13:30 | 05 იანვარი, 2014
სტადიონების მოოხრება ქართულადნამდვილად არ მსურს საახალწლო განწყობა გაგიფუჭოთ და არც იმის სურვილი მაქვს, რომ მრავალგზის ღვინონასვამ ქართველობას ნაბახუსევობიდან გამოსასვლელ საშუალებად მოვევლინო, მაგრამ გული არ მიშვებს, რომ ბოლო დროს თბილისში და არამხოლოდ თბილისში მიმდინარე სამწუხარო ტენდენციაზე არ დავწერო ორი სიტყვა. ისიც კარგად ვიცი, რომ საქართველოში ”წერე და იკითხეს” საზარელი ტრადიცია კვლავ ფესვგაუხმობელია, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვთქვათ და სინდისმა კიდევ იქნებ იმ ადამიანებამდეც, მიაღწიოს, ვისაც ასეთი პრობლემებისათვის ელემენტარულად ყურადღების მიქცევა ევალება.
18:46 | 30 დეკემბერი, 2013
ჭანგარომ არა გია მაისურაძე და მისნაირი ფანატიკოსები, ქართული ფეხბურთი მართლა მოკვდებოდა. ეს კაცი უკვე 30 წელია იობის მოთმინებით ზელს ტალახს წვიმაში და ყლაპავს მტვერს ქარში 195-ე სკოლის წინ არსებულ, მისივე დაარსებულ “მთვარის გლობუსის” სკოლაში. გია მასწავლებელზე და მის აღსაზრდელებზე არ მოქმედებს წვიმა, ქარი, ყინვა, სეტყვა თუ სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები - როგორც ქართველები ვერ ელეოდნენ მიწას და ათასჯერ აოხრებულ მამულს ისევ უბრუნდებოდნენ, ისე გია მაისურაძეც ვერ ელევა ამ ხრიოკს და დღედაღამ თავს დასტრიალებს. ვერც სამწვრთნელო ნიჭში დაეწუნება - გიორგი ლომაია, გიორგი შაშიაშვილი, გივი კვარაცხელია, ჯაბა დვალი, ილო კანდელაკი, მიშა ხუციშვილი მისი აღზრდილები არიან...
11:33 | 29 დეკემბერი, 2013
ახალი წლის მივიწყებული ხიბლიჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები ეგვიპტეში სამოგზაუროდ ბანკიდან ნასესხები ფულით მიდიან და შემდეგ მთელი წელი წუწუნებენ - ამ ოხერ ბანკებს რა მაღალი საპროცენტო განაკვეთები ჰქონიათო. მაშინ, როდესაც მაღალ პროცენტებზე ეგვიპტეში წასვლის წინ ფიქრით თავი არ შეუწუხებიათ. მსგავსი ისტორიები ხშირად მსმენია და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა “მედღეხვალიობაა”. ანუ, დღეს კარგად ვიყოთ და ”ხვალემ იზრუნოს ხვალისაო” – როგორც ერთ ცნობილ ლექსშია...
17:37 | 26 დეკემბერი, 2013
კენჭისყრა, რუსები და ჩირაღდანი- გამარჯობა ივან. როგორც ვხედავ კვლავ გამომთვრალხარ. ამჯერად რასთან დაკავშირებით იბედნიერე? - როგორ, არ გაგიგია? რუსეთის ნაკრები ხომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან, ძალიან მაგარ ჯგუფში მოხვდა?! აი ნახე, ჩვენ ჯგუფიდანაც გავალთ და უფრო მეტიც! ჩვენ... - რაო, ჩემპიონობას ხომ არ უმიზნებთ? არ გამიკვირდება ისე თქვენგან ეგ ამბავი. რუსეთის პრემიერლიგა იტალიის ჩემპიონატზე მაგარ ტურნირად უკვე გამოაცხადეთ და სადაც ამას იტყვი, იქ მსოფლიოს ჩემპიონობაზე ოცნებაც არაა შორს...
13:00 | 22 დეკემბერი, 2013
მაშალა გალა!თოვლიანი, ყინვით გარემოცული და დანისლული სტამბოლი. ზუსტად ისეთი, ორჰან ფამუქმა რომ აღწერა თავის დროზე. სტადიონთან ორნი დგანან. გრძელი პალტოს საყელოებში თავი აქვთ ჩარგული და თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობენ. ”რა ვქნათ ბიჭო ახლა? მარტო თბილისში დასაბრუნებელი ფული გვაქვს დარჩენილი და ხვალ როგორღა გავჩერდებით ამ დედააფეთქებულ ქალაქში?” – ამბობს ერთი და ჯიბიდან პოლიციისგან ფარულად იღებს თბილისიდან წაღებული ჭაჭით სავსე მათარას, მოსვამს და სასწრაფოდ იბრუნებს ჯიბეში. მეორეს სქელი ქუდი აქვს თვალებზე ჩამოფხატული და ნერვიულად სცემს ბოლთას. ”რაღა ახლა მოვიდა თოვლი და უბედურება ამის დედა ვატირე... მთელი ორი თვე ვაგროვეთ ”გალათასარაი”-”იუვეზე” წამოსასვლელი ფული და ჩვენი იღბალი რა ვთქვი ტო... თოვლის დრო იყო ახლა?...” – ამბობს და ისიც ჩუმად ყლურწავს ცეცხლოვან ჭაჭას.
