ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

21:45 | 25 მარტი, 2018

მუნდიალისწინა დიალოგი

- ვინმეს სჯერა, რომ რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატი ნორმალურად ჩაივლის?

ლევან სეფისკვერაძე

21:45 | 18 მარტი, 2018

სასწაული რომ მოხდეს და საქართველო  ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს...

ყაზახეთი, ლატვია, ანდორა - ამ ქვეყნების ნაკრებები იქნებიან წელს შემოდგომაზე ახლადშექმნილ უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ამის შემდეგ გაირკვევა შეგვიძლია თუ არა ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ მოცემული შანსის გამოყენება და ერთმანეთის დაჭმის, წივილ-კივილის, უსაგნო ლაყაფის გარდა საერთოდ თუ შეგვიძლია რამე...

ლევან სეფისკვერაძე

18:00 | 11 მარტი, 2018

ასტორის ტრაგიკული ისტორია

გასული კვირა ძალიან მძიმე იყო იტალიელი, განსაკუთრებით კი ფლორენციელი გულშემატკივრებისათვის. “ფიორენტინას“ კაპიტნის, დევიდე ასტორის გარდაცვალებამ შოკში ჩააგდო სრულიად იტალია და როგორც იცით, ასტორის ოჯახისა და “ფიორენტინასადმი“ სოლიდარობის გამოჩენის გამო, გასულ კვირას იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა მატჩი გადაიდო.

ლევან სეფისკვერაძე

10:55 | 04 მარტი, 2018

ბილეთების დარიგება - მოზარდების სპორტით დაინტერესების გზა

საქართველოში ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენელი ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ მათ ბავშვობაში დამკვიდრებული წესი, რაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სპორტული ღონისძიების ბილეთების დარიგებას გულისხმობდა - წმინდა საბჭოური მოვლენა გახლდათ და ეს “მანკიერება“ მხოლოდ საბჭოური იყო. რასაკვირველია არასწორია, როდესაც სპორტისადმი მწყრალად მყოფ ადამიანს ბილეთის შეძენას, ან თუნდაც ჩუქებას აძალებ, მაგრამ საბჭოთა კავშირშიც კი ეს წესი თუ ტრადიცია 80-იან წლებამდე ხშირ შემთხვევაში სრულიად ნებაყოფლობითი იყო და უფრო მეტიც - ბევრი დაწესებულება (მათ შორის სკოლებიც) აქეთ ითხოვდნენ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ბილეთებს. რთული სათქმელია ეს ყველაფერი რამდენად შეესაბამება ან არღვევს სასწავლო პროცესს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ იმ ავადსახსენებელ დროს, სპორტული კუთხით ახალგაზრდების ჩართულობა ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყო და სპორტის სხვადასხვა სახეობებზე დასწერებათა მაჩვენებელი დღევანდელს უბრალოდ ვერც კი შეედრება.

20:25 | 25 თებერვალი, 2018

ჰამბურგი - კომერცია სპორტის წინააღმდეგ

რთულია გერმანიაში ნახოთ ჰამბურგისთანა შეძლებული, მოვლილი, სწორად ურბანიზებული და საინტერესო ქალაქი. ჰამბურგი ოდიდგანვე სავაჭრო ერთობის დედაქალაქი იყო, ჰამბურგის პორტი დღესაც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში და ეს ცხადია ამ ქალაქის სიმდიდრესა და მხარგაძშლილობას უზრუნველყოფდა და დღესაც განაპირობებს.

ლევან სეფისკვერაძე

14:48 | 19 თებერვალი, 2018

ჯიჯი დაბერდა

ორი წლის წინ, ტურინის “იუვენტუსის“ ტიფოზთა საზოგადოებაში გავრისკე და ვთქვი, რომ ჯანლუიჯი ბუფონი დაბერდა და ახლა ის დროა, ტურინელები ახალ მეკარეს ეძებდნენ - მეთქი. აღარ აღგიწერთ ტიფოზთა გულისწყრომას ჩემი ასეთი “თავხედური გამოხტომის“ გამო. როგორც ჩანს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათი საყვარელი კუმირების დაბერებას და შესაბამისად შესაძლებლობების კლებას უბრალოდ გამორიცხავენ. ადამიანებს ხომ ხშირად ძალიან გვიჭირს სამწუხარო რეალობის აღიარება და გათავისება.

