- გამარჯობა ივან. როგორც ვხედავ კვლავ გამომთვრალხარ. ამჯერად რასთან დაკავშირებით იბედნიერე?
- როგორ, არ გაგიგია? რუსეთის ნაკრები ხომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან, ძალიან მაგარ ჯგუფში მოხვდა?! აი ნახე, ჩვენ ჯგუფიდანაც გავალთ და უფრო მეტიც! ჩვენ...
- რაო, ჩემპიონობას ხომ არ უმიზნებთ? არ გამიკვირდება ისე თქვენგან ეგ ამბავი. რუსეთის პრემიერლიგა იტალიის ჩემპიონატზე მაგარ ტურნირად უკვე გამოაცხადეთ და სადაც ამას იტყვი, იქ მსოფლიოს ჩემპიონობაზე ოცნებაც არაა შორს...
- რა იყო, ხომ არა გშურს? თუმცა შეგშურდება აბა რა იქნება. თქვენი უბედური გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე კი არა, ფლეი-ოფშიც კი არ მოხვედრილა არასოდეს. ჰოდა გასკდით გულზე! ვოტ ტაკ!!!
- აბა არ შემშურდება? სულ რომ წარღვნა იყოს და ყველა ცუდ ჯგუფში ხვდებოდეს, ეს რუსები მაინც კაი ჯგუფში ხვდებით ხოლმე. ვითომ მარტო გამართლებაა ეს? მეტი არაა ჩემი მტერი მარტო გამართლება იყოს...
- აბა სხვა რა უნდა იყოს?
- ოჰ, არ იცის ბიჭმა სხვა რ აუნდა იყოს... ანგელოზები ხართ თქვენმა მზემ და მაქინაციები შორსაა თქვენგან.
- თუ რამეს გვაბრალებ, მაშინ დაგვიმტკიცე ძმაო! ეგრე სადაა? ეგრე მეც ვიტყვი, ქართველები რაგბიში სულ რომ გვიგებენ, მსაჯი ყავთ მოსყიდულიო და მართალი იქნება?
- რაგბის ამ შემთხვევაში ნუ ადარებ ფეხბურთს.
- ვითომ რატომ არ უნდა შევადარო?
- რაგბიში აშკარად თქვენზე მაგრები ვართ და ამას მგონი შენც კი აღიარებ და რაგბიში ჩვენი წარმატება რა შუაშია იმასთან, რომ სულ კარგ ჯგუფებში ხვდება თქვენი ნაკრები შესარჩევში იქნება თუ ჩემპიონატი. მარტო ახლა კი არა, საბჭოთა კავშირის დროსაც ასე იყო და მთელი ევროპა ეჭვობდა – რუსები რაღაცეებს ”ჩალიჩობენო”, მაგრამ თქვენს დაქსელილ საქმეს ვინ გაიგებს? ქვეშქვეშობა და ჩუმი ფუსფუსი იცოცხლე – კარგად იცით...
- კი ბატონო, მე ახლავე ვაღიარებ, რომ რაგბიში თქვენი გუნდი ჩვენსაზე უფრო ძლიერია და მოდი მაშინ შენც აღიარე, რომ ჩვენი ფეხბურთის ნაკრები დღეს მართლა მაგარია და ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში...
- შეფასებებში ცოტა მეტი ხომ არ მოგდის? რა მსოფლიოში საუკეთესო? საქართველოს ნაკრებს რომ სჯობია თქვენი ფეხბურთის ნაკრები - ეს კი ვიცი, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესოები ვართო – მაგ გუნდზე მარტო რუსები თუ იტყოდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდანაც რომ გახვიდეთ, გადაეყრებით მერე არგენტინას ან ვინმე ეგეთს და თქვენი ცრემლები მერე უნდა ვნახოთ ახლა დიდ გულზე რომ ხართ.
- ე.ი. შენ ფიქრობ, რომ რუსეთის ნაკრები სუსტია?
- სუსტი არაა. მწვრთნელიც კარგი გყავთ და ფეხბურთელებსაც არა უშავთ, მაგრამ თქვენს გუნდზე უინტერესო ნაკრები მეორე არ მეგულება მთელს ჩემპიონატზე. ნეიტრალურმა ქომაგმა რუსეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე რატომ უნდა უგულშემატკივროს, მაგას ვერ ვხვდები...
- ერთი ნეიტრალური გულშემატკივრებისაც! რუსეთის ნაკრები რუსებს გვეკუთვნის და სულ არ მაღელვებს ნეიტრალური გულშემატივრები (ასეთები თუ არსებობენ საერთოდ) ვისკენ იქნებიან!
- სწორედ მაგაშია თქვენი უბედურება, რომ თქვენს იქით არ იცქირებით და არავინ არ გეხატებათ გულზე.
- არც თქვენ ხართ პლანეტის იმედი და სიყვარულის მეჩირაღდნეები.
- ეს მყრალი ჩირაღდანი მაინც ახსენე ჰო?
- არა, მე სულ სხვა ჩირაღდანი ვახსენე. და ეს “მყრალი” რა სიტყვაა საერთოდ?
- საერთოდ არაფერი უნდა მეთქვა. ვიცოდი ბოლოს მაინც ამ ჩირაღდანს რომ ახსენებდი...