ჩოგბურთი

16:43 | 4.09.2018 | ნანახია 2795 - ჯერ

აქ არ არის მოხუცების ადგილი

როჯერ ფედერერმა წააგო. მილმანთან. ამერიკაში. არტურ ეშის კორტზე. მაგარ სიცხეში.

ხანდახან, ფედერერიც აგებს. ხანდახან, 37 წლის სპორტსმენი სიცხეში დგება და ვერ დარბის.

როჯერის წაგება არ გამიხარდა. ფედერერის წაგება ერთადერთ შემთხვევაში მესიამოვნებოდა - დელ პოტროსთან რომ წაეგო. ყველას გვყავს ფავორიტები. სხვა შემთხვევაში - არა. ფედერერი ჩოგბურთია.

ფედერერი ცუდ ფიზიკურ ფორმაშია. 37 წლის მოთამაშისთვის - ძალიან კარგ ფორმაში, მაგრამ ორკვირიანი დისტანციის გასავლელად - ცუდში.

მილმანი ჩვეულებრივი, კარგი, სწრაფი ბიჭია. რომელიც თითქმის ყველაფერს აბრუნებდა და მეორე სეტის მეცხრე გეიმიდან მოუმატა. ფედერერი დადგა. ვერ მიდიოდა ბურთზე, ვერ ასწრებდა მარჯვნიდან დასარტყმელად პოზიციის დაკავებას.

ბოლო ორ სეზონში ფედერერს ხშირად ჰქონდა ჩავარდნები, მაგრამ კლასით ეს შეცდომები იფარებოდა. ბოლო ორ სეზონში ფედერერი საკუთარ სხეულს ზოგავდა და ბევრ ტურნირს ტოვებდა. წელს ეს ტაქტიკა არ მუშაობს. თითქმის არ მუშაობს. სხვისთვის ფინალი და ნახევარფინალი მისაღები შედეგია, როჯერისთვის - ჩავარდნა.

ნუ ურევთ ფრაზებს „ფედერერმა წააგო მილმანთან“ და „ფედერერმა ვერ მოიგო US Open”. პირველი არის სენსაცია. მეორე - ჩვეულებრივი ეპიზოდი. როჯერთან ერთად ტურნირის მთავარი ფავორიტები იყვნენ (არიან) ნადალი, ჯოკოვიჩი, დელ პოტრო. თუ არ შეეშინდება მოგების, ალბათ, ჩილიჩიც. თუ გაუმართლებს - იზნერიც. დანარჩენები - ნაკლებად.

კირიოსთან სამ სეტში ფედერერი დარბოდა და როჯერის ჩოგბურთი ბი ბი კინგის გიტარიდან გამოსული ჯადოსნური მელოდია იყო. კირიოსთან ფედერერმა დახატა. როჯერი ფუნჯით თამაშობდა და ტილოზე ყველაზე ნათელი ფერები დაიტანა. როჯერი იყო მიქელანჯელო.

მილმანთან (მეოთხე სეტი რომ აეღო) მეხუთე სეტში ფედერერერი ბევრ შეცდომას დაუშვებდა. და შეიძლება, მაინც წამოეღო თამაში. და შემდეგ წრეში ფედერერს სერბი მესაფლავე დამარხავდა.

ჯადოქარმა დაკარგა მაგია. ჯადოქარმა დაკარგა ღიმილი. როჯერი მოწყენილი იყო.

დიდი მადლობა მილმანს ღირსეული ჩოგბურთისთვის. და უფრო დიდი მადლობა თამაშის შემდეგ ღირსეული საუბრისთვის. მილმანმა მხოლოდ ფედერერზე ისაუბრა. ავსტრალიელმა ტურნირს ყველაზე ლამაზი მოთამაშე წაართვა და თავი დაუხარა წაგებულ მეფეს. მილმანი ღირსება იყო.

ფედერერმა ფეხებით ვერ იმუშავა. დაიღალა. ან - ტრავმა, რომელიც ჩვენ არ ვიცოდით. როჯერმა ისაუბრა სიცხეზე, მილმანის კარგ ჩოგბურთზე და როჯერმა უნდა დაისვენოს. საოცრად ლამაზ ოჯახთან ერთად. და დაიწყოს ახალი წრე.

37 წლის სხეული არ მუშაობს, როგორც - 23 წლის. ფედერერმა მილმანთან და სიცხესთან წააგო. როჯერმა პაუზა აიღო.

ჩოგბურთი დაუნდობელია.

