18:38 | 28 ნოემბერი, 2013
საოცნებო დერბითბილისური დერბის გარდა, ჯერჯერობით საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ისტორიის მანძილზე, სხვა რომელიმე ქართული ქალაქის დერბი არასოდეს გამართულა. ეს უმაღლეს ლიგაში, თორემ, ქვედა ლიგებში კი იქნებოდა ბათუმური ან ქუთაისური პატარა ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდების თამაშები. არადა, რამდენიმე წლის წინ, ზუგდიდური კლუბები: ”ბაია” და “მგლები” რომ არ გაეერთიანებინათ, ჩვენ არც მეტი, არც ნაკლები, ზუგდიდური დერბის მომსწრენი გავხდებოიდით და მრავალი წარმოსახვითი ოცნებების აგებაც კი შეიძლებოდა ამ დერბიზე, საქართველო ცოტათი მაინც ეკონომიკურად წელში გამართული და სხვადასხვა ქალაქებში დიდი საგულშემატმივრო ტრადიციებით დატვირთული ქვეყანა რომ იყოს.
11:29 | 24 ნოემბერი, 2013
მუნდიალი უზლატანოდზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს! შვედეთის ნაკრები გავარდა! ჩვენ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხილვის საშუალება არ მოგვეცემა! არადა მუნდიალზე ისეთი გუნდები გადიან და ადრეც გადიოდნენ, რომ კაცმა არ იცის მათი ხილვა ვის რა ჯანდაბად და დოზანად უნდა...
12:04 | 21 ნოემბერი, 2013
შეხვედრა მისტერ ვუდთანმაშინ, როდესაც მთელი დედაქალაქი დასასვენებლად იყო გაკრეფილი, მე და მისტერ ვუდი მტვრიანი ქუჩის ბოლოს ერთ პატარა საჩაიეში ვისხედით და იმ დროს ვიხსენებდით, როდესაც ჯერ კიდევ ციცქნა ყმაწვილები ვიყავით და ჩვენი საერთო მთავარი ოცნება ჩვენი სახლებიდან სტადიონის გასახდელამდე გვირაბის გაყვანა იყო. ეს იდეა ვუდის სკოლაში გეომეტრიის გაკვეთილზე მოუვიდა, ფურცელზე დაწერა და გადმომაწოდა. იმხანად ჩვენი პატარა ქალაქის გუნდი კარგად თამაშობდა და სტადიონზე გამუდმებულად ანშლაგები იყო, სადაც შეღწევა გავლენიან ბიძაკაცებსაც კი უჭირდათ და სულ რაღაც თერთმეტიოდე წლის ყმაწვილებისათვის ბილეთის შოვნა ჭეშმარიტად დიდი ოცნება და ფუფუნება იყო. ჰოდა ამ ოცნებებსა და მატჩებზე შესვლაზე გეგმების დაწყობის დროს გამიმხილა ვუდმა თავისი აღმოჩენა გვირაბთან დაკავშირებით.
12:24 | 17 ნოემბერი, 2013
ქომაგობარა მოხდებოდა ფეხბურთი რომ არ გამოეგონათ? არაფერი აპოკალიფტიკური... იქნებოდა სპორტის რომელიმე სხვა სახეობა, რომელსაც მსოფლიოში ნომერ პირველ სახეობად შერაცხდნენ და იმ შემთხვევაში ლეო მესი ალბათ კარგი მარათონელი იქნებოდა. რა მოხდებოდა, ბრაზილია ბრაზილია რომ არ ყოფილიყო? არც ამით დაიქცეოდა ქვეყანა. ბრაზილიის ადგილზე იქნებოდა სხვა ქვეყანა, სხვა სახელწოდებით და სხვა ისტორიით, მაგრამ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის სხვა ხალხიც ისევე შეიყვარებდა ფეხბურთს, როგორც ნებისმიერი სხვა ლათინოამერიკელი ხალხი.
