ბლოგი

Notice: exif_imagetype(): Error reading from img/articles/024358489ed9cdb0a1b4607a62ace39c.jpg! in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php on line 1315
ლევან სეფისკვერაძე

11:20 | 29 აპრილი, 2013

ცრემლი და სიხარული

ლადო ასათიანი ცოცხალი რომ იყოს, რატომღაც მგონია, რომ აუცილებლად დაწერდა ლექსს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში ჯერ “ბარსელონას”, შემდეგ კი “რეალის” მარცხზე. ესპანური ფეხბურთის ფანებს ახლა პოეზიისთვის ნაკლებად სცხელათ, მაგრამ სრულიად პირენეს ლევანდოვსკის ლანდი ისე აჩრდილივით ადგას თავზე, გინდა თუ არ გინდა, ცოტა პოეტურ ხასიათზე მაინც დადგები.

ლაშა გოდუაძე

12:28 | 25 აპრილი, 2013

რვაათასიანები: შიშა პანგმა

ხშირად უკითხავთ, თუ რატომ დადის ხალხი მთაში. ერთმა სახელგანთქმულმა მთამსვლელმა ამ კითხვას ალალად, უბრალოდ და ძალიან ლამაზად უპასუხა: იმიტომ, რომ ისინი არსებობს. 1953 წლის 29 მაისს, ზუსტად 11:30 საათზე ადამიანმა დედამიწის უმაღლესი მწვერვალიდან, 8848 მეტრზე აზიდული ევერესტიდან გადმოიხედა. ბრიტანული ექსპედიციის ახალზელანდიელმა წევრმა ედმუნდ ჰილარიმ და შერპა თენსინგ ნორგეიმ პირველებმა დალაშქრეს პლანეტის ყველაზე მაღალი მთა! წელს ამ მოვლენიდან 60 წელი სრულდება.

11:04 | 25 აპრილი, 2013

აფთიაქი რომში

არაფერია იმაზე რთული, როდესაც “რომას” ქომაგი ხარ და “ლაციოს” ტიფოზებით გადაძეძგილ რომის უბანში ცხოვრობ და მუშაობ. არაფერია იმაზე რთული, როდესაც “მტრების” ლაყაფს გამუდმებით უსმენ და ფილმ “პური და შოკოლადის” იტალიელი მთავარი გმირივით ხმის ამოღებაც კი არ შეგიძლია. ამიტომ, უნდა იყო სულ ჩუმად და გულდათუთქულმა უსმინო, მავანნი როგორ კრულავენ შენ “ფრენჩისა” და დე როსის. ცხოვრება ხშირად გვიმზადებს ასეთ მწარე სიურპრიზებს და მსგავსი მრავალი სიმწარე არაერთხელ განუცდია რომაელ აფთიაქარ დონ ემილიანოს, რომელიც განგებისა და აწგარდაცვლილი მამის ჩაგონებით, ბავშვობიდან “რომას” ტიფოზი იყო და ამის შესახებ მხოლოდ მისმა ცოლმა იცოდა.

17:59 | 21 აპრილი, 2013

“პლასტმასის” მესი

ლეო მესი მთელი სისწრაფით მირბის, აქეთ-იქით ჩავი და ინიესტა მიჰყვებიან. მესი ატყუებს ერთ კაცს, მეორეს, მესამეს... მერე პასს ჩავის უგორებს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გასულ არგენტინელს ბურთს უკან უბრუნებს და გოოოლ!!! არის ერთი ჟრიამული, ტაში, სტვენა და უბედურება. ზრიალისგან ლამისაა ჩამოიქცეს ბევრისმომსწრე “კამპ ნოუს” ტრიბუნები... კარგია არა? მეტიც - ძალიან მაგარია! მაგრამ უბედურება ისაა, რომ ახლა კომპიუტერული თამაშის ერთ-ერთი ეპიზოდი მოვყევი და არა ის, რაც ისედაც ხდება და წესით, ყოველთვის უნდა ხდებოდეს.

ლაშა გოდუაძე

11:24 | 19 აპრილი, 2013

კარიერა ფრაზებში: მაიკლ ჯორდანი

ის ათჯერ გახდა ლიგის ბომბარდირი. ეს რეკორდია. კარიერაში საშუალოდ 30 ქულას აგროვებდა თამაშში. ესეც საუკეთესო მაჩვენებელია. 561 მატჩში მიითვალა 30 და მეტი ქულა. ამ მხრივაც პირველია. ზედიზედ 866 შეხვედრაში ჩააგდო 10 და მეტი ქულა. აქაც ერთადერთია.

