ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

10:57 | 11 მაისი, 2014

მარტინ პალერმო და სხვები

არგენტინელი მარტინ პალერმო ფეხბურთელობისას ისეთი გიჟი და შერეკილი ვინმე იყო, აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ მისგან კარგი და ჭკუადამჯდარი მწვრთნელი დადგებოდა? ამიტომაც, არასოდეს უნდა ვენდოთ მხოლოდ ადამიანის ერთ მხარეს და თავიდანვე არ უნდა დავუსვათ კაცს “დიაგნოზი” – ამისგან არაფერი გამოვაო.

ლევან სეფისკვერაძე

19:37 | 08 მაისი, 2014

მაგარმუშტიანი ბიჭების უცნაური მეტსახელები

მეტსახელები პროფესიონალური კრივის მუდმივი და განუყოფელი ატრიბუტია. ხშირია მოკრივეთა ხასიათის ამ თუ იმ შტრიხის ამსახველი მოკლე სიტყვა თუ გრძელი წინადადება. მათგან ზოგი სახუმაროა, ზოგიც მუქარის გამომხატველი. მეტსახელის ავტორი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს. ტელეკომენტატორი, სარეკლამო აგენტი, მწვრთნელი, მეტოქე, თქვენ წარმოიდგინეთ მშობელიც კი. როგორადაც არ უნდა შეიცვალოს მსოფლიო რეიტინგში მოკრივის მდგომარეობა, რა სიმაღლეზეც არ უნდა ავიდეს იგი, შერქმეული სახელი მუდამ რჩება. ხშირად კრივის ისტორია ამა თუ იმ მებრძოლს მხოლოდ მეტსახელით ინახავს.

ლევან სეფისკვერაძე

10:26 | 04 მაისი, 2014

მუნდიალისწინა ვარაუდები

რა მოხდება წლევანდელ მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრები რომ მსოფლიოს ჩემპიონი მეექვსედ გახდეს? არცთუ რთული წარმოსადგენია რაც მოხდება. იქნება ბევრი სიმღერა, უფრო მეტი სიხარული და განუზომელი ბედნიერება მთელს ბრაზილიაში. მაგრამ, აი ის კი რთულად წარმოსადგენია მაშინ რა მოხდება, ბრაზილის ნაკრები ბრაზილიაში მეორედ რომ ვერ გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი. ამაზე ფიქრსაც კი ძალიან ღრმა ჩიხში შევყავარ. თან მით უმეტეს, ჩვენ უკვე ვიცით რაც მოჰყვა ბრაზილიის ვერგაჩემპიონებას 1950 წლის მუნდიალზე – დიდი არეულობა, ეკონომიკური კრიზისი და ბრაზილიელი ხალხის დიდი, უზარმაზარი შოკი.

ლევან სეფისკვერაძე

10:01 | 01 მაისი, 2014

ფეხბურთელები და მოტრფიალე ქალები

ფეხბურთელებზე შეყვარებულ გოგონათა მთელი თაობები ახსოვს საფეხბურთო სამყაროს. ვინ არ ყვარებიათ და როგორი სიფათის მქონე ჯეელებისათვის ჩახუტებაზე არ უოცნებიათ დედამიწის ოთხივ კუთხივ - ტიჯანი ბაბანგიდადან დაწყებული და რევაზ ჩელებაძით დამთავრებული. თუმცა, ქალთა თაობებს თავიანთი გამორჩეული კერპებიც ჰყოლიათ და დღესაც ჰყავთ. მაგალითად ისეთები როგორიც პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, გაბრიელ ბატისტუტა და კრიშტიანუ რონალდუ არიან. განგებამ უწყის, რამდენი ცრემლი დაღვრილა და რამდენი ნაღვლიანი ღამე გათენებულა საყვარელ ფეხბურთელებზე ფიქრში...

ლევან სეფისკვერაძე

16:35 | 27 აპრილი, 2014

მატჩი, რომელიც არასოდეს გამართულა

მატჩი, რომელიც არასოდეს გამართულა, თბილისის დროით 21 საათზე, პირთამდე გადატენილ ოჩამჩირის სტადიონზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე წვიმდა, საღამოს მინდორზე სისველის ნასახიც არსად იყო და სტადიონის დირექტორი, დავით გამბა სიამაყით ამბობდა, ბალახის ასე მალე აშრობა ჩვენს მიერ ამერიკაში შეძენილი ახალი საშრობი დანადგარის დამსახურებააო. ტრიბუნაზე მსხდომი 52 ათასი კაციდან, უმეტესობა რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს ქომაგობდა და ამას მათი თეთრ-წითელი მაისურების ფერებიც მოწმობდა, თუმცა სტუმრად ჩამოსულ ნიდერლანდელებსაც ათასამდე ქომაგი ჩამოჰყოლოდათ და ეს უკანასკნელნი ხმის ჩახლეჩვამდე ცდილობდნენ მასპინძელთა ყვირილისა და სიმღერის გადაფარვას, მაგრამ ეს არც ისე ადვილი საქმე იყო.