14:44 | 14 ნოემბერი, 2013
ჩემი ნიგერიათუკი უცნაური ამბავი მოხდა და სადმე ჩვენს ქვეყანაში ნიგერიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარს გადააწყდებით, იქავ ახსენეთ ჩემი სახელი და მსწრაფლივ მანდ გავჩნდები, რამეთუ ჭეშმარიტად მჯერა, რომ თუკი კაცს ნიგერიის ნაკრები უყვარს, მას ნაღდი ფეხბურთიცა ჰყვარებია და ნაღდი კაციც ისა ყოფილა. აგერ უკვე რამდენი ხანია თვალმოუშორებლად ვაკვირდებით აფრიკულ საფეხბურთო ოღრო-ჩოღრო პროგრესს და კვლავ პასუხგაუცემელი რჩება მარადიული კითხვა: ოდესმე დასტაბილურდებიან აფრიკული გუნდები? არადა, აფრიკელების სწორედ ასეთი წარმოუდგენელი თავისუფლება, ცოტა თავქარიანობა და პრაგმატიზმის სრული იგნორირება მომწონს. შეიძლება აქვე ვთქვათ, რომ ვისურვებდით ბევრი საჭირო თვისებები შავი კონტინენტის ბიჭებსაც ჰქონოდათ, მაგრამ როგორც ბათუმური ხინკალი ვერ ამაღლდება ხევსურეთამდე და როგორც თბილისში გაკეთებული აჭარული ხაჭაპური ვერასოდეს აჯობებს ბათუმურისას - ისე აფრიკელი ქურციკივით ბიჭები ვერ შეეგუებიან ათასგვარი ნახაზებით გადაძეძგილ სტრატეგიებსა და ტაქტიკებს.
14:39 | 10 ნოემბერი, 2013
ყარაჩოღლურ თარგზედ ნათქვამიმინამ გულში ეს ოხერი დარდი ჩაინავლებოდეს და ვარამ-ბალღამიც ყელსა სწვამს, მოდით ჩვენი “მილანის” გულ-ბოყდამწველი წარსული კიდევ ერთხელ მოვიგონიოთ ძმანო და კიდევ ერთხელა ვთქოთ რომა, მხოლოდ შავ-წითელი პერანგი ვერ იზამს დიდ-დიდ ამბებსა. მოდით ძმანო, გაიზიარეთ ჩვენი კაეშანი და ჩვენი ტკივილი რომელიცა რომა, ამ ჩვენმა ბედდამწვარმა “მილანმა” კიდევ ერთხელ მოგვაყენა და ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ გაგვიფუჭებს სიყრმესა და ყმაწვილკაცობას. სადა ხარ ჩემო პავლიკა ჩეზარიჩო, სამი ნომერი რომ გეხატა ზურგზე და შენი დანახვისას ტალიკ-ტალიკ თავდამსხმელებსაც კი მუხლები რომ უკანკალებდათ. მოდი, აიღე ხელში ეს ფიალა ჩეზარიჩო და რაიმე გვითხარ ისეთი, გულზე რომ მოგვეფონოს და კატალონიელთაგან მიყენებული ჭრილობა დაგვიამოს. შენ სადა ხარ ჩემო დეიან, “მილანის” ოდინდელო სულო და გულო, ბალკანეთის მადლიანი მიწის შვილო და ომში გაზრდილო ძმაბიჭო... ნამეტანავად გვაკლიხარ ძმაო დეიან და რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად ვიხსენებთ შენს ჯიგარსა და მონდომებას.
10:42 | 07 ნოემბერი, 2013
მიდით ბიჭებო, მიაწექით!თუკი პსჟ-სა და “მონაკოს” ქომაგების ერთ ნაწილს (და არა ყველას) არ ჩავთვლით, საფრანგეთში თითქმის არავის უხარია გალიის უპირველეს საფეხბურთო ჩემპიონატში ბოლო დროს დიდი ფულის გამოჩენა. უფრო მეტიც, საფრანგეთში უამრავი ადამიანი აპროტესტებს ნავთობითა და გაზით გადაღებული აზიელი თუ რუსი მილიარდელების ფეხბურთში ხელის ფათურს და იმ დროს მისტირიან, როდესაც საფრანგეთის პირველი დივიზიონი მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და შეუცნობელი ჩემპიონატი იყო.