ლევან სეფისკვერაძე

11:02 | 18 აპრილი, 2013

საქართველოში დაბადებულთა ხვედრი

მე საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე რიგითი ფეხბურთელი ვარ და კარგად ვუწყი, რომ იმ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატში ვთამაშობ, სადაც ფულიც ნაკლებია, შესაძლებლობებიც და გაქანებაც. ისიც მშვენივრად ვიცი, მწვანე მინდორზე ვერც ლეო მესივით დავატრიალებ ქარიშხლებს და ვერც ზლატან იბრაჰიმოვიჩივით ავახმაურებ ნახევარ პლანეტას. მაგრამ, როდესაც ვარჯიშიდან დაქანცული ვბრუნდები და სახლში მისული ტანსაცმელგაუხდელად მივწვები საწოლზე, გულში მაინც გამკრავს ის განცდა, რომ მე, ისევე როგორც სხვა მილიონობით ჩემნაირი ადამიანი, უსამართლობის მსხვერპლნი ვართ.

16:04 | 14 აპრილი, 2013

საქმე და ლაყაფი

გუშინ, ერთმა ჩემმა მეგობარმა, საქართველოში ჩამოსულ შვეიცარიელ ბანკირს უთხრა: მომავალ კვირას ბარში წავიდეთ და ევროპის ლიგის თასზე თქვენს “ბაზელს” ერთად ვუგულშემატკივროთ – ეს რა მაგარი გუნდი გყოლიათო. შვეიცარიელმა კი მხრები აიჩეჩა და გამოუტყდა, რომ საფეხბურთო კლუბ “ბაზელის” შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით სმენოდა და ისიც კი არ იცოდა, საერთოდ რა იყო ევროპის ლიგა.

ლაშა გოდუაძე

12:14 | 12 აპრილი, 2013

კარიერა ფრაზებში: ალექსანდრე ჩივაძე

1984 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ინგლისს პირველად და უკანასკნელად მოუგო უემბლიზე - 2:0. იმ დღეს სტუმართა გუნდის კაპიტნის სამკლავური ალექსანდრე ჩივაძეს ეპყრა, მეორე დღეს კი ერთ-ერთი გაზეთის გარეკანზე მისი ფოტოს ქვეშ ეწერა: „რუსების დაცვის გენერალი“.

11:50 | 11 აპრილი, 2013

ჰერ ოტო

ჰერ ოტო რბილ სავარძელზე ზის და თვლემს. მისი ცოლი გრეტა კი სამზარეულოში ფუსფუსებს და შაშხს აშიშხინებს. დღეს ოტოს დაბადების დღეა, მაგრამ გადაწყვიტა წელს წვეულება არ გააკეთოს. ყველაფერი იღბლისა და დამთხვევის საქმეა. სწორედ ოტოს დაბადების დღეს დაემთხვა “ბორუსია“–“მალაგას“ თამაში და ამ მატჩის გამოტოვებას ოტოს სიკვდილი უჯობს. მით უმეტეს, რომ 90–იანი წლების შემდეგ, მისი “ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა.

15:31 | 09 აპრილი, 2013

ყოვლისშემძლე კოსტია!

დღეს ჩემი უფროსი ძმაკაცი, კოსტია შანიძე 94 წლის გახდა, გუშინწინ კი “დინამო”-“ჩიხურას” თამაშზე წამომყვა და ძველებურად აჩხაკუნა თავის ძველი ფოტოაპარატი. მთელი ცხოვრება თბილისის “დინამოს” და “დინამოს” სტადიონს შეალია, 1936 წლიდან კი მთელი 70 წელი (!!!) იმუშავა ელექტრიკოსად “დინამოზე”! მისი ქალიშვილი ციცინო საქართველოში ცნობილი მოცურავე იყო, მისი სიძე გურამ პეტრიაშვილი კი ტაშკენტის გმირი გახლდათ, შვილიშვილიც სახელოვანი გამოუვიდა კოსტია ბაბუას – დათო პეტრიაშვილი თავის დროზე თბილისისა და მოსკოვის “დინამოში” თამაშობდა, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრიც იყო, ახლა კი უეფაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტის – “ჰეთ-თრიქის” თავმჯდომარეა!

11:18 | 07 აპრილი, 2013

დიდი ხავიერი

ბევრი დიდი კაპიტანი გვახსოვს და ვიცით მათ შორის ისეთებიც, დავიწყებას რომ არასოდეს მიეცემიან. მაგრამ არის ერთი, სხვათაგან გამორჩეული და უფრო ღირსეული სახელის მქონეც. კაცი, რომელიც არასოდეს ბერდება და კაცი, რომელიც ჭეშმარიტ მაგალითად დარჩება მომავალი თაობებისთვის. 

<< პირველი<< წინა5354555657585960616263შემდეგი >>
0.227492