16:56 | 16 მაისი, 2013
იცინიან ვარსკვლავებიჩვენი საიტი საქართველოს გარდა უცხოეთშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამის მომსწრე თავადაც არაერთხელ ვყოფილვარ, მეტიც, საზღვარგარეთ მივლინებებში ყოფნისას worldsport ჩემი პატარა კომპიუტერის მუდმივად ჩართული ფანჯარაა და რაკიღა ვებგვერდის უფროსობამ ჩემი საკუთარი ბლოგი გამიხსნა, გადავწყვიტე ისეთი სტატიები დავწერო, მკითხველს აქაც რომ გაახალისებს და ცხრა მთას იქითაც, დანიაში თუ უკრაინაშიც.
10:56 | 16 მაისი, 2013
“ბორუსიას” ქომაგობის საიდუმლოგერმანული ფეხბურთის გულშემატკივრები წელს განსაკუთრებულად გახარებულები არიან. მათ რასაკვირველია სიხარულის მიზეზიც აქვთ და მეტიც – გერმანული ფეხბურთის ქომაგებს შეუძლიათ მინიმუმ ერთი წელი წელში გამართულებმა იარონ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთბაშად ორი ერთი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდის გასვლა უბრალო ამბავი ნამდვილად არაა და “ბუნდესქვეყნელთა” წარმატების დაჩრდილვას ვინც ეცდება, დიდი შანსია, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდეს...
11:23 | 12 მაისი, 2013
დიდი მადლობა სერ ალექს!რთულია, სიტყვებს ერთად მოუყარო თავი, როდესაც შენი ბავშვობის კუმირი და ჭეშმარიტი ლეგენდა მიდის. ძნელია, ყველაფერი ზუსტად გადმოსცე, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონზე საუბრობ. ალბათ, არც ისაა ადვილი, შეეგუო, რომ მომავალ შემოდგომაზე დაიწყება პრემიერლიგის ახალი სეზონი და სამწვრთნელო სკამზე წითურ შოტლანდიელს ვეღარ ვნახავთ. სერ ალექსი ხომ რიგითი მწვრთნელი არასოდეს ყოფილა. “ფერგიმ” საკუთარი ეპოქა შექმნა. ეპოქა დიდი გამარჯვებებისა და ფიქრისა; ეპოქა, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება!
13:26 | 10 მაისი, 2013
კარიერა ფრაზებში: ილია დათუნაშვილი1964 წელს თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდი პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: დამატებით თამაშში, ტაშკენტში, 18 ნოემბერს მოსკოვის „ტორპედო“ 4:1 დაამარცხა. ის შეხვედრა გულშემატკივრებმა „ოქროს მატჩად“ მონათლეს, 1964 წლის „დინამო“ - „ოქროს გუნდად“, ფეხბურთელები კი „ოქროს ბიჭებად“.
13:23 | 09 მაისი, 2013
“პენსიონერ ფანთა კლუბი”ეს კლუბი ერთი შეხედვით თავიდანვე პალანიკის “მებრძოლთა კლუბს” მოგაგონებდათ, რადგან ჭეშმარიტად სექტანტური განწყობები სუფევდა და ხალხიც ერთობ გადარეული და მრავალდაღდასმული იყო. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებოდით, მიხდებოდით, რომ “პენსიონერ ფანთა კლუბი” სხვა არაფერი იყო თუ არა ადგილი, სადაც სისხლისა და ემოციებისგან დაცლილი ადამიანები დარდით იხსენებდნენ ახალგაზრდობას.
12:41 | 09 მაისი, 2013
ალექსანდრე იაშვილი - თბილისის „დინამოს“ დებიუტანტი„ქართული ფეხბურთი“, 1-15 მარტი, 1994 წელი დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი - ალექსანდრე იაშვილი. იგი დაიბადა 1977 წლის 23 ოქტომბერს. ეროვნულ ჩემპიონატში ჩაატარა 11 შეხვედრა (აქედან 4 ძირითად შემადგენლობაში) და 10 გოლი გაიტანა. ბოლო დროს მის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით და მას ფეხბურთის სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
10:37 | 06 მაისი, 2013
ინფარქტიუცებ ჩამობნელდა. ამას თითქოს ველოდი კიდეც და არ გამკვირვებია. მაგრამ გრძელ და უცნაურ გვირაბში რომ დავიწყე ქროლვა, მერეღა მივხვდი, რომ ჩემი საქმე იმაზე უფრო ცუდად იყო, ვიდრე მეგონა. ღმერთია მოწამე, იმ დღეს განსაკუთრებული არაფერი მქონდა დაგეგმილი და ჩაფიქრებული. ყველაფერი თითქოს თავისით და თითქოს ერთ წამში მოხდა.
09:45 | 03 მაისი, 2013
კარიერა ფრაზებში: მურთაზ ხურცილავასაბჭოთა კავშირის ნაკრების ისტორიაში მხოლოდ ორმა ქართველმა მოირგო კაპიტნის სამკლაური. პირველი, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად, მურთაზ ხურცილავა იყო. ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სხვა მხრივაც გამორჩეულია: ერთადერთია ქართველთაგან, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების და ოლიმპიური თამაშების მედლებს რომ ფლობს: 1966 წელს, ინგლისში გამართულ უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ბრინჯაოთი დაიმშვენა მკერდი, 1972 წელს კი ჯერ ევროპირველობის, შემდეგ კი ოლიმპიური თამაშების ვერცხლს დაეუფლა.
11:03 | 02 მაისი, 2013
ალესანდრო დელ პიერო - „იუვენტუსის“ მომავალი ვარსკვლავი„სარბიელი“, 24 თებერვალი, 1995 წელი „არ მესმის, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის შეგირდობა სამარცხვინო რად არის. მე დრო მჭირდება. ვნახოთ, ერთი წელი მეყოფა, ორი თუ ხუთი. ხუთიც რომ იყოს, არაფერია. მთავარია, დაუზარლად ვიშრომო, ხოლო რამდენად შორს წავალ, გამოჩნდება“ - თქვა ალესანდრო დელ პიერომ, რომელსაც ხშირად ბაჯოს, როსის და პლატინის ადარებენ.
11:02 | 02 მაისი, 2013
გულდარდიანი მამა- დილა მშვიდობისა მუსიე ჟაკ. რაღაც ვერ ხართ გუნებაზე. თქვენი შვილი - ალანი, კვლავ მოგზაურობაში რომ არ გაემგზავრა თქვენს დაუკითხავად? - არა, ამჯერად ჩემმა მეორე შვილმა – ლილიანმა გამანაწყენა. როგორ ჩანს, თქვენ ალბათ არ იცით, რომ ჩემმა ლილიანმა უეფაში დაიწყო მუშაობა...
11:20 | 29 აპრილი, 2013
ცრემლი და სიხარულილადო ასათიანი ცოცხალი რომ იყოს, რატომღაც მგონია, რომ აუცილებლად დაწერდა ლექსს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში ჯერ “ბარსელონას”, შემდეგ კი “რეალის” მარცხზე. ესპანური ფეხბურთის ფანებს ახლა პოეზიისთვის ნაკლებად სცხელათ, მაგრამ სრულიად პირენეს ლევანდოვსკის ლანდი ისე აჩრდილივით ადგას თავზე, გინდა თუ არ გინდა, ცოტა პოეტურ ხასიათზე მაინც დადგები.