12:06 | 03 ნოემბერი, 2013
ორი ბილეთისაშინელი ქარი იყო და ზღვის ტალღებიც ისეთი გრუხუნით ეხეთქებოდნენ ნაპირს, ასეთ ხმაურსა და სიცივეში მხოლოდ გამომთვრალი ვანია თუ შეძლებდა დაძინებას. ბოლო ერთი თვე სულ ასე იყო, გავიდოდა სოჭის პორტში, დილიდან-საღამომდე ათრევდა ურიკებს და აღებული ფულით საღამოს საშინლად თვრებოდა. სხვა რა უნდა ექნა მეტი? სახლი იმას არ ჰქონდა და ცოლ-შვილი არ აწუხებდა. ვანიას ერთადერთი რაც მუდმივად აწუხებდა, ეს იყო დიდი და მუდმივი დარდი, რომელიც გულსა და ჯიგარს უთუთქავდა მაშინაც კი, როცა მთვრალი იყო და დაძინებას აპირებდა.
10:40 | 31 ოქტომბერი, 2013
დიეგო – თაობის კერპი!გუშინ დიეგო მარადონა 53 წლის გახდა. თუკი განგებამ ინება, როცა იქნება ალბათ 80 წლისაც მოიყრება და უფრო მეტისაც. ალბათ ჩამობერდება, ცხოვრებისაგან დაიღლება, შეიძლება ტირილსაც უფრო მოუხშიროს (ტრემლებს ახლაც ხშირად აღვარღვარებს ხოლმე) და ისიც შეიძლება, რომ თავის წარსულზე თვითონვე თქვას უარი. მაგრამ ჩვენთვის, ვისაც მინდორზე ყოვლისშემძლე დიეგო გვახსოვს - მაინც ის ჭაბუკი მარადონა იქნება, სასწაულებს რომ სჩადიოდა და ხმის ჩახლეჩვამდე რომ გვაძახებინებდა - მა-რა-დონა-ნაააააა!
14:32 | 27 ოქტომბერი, 2013
სტამბოლის ბაზარში“აბა ფეხბურთელები, კარგი ფეხბურთელები, სულ ნარჩევები, სულ ახალგაზრდები, სწრაფები, ტექნიკურები, ჯანიანები...” – ყვირის სტამბოლის ბაზარში რბილ ბალიშებზე ნახევრად მიწოლილი ონსურ ბეი და თან შარბათს უწრუპუნებს კარგი რქაწითელივით თვალების ნებიერად წკურვით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ დილაა, სტამბოლის ბაზარში უკვე ბევრი ხალხი ირევა და ყველა თავისი საფიქრალით მიდი-მოდის მტვრიან დახლებს შორის. მყიდველთა უმეტესობა სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებიდან წარმოგზავნილი ემისრები არიან, რომლებიც თავიანთი უფროსობის მიერ ჩამოწიკწიკებულ უსტარებს დააფრიალებენ. ზოგი განაპირა მცველს ეძებს, ზოგს მეკარის ყიდვა სურს და ზოგის საერთოდ მწვრთნელი სჭირდება, მაგრამ ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც თავდამსხმელებზეა. კარგი თავდამსხმელები წინა დღეების ბაზრობებზე უკვე დაიტაცეს არაბმა შეიხებმა და რუსმა ოლიგარქებმა. ზანტი და ღიპიანი კავკასიელები კი კიევის მთავარმა წაასხა.
11:34 | 24 ოქტომბერი, 2013
კაცი, რომელმაც “იუვენტუსი” დააჩოქაჩვენი საუკუნე ისე დაიწყო და ისე მიგრიხინებდა ცამეტი წელიწადი, რომ ამ პერიოდის მანძილზე ფლორენციის “ფიორენტინას” “იუვენტუსთან” საშინაო თამაშში ჯერ მოგება არ ჰქონდა. ტოსკანური გუნდის ბედოვლათობისა და უიღბლობის ამბავი რომ ვიცი, ალბათ კარგა ხანი იქნებოდ ასე, მხსნელად, იმედად და ნათელშუქად ჯუზეპე როსი რომ არ გამოსჩენოდათ. ალბათ დიად ვერგილიუსსაც კი გაუჭირდება საქებარი სიტყვების კარგად და ლამაზად შეკრება, თუკი ამ კაცს მოესწრებოდა და გაიხსენებდა.