით! ჩვენ არ ვღალატობთ ტრადიციას! ჩვენ ესპანეთთან “მხოლოდ” 0:2 მარცხიც კი მომავლის იმედს გვანიჭებს! ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და ეს თავის მხრივ უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. კიდევ ერთი შესარჩევი ციკლი დამთავრდა და მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთთან და ესპანეთთან ერთად ჯგუფში მოხვედრისთანავე შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდი იმედები თავიდანვე არ გვქონდა, “რატომღაც” მაინც გულდაწყვეტილები ვართ. ეს მხოლოდ ყბადაღებული ქართული მაქსიმალიზმი როდია... ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის რეალობის სწორად აღქმა ძველებურად ძალიან რთულია და უბრალოდ ვერ ვიჯერებთ, რომ დღეს ჩვენი ფეხბურთი საშუალო ევროპულსაც კი ჩამოუვარდება.
12:06 | 17 ოქტომბერი, 2013
ოკეანისგაღმური ამბებითავის დროზე დიდმა გაბრიელ გარსია მარკესმა დაწერა: “ურუგვაელები არასოდეს საუბრობენ ამინდზე. მათ გარშემო ხომ ყოველთვის ამინდზე მნიშვნელოვანი ამბები ხდება”. ურუგვაელები ალბათ არც ახლა საუბრობენ ამინდზე, როდესაც მათ საფეხბურთო ნაკრებს რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცუდი დრო უდგას და მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ შეხვედრაში არგენტინას სძლიეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა მაინც რთულ და ძნელად მისაღწევ საქმედ ექცათ.
18:16 | 13 ოქტომბერი, 2013
ორნი დუნიაზეისევ ისინი იტანენ გოლებს, გუშინ რომ იტანდნენ. ისევ ისინი არიან გამორჩეულები, ბოლო წლების მანძილზე რომ იყვნენ... ისევ ისეთი რეალობაა, როგორიც გუშინ იყო. ერთი სიტყვით, ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ წლევანდელი პრიმერა დივიზიონი, კვლავ ორი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის საჯლიგინო ასპარეზი იქნება და თუკი, რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სწორედ ამ ფეხბურთელების გუნდები გავლენ ჩემპიონატის პირველ და მეორე ადგილებზე.
10:53 | 10 ოქტომბერი, 2013
დიახ, ქართველები სოჭის ოლიმპიადაზე არ უნდა წავიდნენ!დიახ, მეც ვიზიარებ იმას, რომ ქართველი ოლიმპიელები სოჭის ოლიმპიადაზე არ უნდა წავიდნენ! დიახ, მეც ვფიქრობ, რომ როდესაც რუსულმა ოკუპაციამ ყოვლად ამაზრზენი და უტიფარი სახე მიიღო, აფხაზეთის საზღვართან გამართულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა, მინიმუმ, უთავმოყვარეობაა. დიახ, ქართველებს სოჭის ოლიმპიადაზე, სწორედაც რომ არაფერი გვესაქმება!
10:22 | 06 ოქტომბერი, 2013
ევროპა და ფსკოველი ვასიაარა მგონია, ფეხბურთის მოყვარულებზე მეტად უპრეტენზიო და ადვილად გულის მოსაგები ხალხი არსებობდეს. რა უნდა ფეხბურთზე გადარეულ კაცს? ელემენტარული შემოსავალი, ნორმალური ტელევიზორი, ცოტა ლუდი, კიდევ უფრო ცოტა სახრაშუნო რამე-რუმეები, კარგი მეგობრები და, ეგაა! მოკლედ, ვთანხმდებით, რომ ფეხბურთის მოყვარულთა გულის მოგება, არცთუ რთული ამბავი უნდა იყოს, მაგრამ ამ ჩვენს ცაფირუზხმელეთზურმუხტოვან ქვეყანაში, თითქმის ყოველი საფეხბურთო სეზონი, ფეხბურთის ქომაგებს მრავალ უსამართლო პრობლემებსა და განსაცდელს გვიმზადებს.
11:15 | 03 ოქტომბერი, 2013
“რომა” და სენიორ ჯანკარლო- ექვსი თამაშიდან ექვსივე მოგება – ასეთ შედეგზე ნებისმიერი დიდი გუნდი იოცნებებდა, სენიორ ჯანკარლო. თქვენ კი, რატომღაც, მაინც ვერ ხართ ხასიათზე. ადრე, “რომა” როდესაც იგებდა, ეს თქვენს სახეზე იკითხებოდა. ახლა კი რა მოხდა?
10:43 | 29 სექტემბერი, 2013
ბიჭი დევნილთა ჩასახლებაშიბიჭი, რომელიც ახლა დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს და ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული სტანდარტული პატარა სახლების წინ თამაშობს, შეიძლება დიდი, ძალიან დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო. შეიძლება კი არა, ალბათ, აუცილებლად გახდებოდა, რომ არა ის მრავალი უბედურება, რაც მის პატარა ქალაქს დაატყდა თავს. ყველა ტრაგედია ერთმანეთს რომ არ წაბმულიყო, ყოელ დილით ეს ბიჭი თავის სახლში, თავის ოთახში გაიღვიძებდა. გაღვიძებისთანავე უცებ გადაიცვამდა ტანსაცმელს, მოიტეხავდა პურსა და ყველს, სპორტულ ზურგჩანთაში საჩქაროდ ჩაყრიდა სავარჯიში ატრიბუტებს და ვარჯიშზე გაიქცეოდა. ვარჯიშზე მასავით ადრე ამდგარი და ნახევრად მთვლემარე ბიჭები დახვდებოდნენ, რომლებსაც მწვრთნელი შეუძახებდა, გამოაფხიზლებდა, აზრზე მოიყვანდა და ვარჯიშსაც თავისი ეშხი და მუღამი მიეცემოდა.