15:11 | 19 დეკემბერი, 2013
წარსულის აჩრდილებიგასულ კვირას ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი ბათუმი, რამდენიმე დღით ისე ჩაბნელდა და ჩამუქდა, ბუნებრივია ყველას არცთუ საამო გასული საუკუნის 90-იანი წლები გაგვახსენდა, როდესაც უშუქობა ჩვენი ცხოვრების თანმდევი უბედურება იყო და დენის მოსვლა ადამიანებს შვილის შეძენაზე არანაკლებ უხაროდათ. აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ბათუმი კვლავ ძველებურად გათბება და გაფერადოვნდება, მაგრამ გაყინულ-ჩაბნელებული ბათუმის ხილვამ ბევრი უშუქობასთან დაკავშირებული მოგონება წამოსწია წინ და მათი უმეტესი ნაწილი ფეხბურთს, უფრო კონკრეტულად კი დენის მქონე ახლობლების ძებნაში მთელს თბილისში მოწანწალე ფეხბურთის გულშემატკივრებს უკავშირდება.
11:55 | 15 დეკემბერი, 2013
წერილი კლოპსმოგესალმები ჰერ იურგენ კლოპ. ალბათ ეს წერილი რომ მიიღეთ და საფოსტო კონვერტზე გამომგზავნელის მისამართად ქალაქი ნეაპოლი ეწერა, წერილის დახევა რამდენჯერმე დააპირეთ, რადგან ჩემგან გინებას და კრულვას მოელით. თუმცა რაკი გამბედაობა გეყოთ და ახლა ამ წერილს კითხულობთ, უკვე იმსახურებთ ჩემს სიმპათიას და პატივისცემას, რადგან გაბედული და უშიშარი ადამიანები ყველაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.
12:15 | 12 დეკემბერი, 2013
აბედი პელე და მამაშვილობაარავინ იცის რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ასრულდეს ჭეშმარიტად ქართული ოცნება და ჩვენმა შვილებმა მსოფლიოს დიდ და სახელოვან საფეხბურთო ჩემპიონატებში ითამაშონ. თუკი მამას ფეხბურთი უყვარს და ვაჟიშვილიც ჰყავს, ბუნებრივია, რომ შვილის დაბადებისთანავე ებღაუჭება ბავშვის გაფეხბურთელების იდეას და ეს ამბები შეიძლება ძილშიც კი ეს ესიზმრება. მაგრამ, სამწუხაროდ ოცნებები ძალიან იშვითად ხდება.
11:17 | 08 დეკემბერი, 2013
საოცნებო ადგილიერთი ძალიან კარგი ადგილი ვიცი, სადაც სულ სიმშვიდეა, არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული სამარცხვინო ხალხი, არ მოისმენთ ჭორებს, ფანატიკურ ბოდვებს, არ აჩვენებენ თურქულ სერიალებს და თოქ-შოუებს, არ არსებობენ ყველაფერში ცხვირის ჩამყოფი ადამიანები, არავინ გაძალებთ სადმე წასვლას და ვინმეს მხარდაჭერას, არავინ გატენით თვალებში რომელიმე ცნობილი საფეხბურთო კლუბის დროშას, არ გაჭმევენ მჟავე და მყრალ ხინკალს და რაც ყველაზე მთავარია – ტელევიზორი მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთს აჩვენებს! აი, ამ დიდებულ ადგილზე გეპატიჟებით ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონტის დროს. გეპატიჟებით ყველას განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა და აღმსარებლობისა. განურჩევლად საყვარელი გუნდისა და მწვრთნელისა. განურჩევლად ღვარძლიანობისა და კეთილშობილებისა.
17:32 | 05 დეკემბერი, 2013
რა მოხდებოდა...რა მოხდებოდა ქართველები ცოტა, სულ ცოტა ხანი მაინც რომ ვიყოთ ბოსნიელთა ადგილას და ბოსნია-ჰერცეგოვინას მკვიდრთა დარად, ვგრძნობდეთ იმ სიამაყესა და სიამაყოს თანმხლებ სიამოვნებას, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლამ შეიძლება მიანიჭოს ადამიანებს. რა მოხდებოდა, სულ რამდენიმე წუთით მაინც შევიგრძნოთ, თუ რას ნიშნავს თვეებისა და დღეების თვლა მსოფლიოს ჩემპიონატამდე არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგადად ფეხბურთი გიყვარს, არამედ უპირველესად იმიტომ, რომ პლანეტის რჩეულ 32 გუნდს შორის შენი არცთუ მდიდარი, მაგრამ ამაყი ქვეყნის ნაკრებიც მონაწილეობს...
11:26 | 02 დეკემბერი, 2013
ხელფასები, ხელფასები ...ფეხბურთელებთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტები მთელს მსოფლიოში ერთმნიშვნელოვნად პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, კონტრაქტი ერთობ ინდივიდუალური თემაა და ერთი შეხედვით, მხოლოდ ორი მხარის -ფეხბურთელისა და კლუბის გადასაწყვეტია შიგნით რა ჩაიწერება. თუმცა, მოდით ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და კარგი იქნება თუ თვალნათლივ დავინახავთ მთელს რიგ ნაკლოვანებებს, რაც ამ კონტრაქტებს ხშირად ახლავს თან.