აქ არ არის მოხუცების ადგილი.

და ყველას, ნადალის, დელ პოტროს, სერბის გულშემატკივრებს მოგვენატრება ეს მოხუცი, რომელიც დღესაც ჩოგბურთის სახეა.

არა, უფრო მეტი.

როჯერი ჩოგბურთია.

Loading...

კომენტარები (56)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:00 | 05.09.2018
temooo82 (1953)

კიდე კაი ნადალი არ დავწერე... ან ნადალი უნდა დამეწერა ან 3.5 მეტი, შევშინდი და ვაბშე არაფერი დავწერე

08:58 | 05.09.2018
temooo82 (1953)

ფედიას უთქვია ნადალისთვის მომეწიე უკანო და მემგონი მართლა მიყვება უკან

06:28 | 05.09.2018
The King of Grass (10275)

ზუსტად იგივე პრობლემა იყო შარშან ოზიზეც სადაც ყველაზე მეტი ნოვაკმა დაიწუწუნა და ორგანიზატორებს კორტის გაგრილება მოსთხოვა იძახდა აუტანელი და შეუძლებელია თამაშიო ამათი დედა მო...ან ამ ორგანიზატორების ამდენი ფული და მაყუთი და მოგება შესდით და რა უბედურებაა რით ვერ მოგვარდა ეს პრობლემა რა უნდა ვენტილაციის და გაგრილების სისტემის დაყენებას

06:24 | 05.09.2018
The King of Grass (10275)

საწყალი ფედერერი ამის გამო თუ წააგო თამაში ტიპმა ისიც ახსნა მილმანი სიცხეს რატო უძლებდა ავსტრალიაში სეზონურობა არ არსებობს მთელი წლის მანძილზე სუ ზაფხულია და გაიკვირვეს აქ 37 წლის კაცვა რომ ვერ გაუძლო და ჰაერის უკმარისობა რო აიკიდა

06:22 | 05.09.2018
The King of Grass (10275)

ხედავთ ეს დედა მო....ლი მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობები მარტო ფედერერზე არ მოქმედებს ხედავთ ნდალსაც რა ემართება

06:21 | 05.09.2018
The King of Grass (10275)

ბარანკიშეეეეეეეეე

06:20 | 05.09.2018
The King of Grass (10275)

ბაგელიშეეეეეეეეეეეეეეე

01:56 | 05.09.2018
temooo82 (1953)

დელპოს საღოლ 76_ში 68 პირველი მოწოდება 89%

პირველი სეტის ბოლოს რაც ვუყურე პირველი ჩაწოდება საერთოდ არ მიდიოდა და მერე ყარა ალბათ...

23:15 | 04.09.2018
mtiula (291)

Ar gafujo sakme patara joni ddd

23:14 | 04.09.2018
mtiula (291)

Delpo delpo federeris fanebis imedo dddd

23:11 | 04.09.2018
ალექსანდრე (5277)

დელ-პოტრო-იზნერის ლიმკს თუ დადებთ, მადლობელი დაგრჩებით.

23:41 | 04.09.2018
ალექსანდრე (5277)

მე თვითონ ვიპოვე

23:05 | 04.09.2018
temooo82 (1953)

მე რო მინდა ეხლა მოკვდება ეს დელპო..

ისნერ შენი დ.ე.დ.ა.ს ვტენე... მო...გი... პადაჩა...

01:36 | 05.09.2018
barcelona1991 (3339)

გილოცავ ძმაო დაგიჯდა დელპოს მოგება ტყუილად რელავდი მაგარდ მჯეროდა რომ მოიგებდა და სეტის წაგების მიუხედავად დამაჯერებლადაც მოიგო

01:41 | 05.09.2018
temooo82 (1953)

გაიხარე... თამაშს არ ვუყურე ნერვების გამო

100 ლარი წავაგე სტევნსია თუ დედ...

მერე გავამეორე ისევ დელპო და ბარტის წყვილები 300 ლარში..

ეხლა მინდა 400 ლარი დავდო სერენაზე...

01:48 | 05.09.2018
barcelona1991 (3339)

დაუდე სეროს ღირს რისკად ოღონდ არაფერი მიაბაა.დელპო მხეცია რააა პირველი სეტი ტან ტაიზე წააგო და მაინც რა მაგრად მოიგო.ვქომაგობ მას უკვე ეგებ დადოს ეს სლემი.