11:58 | 26 სექტემბერი, 2013
ბერლუსკონი კუთხეშირაო, დაბერდი და აღარავის სჭირდები, სენიორ სილვიო? შემოგეფანტნენ ძველი ამფსონები? არადა, როგორი ცნობილი და სულ ტალიკ-ტალიკ ბიჭები გეხვია თავზე. მარტო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი რად ღირს, შენს გარეშე პურს რომ არ ტეხავდა არც რუსეთში და არც ევროპაში. ვიღაც-ვიღაცები ამბობენ, ქალებშიც კი ერთად დაძვრებოდნენ და ევროპული ფეხბურთის სვე-ბედსაც ერთად წყვეტდნენო. ახლა კი, როდესაც ყოველდღე იტალიის პროკურატურაში დაკითხვებზე გიწევს წანწალი, ვლადიმეროვიჩმაც დაგივიწყა და ხარ ასე, შენს მდიდრულ ვილაში სოროში შეყუჟული მაჩვივით მარტო და ”სულის გადამრჩენელი” წარსულის ნათელი დღეების მოგონებებით.
10:52 | 22 სექტემბერი, 2013
ფეხბურთის კინტოებიამ ბოლო პერიოდში, მთელს საქართველოს აღიარებებისა და გულრწფელობის ჭია შეუჩნდა და ვისაც კი არ ეზარება, ყველა რაღაცას აღიარებს – ზოგი დანაშაულს, ზოგი სიყვარულს, ზოგი კი, უბრალოდ, აღიარებს და მორჩა... ამიტომ, მოდით, მეც ავყვები საერთო ფეხის ხმას და თქვენთან ვაღიარებ, თუ რატომ არ მიყვარს მადრიდის “რეალი”.
16:54 | 17 სექტემბერი, 2013
მოკრივე ვაჟა ფშაველავაჟა ფშაველა, რამდენადაც დიდი და მაგარი მწერალი იყო, იმდენად, ყოველთვის ცდილობდა, რომ ჭეშმარიტ ფშაველად დარჩენილიყო და თანაკუთხელებისგან, ფშაველებისგან არ გამორჩეულიყო. ჩვენ სკოლაში გვასწავლიდნენ ვაჟას ერთმანეთზე საუკეთესო ლექსებსა და მოთხრობებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერს გვეუბნებოდნენ ვაჟას კრივისადმი და საერთოდ, მუშტების ქნევისადმი დამოკიდებულების შესახებ. მოკლედ, ვაჟას ძალიან უყვარდა კრივი და როდესაც შანსი მიეცემოდა, ყველგან ებმებოდა საკრივო ამბებში. ოღონდ, ყველაზე მეტად რაც სძულდა, ეს სუსტის დაჩაგვრა იყო. როდესაც ვაჟა ფშაველა თბილისში პირველად ჩამოვიდა, იმ პერიოდში, თბილისი კავკასიაში, ე.წ. ქალაქური კრივიდ მექად ითვლებოდა. თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მტკვარსგაღმა და გამოღმა უბნების ჯეელები, კრივის გასამართად თვეში ერთხელ იკრიბებოდნენ და იყო ერთი ჭახა-ჭუხი და ამბავი. როგორც იოსებ გრიშაშვილი თავის შესანიშნავ წიგნში, “ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა”-ში წერს, ქალაქური კრივი რამდენიმენაირი იყო: ჯგუფური კრივი, როდესაც დროის ერთ მონაკვეთში ორი უბნის ბიჭები სინქრონულად ჩხუბობდნენ და ერთმანეთს თავ-პირს უერთიანებდნენ; ასევე იყო კრივი, სადაც ქვების გამოყენებაც კი შეიძლებოდა და გამარჯვებულად ის უბანი ითვლებოდა, რომელიც მოწინააღმდეგეებს მტკვარგადაღმა გადარეკავდა; თუმცა, ასევე იყო კრივი მორიგეობით. ანუ, ჯერ ერთნი იბრძოდნენ, მერე გამარჯვებულს მოწინააღმდეგეთა “გუნდიდან” სხვა ხვდებოდა და ასე იქამდე, სანამ, რომელიმე უბნის უკანასკნელი ყოჩი არ წაიქცეოდა.
11:36 | 12 სექტემბერი, 2013
არამკითხეთა დიქტატურამას შემდეგ, რაც ერში ჩაბუდებული არამკითხეების საერთო მოთხოვნითა და სურვილით, საქართველოში ფეხბურთის თამაში აიკრძალა და ფეხბურთის ხსენებისათვის დიდი ჯარიმები დაწესდა, ფეხბურთის მოყვარულმა ფანატიკოსებმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლეს. პოლიციელები ლამის ყოველდღე აპატიმრებდნენ ადამიანებს, რომლებიც ფეხბურთის ბუცებს, ბურთებსა და სხვადასხვა საფეხბურთო ამუნიციას მალავდნენ. ასევე კანონგარეშედ გამოცხადდა საფეხბურთო მწვრთნელის პროფესიაც და მწვრთნელებს წინადადება მიეცათ, რომ სხვა სფეროში ეცადათ ბედი.