ლევან სეფისკვერაძე

18:47 | 21 აპრილი, 2014

კოლუმბიელი “გაბო”

რამდენიმე დღის წინ, დიდი კოლუმბიელი მწერალი, გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა. მარკესი, ეს იყო არამხოლოდ კოლუმბიის, არამედ სრულიად ლათინური ამერიკის უკვდავი სული, რომელიც აცოცხლებდა ამ საოცარი კონტინენტის ლიტერატურულ ცხოვრებას და რომელიც იყო ჭეშმარიტი წინამძღოლი ესპანურენოვანი ლიტერატურისა. ასეთი ხალხი როდესაც კვდება, ყველაზე მეტად ისაა გულდასაწყვეტი, რომ მათი ტოლ-სწორნი არ ჩანან (თუმცა ბევრი კარგი ლათინოამერიკელი მწერლები ვიცით) და როგორც ჩვენ ველოდებოდით (ალბათ ახლაც ველით) ახალი ვაჟას დაბადებას, ალბათ ისე დაელოდებიან ოკეანისგაღმელნიც ახალი გაბრიელ მარკესის - იგივე “გაბოს” (როგორც მას კოლუმბიაში ეძახდნენ) დაბადებას.

ლევან სეფისკვერაძე

10:53 | 17 აპრილი, 2014

ჯიგრები და უჯიგროები

ახლა ძმანო მე მგონი ის დროა რომა, ყველამ გაბზარულ ზურნას ჩავბეროთ და დარდიან ჰანგზედ ამოვიკვნესოთ ის კაეშანნარევი ფიქრები, რომლებიც აგრერიგ გვეხვევიან თავსა და გვიმწარებენ ცხოვრებას. რა, არ იქნება ეს ოხერი დარდი, როცა უეფას მითითებაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენს ფეხბურთში არსებული მანკიერებები აღმოვაჩინოთ?! უეფას ნათქვამი რა ოხრად გვინდა, როცა ყველანი ვხედავთ სადაცა ვართ და როგორცა ვართ. ვხედავვთ მაგრამ ვზივართ ეგრე გაბოტილად და ხმას კი არ ვიღებთ. ჩვენა გენცვათ ქართველები ვართ! ჰოდა ქართველები რაკიღა ვართ, ჯიგარიც სხვანაირადა გვაქვს მოწყობილი და მანკიერების მხილებას ჩვენში “ჩაშვებას” ეძახიან, კორუმპირებულ კაცს კიდევ “კაი მეოჯახესა” და “კარგ პურიმჭამელს”. ჰოდა ვართ ასე, ვიცით რაც ხდება ჩვენს ფეხბურთში, ბარე ორი ვინმე რომ საერთოდ მოსაკვეთია ფეხბურთიდან – ესეც ვიცით, მაგრამ აბა ხომ არ “ჩავუშვებთ?!” ჩვენ ხომ სხვა ხალხი ვართ!...

ლევან სეფისკვერაძე

15:42 | 13 აპრილი, 2014

პაპაჩემი და მარადონა

ამჯერად პაპაჩემზე მინდა გიამბოთ – ერთ თბილისელ კაცზე, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდა ფეხბურთი, ლუდი და მარადონა. უფრო ზუსტად, ჯერ პელე უყვარდა, მაგრამ როცა მარადონა გამოჩნდა და მარადონას თამაში ნახა, პაპაჩემმა პელეს გვარიანად შეუკურთხა და მარადონა აღიარა უპირველესად. ეს მის თაობაში დიდი ამბის გამომწვევი იყო და მისი თაობის ქომაგები ხშირად სდებდნენ ხოლმე ბრალს “პელეს ღალატში”, რადგან პელე მათი დროის უპირველესი ფეხბურთელი იყო და პელეს მარაოდნაში გაცვლა სკანდალურ ამბად ითვლებოდა.

ლევან სეფისკვერაძე

11:19 | 10 აპრილი, 2014

პრობლემები აზროვნებაში და პრობლემები ინფრასტრუქტურაში

პროექტი, რომელიც ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების ინტეგრაციაში გამოიხატება  და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას გულისხმობს, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ხორციელდება.თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ყველაფერი მხოლოდ სპორტის გაკვეთილების რაოდენობის გაზრდით ვერ გადაწყდება, საკითხი იმაზე ბევრად უფრო სიღრმისეულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ლევან სეფისკვერაძე

10:37 | 06 აპრილი, 2014

დაჯარიმებული “ბარსელონას” ნაკვალევზე

სკანდალი თუ გინდა ესაა – კატალონიის “ბარსელონას” 2 წლის მანძილზე ტრანსფერების განხორციელება აუკრძალეს და გვარიანი ფულადი ჯარიმაც დააკისრეს. ”ბარსელონა” რა თქმა უნდა, უბედური ქართული საფეხბურთო კლუბი არაა, აღნიშნული ჯარიმის გადახდას რომ შეეწიროს და ალბათ არც ორწლიანი უტრანსფერობა დააქცევს, მაგრამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან კატალონიური კლუბის დაჯარიმება პირველ ყოვლისა იყო იმის დასტური, რომ ფეხბურთში მანკიერებების არსებობა პირინეაზეც აღიარეს და ეს მხოლოდ იტალიის ფეხბურთის ბოსების ახირება არ იყო – როგორც ზოგიერთი ფიქრობდა.

ლევან სეფისკვერაძე

18:06 | 03 აპრილი, 2014

შიში და არცოდნა

ჩვენი თაობა გაიზარდა იმ დროსა და ისეთი ვითარებაში, როდესაც უფროსმა თაობამ, სიახლეები უბრალოდ არ იცოდა როგორ დაენერგა, მომდევნო თაობას კი სიახლეების ნამეტანი ეშინოდა. ამის შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ არცოდნა და მომავლის (პროგრესის) შიშები ქართული რეალობის განუყოფელ ნაწილად რჩება და ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში ქართულ სპორტზეც აისახება ხოლმე.

<< პირველი<< წინა4344454647484950515253შემდეგი >>
0.351241