18:06 | 03 აპრილი, 2014
შიში და არცოდნაჩვენი თაობა გაიზარდა იმ დროსა და ისეთი ვითარებაში, როდესაც უფროსმა თაობამ, სიახლეები უბრალოდ არ იცოდა როგორ დაენერგა, მომდევნო თაობას კი სიახლეების ნამეტანი ეშინოდა. ამის შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ არცოდნა და მომავლის (პროგრესის) შიშები ქართული რეალობის განუყოფელ ნაწილად რჩება და ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში ქართულ სპორტზეც აისახება ხოლმე.
13:02 | 30 მარტი, 2014
ფეხბურთის ქომაგთა კატეგორიებიძალიან ცდებით თუ გგონათ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი მუღამითა და გაცისკროვნებით უყურებს ფეხბურთს. ფეხბურთის მოყვარულები ერთმანეთისგან ძალიან გასხვავებული ხალხია და თუკი მათ ბუნებასა და ინტერესებს ჩავწვდებით, ერთობ ეკლექტური სურათი წარმოგვიდგება თვალწინ.
10:39 | 27 მარტი, 2014
კიდევ ერთხელ ბავშვთა სპორტზე...ქართული სპორტის მატეანეს თუ გადავხედავთ, არაერთ შემთხვევას გადავაწყდებით, როდესაც დიდი წარმატებებისათვის უმრწმესი ასაკის სპორტსმენებს – ხშირ შემთხვევაში სკოლის მოსწავლეებს მიუღწევიათ. სპორტული განათლების სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი კონკრეტულ საჯარო სკოლებში სპორტული განათლების მაღალი ხარისხი იყო, რადგან ახალგაზრდა სპორტსმენებმა საბაზისო სპორტული განათლება სწორედ სკოლაში უნდა მიიღონ. დღეს, სპორტის სწავლების კუთხით, სათანადო დონეზე მდგომი სკოლების რიცხვი საქართველოში სამწუხაროდ ძალიან მცირეა. მსოფლიო გამოცდილება და მაგალითები კი გვაჩვენებს, რომ მოზარდისათვის სპორტის გაკვეთილებს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
10:19 | 23 მარტი, 2014
ბლიც-ინტერვიუ ვიტიასთან- რა გქვია? - ვიტია ბეზრუკოვი. - სად ცხოვრობ? - სიმფეროპოლში.
14:29 | 20 მარტი, 2014
ბიჭი პალერმოდანიტალია, პალერმო, 1992 წელი. სამი წლის შავკანიანი ბიჭუნა, ემიგრანტთა თავშესაფარში საწოლზე ზის და ტირის... პატარა მარიო ბარვუაე მშობლებმა მიატოვეს... მასზე დედ–მამამ უარი ოფიციალურად განაცადა. მარიო გაშვილების პროგრამაში ჩასვეს. ის ახალი მშობლების მოლოდინშია, მაგრამ ისინი არა და არ ჩანან, თუმცა, ზოგჯერ ოცნებებიც ხდება... იღება ოთახის კარი და ჭარმაგი სიცილიელი ცოლ–ქმარი, სერჯიო და რობერტა ბალოტელებს, შავტუხა ბიჭუნა ღიმილით აყავთ ხელში. რობერტა სიხარულის ცრემლებს ვერ მალავს. მათ უკვე საკუთარი შვილი ყავთ - პატარა მარიო ბალოტელი! მარიო ბალოტელი განაში 1990 წელს დაიბადა, თუმცა, ყოველთვის ამბობს, რომ იგი იტალიელია და განასთან დღეს არაფერი აკავშირებს. როდესაც ბალოტელი პალერმოს ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მიაბარეს, ცინიკოსი ბავშვებისაგან ბევრი დამცირებისა და დაცინვის ატანა მოუხდა.
13:32 | 16 მარტი, 2014
გიორგის დარდებიგიორგი 28 წლის კაცია. თავის დროზე ფეხბურთელი იყო და საკმაოდ წარმატებულად თამაშობდა უმაღლესი ლიგის ორ გუნდში. თუკი ოფიციალურ სტატისტიკას მივადევნებთ თვალს, ვნახავთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 19 თამაშში ამ ბიჭს (რომელიც ფეხბურთელობისას ნახევარმცველი ყოფილა) 6 გოლი გაუტანია, რაც ახალგაზრდა ნახევარმცველისათვის მშვენიერი შედეგია. თუმცა, ფეხბურთელებისათვის უმთავრესი დაავადება, მუხლის მენისკი გაუხდა სამკურნალო. მკურნალობამ ცუდად ჩაიარა. ექიმების არაპროფესიონალიზმს გიორგის უფულობაც დაემატა თან და მოხდა ისე, როგორც მოხდა. გიორგი დღეს თბილისის ერთ–ერთ სკოლაში სპორტის მასწავლებელია და ხელფასის სახით თვეში დაახლოებით 400 ლარს იღებს, არც ბუნებრივია არ ყოფნის, თუმცა რაკი ცოლ–შვილი ჯერჯერობით არ ჰყავს, თავის გატანას მაინც ახერხებს.