ლევან სეფისკვერაძე

15:52 | 11 თებერვალი, 2018

მოზარდების ინერტულობა - თავსატეხი მწვრთნელებისათვის

ხშირად, როგორც სპორტის პედაგოგებისთვის, ასევე მშობლებისთვის დიდი და რთული გამოწვევაა, როდესაც მოსწავლეს სპორტის სწავლებისადმი ინტერესი საერთოდ არ გააჩნია და ბავშვი ფიზიკური აქტივობის დროს ვერ კონცენტრირდება. ეს პირველყოვლისა მოზარდის ხასიათისა და ბუნების ნაწილი შეიძლება იყოს, მაგრამ რაკი სპორტი ჩვეულებრივი სასწავლო დისციპლინაა და იგი (გამონაკლისების გარდა) ძირითადად ფიზიკურ აქტივობებს გულისხმობს, მოსწავლისათვის სპორტით დაინტერესება მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმეა.

ლევან სეფისკვერაძე

12:45 | 04 თებერვალი, 2018

დიდი კაცი ძეგვიდან

თემურ ლენგის მორიგი შემოსევა. დიდი უბედურებაა ქართლის თავზე. გადაბუგული სოფლები და სახლები, გავერანებული ბაღები და ვენახები, ჩამკვდარი სიცოცხლე და სრული უიმედობა. მტერს გარიდებული საქართველოს მეფე ტყე-ტყე დადის და ნასოფლარების ხილვა მასა და მის მცირერიცხოვან ამალას ყველა მბჟუტავ იმედს უკლავს და უქარწყლებს. აი ერთ-ერთი სოფელი გამოჩნდა. იქაც იგივე სურათია. თათარ-მონღოლების მიერ დახოცილი ხალხი, მბოლავი სახლები, გავერანებული მიდამო და არც ერთი სულიერი თვალსაწიერში. მაგრამ აი ერთი სახლის წინ, 10-11 წლის ბიჭუნა ცოცხით ხელში დამდგარა და ეზის გვის. მეფეს სიხარულით თვალები უბრწყინდება, ცხენს აჩერებს და ხმამაღლა გახარებული ყვირის: “ნახეთ - ძე გვის! ძე გვის!“. - ესაა ძველი ლეგენდა, სოფელ ძეგვის სახელწოდებასთან დაკავშირებით რომელიც ქართლში დღესაც იციან და ალბათ დადგება დრო, როდესაც ამ სოფლის შესასვლელში ეზოს დაგვით გართული ბიჭუნას ძეგლი დაიდგმება.

ლევან სეფისკვერაძე

20:20 | 28 იანვარი, 2018

გიორგი ჯიქიას ტრაგედია ქართული შტრიხებით

რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ, საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაშის უარმყოფელი, მოსკოვის “სპარტაკის“ მცველი გიორგი ჯიქია, გასულ კვირას ჩინურ “შანხაისთან“ ამხანაგურ“ მატჩში მძიმედ დაშავდა, მყესები გაიწყვიტა და იტალიელი ექიმების დასკვნით, მინიმუმ 5-6 თვეს მწვანე მინდორზე ვერ გამოვა. ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჯიქია რუსეთში გასამართ საფეხბურთო მუნდიალში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რაც დამეთანხმებით ყველა ფეხბურთელისათვის დიდი ტრაგედია და უბედურებაა.

ლევან სეფისკვერაძე

20:00 | 21 იანვარი, 2018

უკვე მეორე “ზამთრის თასი“ არველაძეების, ქეცბაიას და ცხადაძის გარეშე...

ბოლო ორი წელია, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით თბილისის ახალ სპორტის სასახლეში შესანიშნავი ტურნირი - “ზამთრის თასი“ იმართება, სადაც ვეტერანი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული 6 ნაკრები ხვდება ერთმანეთს და გამორჩეულად სასიხარულოა, რომ ეს ორივე გათამაშება საქართველოს ვეტერანთა ნაკრების ღირსეული და ეჭვმიუტანელი გამარჯვებით დასრულდა.

ლევან სეფისკვერაძე

17:53 | 11 იანვარი, 2018

ბერლინის “დინამო“ - უცნაური, ჯიუტი, კომუნისტური...

თუკი ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილში სიმონ ბოლივარშტრასედან კონრად-ვაისშტრასეს დაადგებით, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში მოძველებული რუხი შენობა, რომელსაც აბრაზე წითლად “ბერლინერ დინამო“ აწერია და რომლის წინაც დღენიადაგ ჭრიალებს საღებავამძვრალი ჭიშკარი

<< პირველი<< წინა2021222324252627282930შემდეგი >>
0.427544