17:07 | 16 თებერვალი, 2014
ხალხი წიგნებიდანამასწინათ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა: ”ლეო მესი ”ათასერთი ღამის” ტომებივით კაცია – კითხულობ, კითხულობ და ბოლო არ უჩანსო” – ეს ისე კარგად ნათქვამი გამოუვიდა, რომ მერე მეც დავფიქრდი, გვანან თუ არა ფეხბურთელები წიგნებს და ფეხბურთელები, როგორც ზოგადად ადამიანები, შეიძლება თუ არა კონკრეტულ წიგნებთან გავაიგივოთ. მე თუ მკითხავთ, ჩვენი თემურ ქეცბაია ძველი ფრანგული ბულვარული რომანისავით კაცია. კითხულობ გულმოდგინედ, ცდილობ ჩასწვდე იმ ლინგვისტურ აბდაუბდას – რისი თქმაც მწერალს უნდა, მაგრამ რაც უფრო მეტ ფურცელს ფურცლავ, უფრო რწმუნდები, რომ შენთვის შემდეგი თავები უფრო უინტერესო ხდება და ბოლოს წიგნის საბოლოოდ წაკითხვაც გეზარება.
12:54 | 09 თებერვალი, 2014
უცხოეთიდან ჩვენამდემთელს მსოფლიოში ყველა თანხმდება, რომ სპორტი ადამიანის და მეტადრე, მოზარდის ჯანმრთელობისათვის უმნიშვნელოვანასი და ხშირად შეუცვლელი “წამალია.” საჯარო თუ კერძო სკოლებში სპორტის სწავლების დაკნინებამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებისათვის საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტანა და საქართველოში სწორედ იმ პერიოდში იყო, ბავშვებში ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და თამბაქოს მწეველთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი.
11:46 | 06 თებერვალი, 2014
დიალოგი ოლიმპიადის წინ- რა იყო შე კაცო, ამდენი ალაპარაკეთ ეს ხალხი და ბოლოს მაინც მიდიხართ ოლიმპიადაზე? ვითომ მოიგებთ რამეს? დავიჯერო? - ჩვენ სპორტსმენები ვართ და სპორტსმენი ოლიმპიადაზე უნდა გამოდიოდეს – აბა სხვანაირად როგორ იქნება? - ოლიმპიადა თუარა, აავსებთ ოლიმპიურ კომიტეტს მედლებით. დამხმარეები წაიყვანეთ, მკერდი რომ დაგიმძიმდებათ მედლებით, წაგეშველებიან ცოტას... - ასე რამ გაგაბოროტა ბიძაჩემო. ოლიმპიადაზე მივდივართ, მტერს ხომ არ ჩავბარდით ხელაწეული? - კაცმა რომ თქვას მაგი ერთი და იგივეა!
13:35 | 02 თებერვალი, 2014
”შუმის” უკვდავებაშენ რა მოგკლავს ძმაო შუმი?! შენ ხომ უკვდავი ხარ როგორც შექსპირი! დიდი ჩემპიონები რომ არ კვდებიან, რად უნდა ამას ბევრი ლაყაფი და ჩახუჭუჭებანი? აი მაგალითად, ცოტა ხნის წინ ეუსებიო მოკვდა, მაგრამ მოკვდა განა? არც ჯორჯ ბესტი მომკვდარა და არც დათო ყიფიანი. ეს ხალხი სულ არიან, სულ ჩვენს გარშემო ტრიალებენ და გვაძლევენ იმედს, რომ ერთ დღესაც ჩვენც შეიძლება უკვდავები გავხდეთ. მაგრამ ჩვენ, რიგით მოკვდავებს უკვდავებად ქცევა გაგვიჭირდება, რადგან არასოდეს გვყოლია ცეცხლისმფრქვეველი ბოლიდი და არასოდეს გვიქროლია არწივზე სწრაფად მონაკოდან ავსტრალიამდის... თუმცა, ადამიანის მთავარი ოცნება მაინც უკვდავებაა და ამ ოცნების იმედად დავაბიჯებთ მიწაზე. შენ კი ეს ოცნება დიდი ხნის წინ აიხდინე ძმაო შუმი. შენ უკვდავი ხარ და ამ ამბავს კითხვების დასმა აღარ სჭირდება!
12:24 | 30 იანვარი, 2014
1986 წლის 15 ივნისი1986 წლის 15 ივნისი ქართული ფეხბურთის ქომაგებისათვის განსაკუთრებულად გამორჩეული თარიღი ნამდვილად არაა. მეტიც – ძველი თაობის ქომაგთა 99% ალბათ ვერც კი გაიხსენებს რა მოხდა ამ დღეს და რატომ უნდა ახსოვდეთ მსგავსი თარიღები? ეს ბუნებრივიცაა! მაშინ ალბათ ვერც ერთი ჩვენებური ქომაგი ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ 1986 წლის 15 ივნისს ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში უკანასკნელად იყო მოხვედრილი და ეს ფეხბურთელი საშა ჩივაძე იყო.
12:48 | 26 იანვარი, 2014
პრობლემები სკოლაში, სპორტში და ცხოვრებაში..საქართველოს საჯარო სკოლებში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კონკრეტულ სასწავლო დისციპლინად ფიზიკური კულტურა ისწავლებოდა, ეს საგანი ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად პრესტიჟულად ითვლებოდა და მოსწავლისთვის “ნიშნის გამფუჭებელ” ფიზკულტურის მასწავლებელსაც იშვიათად ნახავდით. მას შემდეგ, რაც ფიზკულტურა სპორტის სწავლებამ ჩაანაცვლა და სპორტის მასწავლებელების გადამზადებაც ეტაპობრივად დაიწყო, სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა. მოსწავლეებისა და მშობლების დიდი ნაწილი დღესაც მიიჩნევს, რომ სპორტი, სხვა სასკოლო საგნებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი დისციპლინაა და მას ყურადღება მხოლოდ მაშინ შეიძლება მიექცეს, თუკი კონკრეტული მოსწავლე, რომელიმე სპორტის სახეობისადმი ტალანტსა და ინტერესს გამოამჟღავნებს.