14:36 | 13 მარტი, 2014
ძალადობის გამართლება ფეხბურთის სახელითქუთაისში ჩხუბი იყო, უფრო ზუსტად - ცემა-ტყეპა, რადგან ჩემს თაობას ჩხუბი ცოტა სხვანაირად ესმის. ამის მერე იყო მსჯელობები, განხილვები, ამბის წაღმა-უკუღმა გარჩევა. სხვადასხვა ტელეარხებზე დასხდნენ სხვადასხვა ზომა-წონის “საფეხბურთო ექსპერტები” და ერთხმად მოჰყვნენ გულში მჯიღის ცემას და ოხვრა-კვნესას, რაც აქამდე არაერთხელ გვინახავს და ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოს და ალბათ კიდევ არაერთხელ ვნახავთ.
14:13 | 09 მარტი, 2014
7 რჩევა მუნდიალზე წასვლის მსურველებსთუკი ფეხბურთის ქომაგი ხარ, სვე-ბედს არ ემდური და საბანკო ანგარიშზეც ბლომად ფული გიჩხრიალებს, განა სისულელე არ იქნება, ამ ზაფხულს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი რომ გამოტოვო?! განა მერე სანანებლად არ გაგიხდება, ასეთ განუზომელ სიამეზე უარის თქმა? ჰოდა, თუკი უკვე საამზაფხულოდ ემზადები და ბარგის შეკვრასაც საცაა დაიწყებ, ალბათ უპრიანი იქნება, წინასწარ გაითვალისწინო რა შეიძლება მოხდეს ბრაზილიაში და როგორ ამბებსა და ხალხს შეიძლება გადაეყაროს იბერთა მიწიდან ბრაზილიაში ჩასული ადამიანი.
15:00 | 02 მარტი, 2014
კიდევ ერთხელ უჟმურ ჟოზეზე...ისევ ჟოზე, ისევ ინგლისში, ისევ დაბოღმილი სახით და ისევ ჩემპიონობისათვის მებრძოლი... სამყაროში მრავალი რამ იცვლება – იცვლებიან ადამიანები, ქუჩები, იცვლებიან პოლიტიკური სისტემები და ბოლოს და ბოლოს, თაობები იცვლებიან, მაგრამ სეუ ჟოზე იგივეა მარად და მარად და მის შეჭმუხნულ შუბლსუკან მიმალულ ტვინში ძველებურად ფუთფუთებს მზაკვარული, ღვარძლიანი, აუტანელი, მაგრამ მთლიანობაში გენიალური აზრები. სწორედ ამიტომაც ჰყავს ამდენი მტერი!
16:16 | 27 თებერვალი, 2014
ლუკალუკამ რომ გაიღვიძა, მამამისი ისევ სამსახურში წასული დაუხვდა. ერთ კვირაზე მეტი იყო, ბავშვს მამა არ ენახა. სულ ასე ხდებოდა – მამა გვიანობამდე მუშაობდა და როდესაც ლუკა იღვიძებდა, მამა უკვე სამსახურში იყო. არადა, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მამისათვის ექსკურსიაზე წასასვლელი ფული უნდა ეთხოვა. დედას ფულს ვერ სთხოვდა და რომც ეთხოვა, იცოდა ვერ მისცემდა, რადგან დედა ყველა თეთრს გამოზოგილად ხარჯავდა. პურზე, საკვებზე, სკოლის წიგნებზე, ბებოს წამლებზე – დედას წინასწარ ჰქონდა ფული გადადებული და ლუკას ექსკურსიის თანხა უბრალოდ არ ექნებოდა გათვალისწინებული. მამა კი სხვა იყო. მამა სადმე იშოვნიდა ფეხბურთზე სიარულისთვის საჭირო 50 ლარს. ბოლოს და ბოლოს ვინმესგან ისესხებდა. ლუკამ იცოდა მამას ხელფასის აღებამდე კიდევ ორი კვირა იყო დარჩენილი, მაგრამ ექსკურსიაზე წასვლა ისე ძალიან უნდოდა, რომ მზად იყო დედის საყვედურებიც კი მოესმინა, როდესაც მამას ფულზე დაელაპარაკებოდა.
23:23 | 23 თებერვალი, 2014
პოლიციელის პატაკიმისტერ რიდ, წესისამებრ გაბარებთ პატაკს გუშინ, ქალაქის რუსულ უბანში ფრენსისის ქუჩაზე მომხდარ ხელჩართულ ჩხუბთან დაკავშირებით და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს შორის მომხდარი ამასწინდელი გაუგებრობა წარსულში დარჩება და ჩემს საგამოძიებო ნიჭს შემდეგში მაინც აღარ დააყენებთ ეჭვქვეშ. ფრენსისი ქუჩაზე მომხდარი ჩხუბი, მოგეხსენებათ, არც პირველი იყო და არც ბოლო იქნება ამ საძაგელ უბანში, სადაც რუსები გამუდმებით თვრებიან და ჩხუბი აქ ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ჩინელისათვის ხვლიკის ბარკლების მირთმევა, თუმცა გუშინდელი ჩხუბის მიზეზების დადგენა განსაკუთრებულად გაჭირდა, რადგან ცხადი იყო, რომ მასში გარეული მხოლოდ რუსები არ ყოფილან.