16:12 | 23 იანვარი, 2014
სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა, ყოველთვის გვეხმარებოდნენ. გვეხმარებოდნენ აფხაზეთის ომის დროსაც და მაშინაც, როდესაც ახალ არმიას ვაკოწიწებდით. გვეხმარებოდნენ სპორტში და გვეხმარებოდნენ ბრძოლაში. გვერდში გვედგნენ და ჩვენთან ერთად ცდილობდნენ, დაეღწიათ თავი რუსული მონობისათვის. ჩვენთან ერთად გამოიარეს საშინელი ათწლეულები და ასწლეულები. გამოიარეს გოლოდომორი და უსაზღვრო ბოროტების სიავეც არაერთხელ გამოსცადეს საკუთარ თავზე. და დღეს ისინი მაიდანზე ერთ მუშატად შეკრულნი დგანან, არ აშინებთ ყინვა და იმპერიასთან გარიგებული თანამოძმეების სიგლახე. დგანან და ელიან სოლიდარობას ყველასგან, ვინც მათდამი სოლიდარობას გამოხატვას გაბედავს და არ გაუწევს ანგარიშს ვიღაც-ვიღაცეებსა და რაღაც-რაღაცეებს.
14:27 | 19 იანვარი, 2014
რონალდუ კი ბატონო! და რიბერი?...დღემდე არ წყდება დავა იმაზე - მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს კრიშტიანუ რონალდუ უფრო მეტად იმსახურებდა, თუ ფრანკ რიბერი... ნაკლებად საუბრობენ საუკეთესოობის მესამე კანდიდატზე – ლეო მესიზე, რომელმაც ზედიზედ უკვე იმდენჯერ დაიმსახურა საუკეთესოს წოდება, რომ მგონი თავადაც კი მიხვდა, ახლა სხვისი “დრო” მოვიდა.
12:05 | 16 იანვარი, 2014
”მილანი” ალეგრის შემდეგმასიმილიანო ალეგრის “მილანიდან” გაშვება განსაკუთრებული მოულოდნელობა ალბათ თვითონ ალეგრისთვისაც კი არ ყოფილა. ერთი არცთუ კორექტული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ალეგრი დიდი ხანია ”ლაფატკაზე იყო შემოდებული” და მისი მოხსნა მხოლოდ დროის ამბავი თუ იყო. ობიექტურები რომ ვიყოთ, არ უნდა ვქნათ ისე, რომ ”მილანის” ბოლოდროინდელი საშინელი თამაში მხოლოდ და მხოლოდ ალეგრის დავაბრალოთ. თუმცა, მწვრთნელის პასუხისმგებლობა ბუნებრივია ყველაზე მეტია და სწორედ ამიტომაც მოხდა ალეგრის გუნდიდან გაშვება.
12:59 | 12 იანვარი, 2014
ეუსებიოიმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც ეუსებიოს თამაშის შესახებ მხოლოდ წიგნებში თუ წაუკითხავს. ჯერ რადიოში მოსმენილი ფეხბურთი არ გაიშვას არსად და წიგნებში ამოკითხული ხომ საერთოდ... მაგრამ, უპირველს ყოვლისა რაც ამ მოზამბიკელ-პორტუგალიელ ბიძაკაცზე მახსენდება ისაა, რომ უკვლებლივ ყველა მისი თანამედროვე ჟურნალისტი, მწერალი თუ რიგითი გულშემატკივარი აღმერთებდა და არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც ეუსებიოზე ძველი თაობის ქომაგებიდან ვინმეს რაიმე აუგი დასცდენოდეს.
21:19 | 09 იანვარი, 2014
რამდენიმე რჩევა სოჭში წამსვლელ ქართველ სპორტსმენსრაკი სოჭის ოლიმპიადაზე წასვლა გადაწყვეტილი გაქვს, ალბათ უკვე აზრიც აღარ აქვს ზედმეტ შეგონებას, მორალის კითხვას და იმის თქმას, რომ სოჭში საასპარეზოდ ქართველის ჩასვლა მინიმუმ თავმოყვარეობაზე უარის თქმას ნიშნავს. თუმცა ყველამ თავისი საქმისა იცის და იმედი ვიქონიოთ, რომ ისე მაინც არ შეირცხვენ თავს, რომ ჩვენი “კეთილი მეზობლების” დასაცინი გახდები. პირველ ყოვლისა, როდესაც სოჭში ჩახვალ, უნდა დაივიწყო საქართველოში მოსმენილი არაფრის მომცემი მითები იმასთან დაკავშირებით, რომ ”რუსები ჩვენი ძმები არიან”, “ორი რუსეთი არსებობს”, “რუსებს ქართველები ძალიან ვუყვარვართ “ და მისთანანი. თუკი ამ მითებს არ დაივიწყებ, ძალიან დაგწყდება გული, როდესაც საკუთარი თვალით ნახავ თუ რაოდენ დიდი ”სიყვარული” აქვთ ჩვენ მიმართ და იმასაც ადვილად მიხვდები, ღირს თუ არა მათთან კეთილმეზობლობაზე ფიქრი და ოცნება.