01:52 | 05.09.2018
temooo82 (1953)

პირველ სეტს ვუყურე და რომ წააგო რა თქმა უნდა დიდი იმედი მქონდა რომ მოიგებდა მაგრამ აღარ ვუყურე

ნადალზე ვერაფერს გავრისკავ, მგონია მოიგებს მაგრამ მაგრამ მაგრამ

სერენას კიდე ისეთი ხალხი დარჩა რომ 99%ით უნდა მოიგოს ეს ტურნირი... თუ გავა სევასტოვას უნდა გადაუაროს და ფინალში კიდე კისი იქნება თუ ოსაკა სულ ერთია....

23:03 | 04.09.2018
Sabaa (1196)

Oo delpom pirveli seti waago axla saintereso tamashi wava

23:03 | 04.09.2018
mtiula (291)

Joni win miwevs ar dayiraos xoan martiniii

22:49 | 04.09.2018
levani82 (41418)

24-22

მასტერსების ანგარიშიც დაწერე რა

23:08 | 04.09.2018
ani-federer 20 (5533)

მთავარი ტურნირები სლემებია და მერე შემაჯამებელი 20-13 6-5, ვაბშე ნოვაკი ვისთანაა ნადალსაც ვერ დაეწევა

00:10 | 05.09.2018
levani82 (41418)

აუფ რაც არ გაწყობს იმას არ წერ. გეგონება მასტერსები ჩელენჯერის კატეგორიის იყოს

22:31 | 04.09.2018
cesare (842)

ეს თამაში მიუხედავად იმისა რომ კარგი ბიჭია მილმანი და ბოლომდე იბრძოლა , წააგო ფედერერმა და არ მოუგია მილმანს, ისეთი შეცდომები დაუშვა როჯერმა გადამწყვეტ მომენტებში დამწყები ჩოგბურთელი რომ უშვებს , მარტო ბადესთან ერთ მეტრში რამდენჯერაც იდგა და მომგებიანი ქულა უნდა აეღო ყველა ბადეს გაარტყა . ორმაგი შეცდომებიც ბევრი ქონდა, ნუ მოძრაობა რო უჭირდა და ისე თამაშობდა რო მილმანს ერბინა კი ბატონო ასაკის ბრალია, მაგრამ შეცდომები ბევრი დაუშვა უშუალოდ თამაშში. რომ არა შეცდომები არაა მილმანი ის ბიჭი როჯერისთვის მოეგო. თორემ კი გამოჩნდება ჯოკოვიჩთან რა ბიჭიცაა მილმანი 3:0ს რო წააგებს

22:50 | 04.09.2018
levani82 (41418)

ხშირად არის ისეთი ფაქტები რომ აუტსაიდერი ფავორიტს თუ გააგდებს მერე თვითონაც ვარდება

22:22 | 04.09.2018
ალექსანდრე (5277)

დელ-პოტრო-იზნერის ლიმკს თუ დადებთ, მადლობელი დაგრჩებით.

22:09 | 04.09.2018
ალექსანდრე (5277)

ხუთსეტიანი რომაა ეს სლემები და 7 მატჩის მოგება რომაა საჭირო საჩემპიონოდ, მიტომ უჭირს ფედერერს, თორემ სამსეტიანები რომ იყოს და არა უმეტეს 5 მატჩისა, კიდევ შეძლებს სლემების დადებას. ახლა კი ასაკის გამო გაუწირდება ახალგაზრდებთან თამაში, ძველებური ენერგია ვერარ მოსდგამს და წაგების რისკი ყოველთვის იქნება და აქ მოტოქის კლასს უკვე აღარ ააქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან კლასის ხარჯზე მისი დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელია, მხოლოდ შეუპოვრობის, ახალგაზრდული ენერგიისა და დიდი ჟინის ხარჯზე თუ მოუგებენ ფედიას.

22:08 | 04.09.2018
federerjamesliverpooldelpotro (10223)

ფედერერის ასაკზე შეიძლება უკვე საუბარი მაგრამ ეს წარუმატებლობა მარტო ასაკსაც ვერ დაბრალდება,სეზონი რო დაიწყო ავსტრალია მოიგო ტიპმა და იმის მერე დიდი ხანი შვებულება აიღო მაშინ ავსტრალიაში რატო არ შეუშალა ასაკმა ხელი.ფაქტია რო რაღაც კარგად ვერ გათვალა როჯერმა და მისმა ჯგუფმა მე დარწმუნებული ვარ რო როჯერი ცოტა ხნით მაგრამ ისევ დაბრუნდება

22:28 | 04.09.2018
ani-federer 20 (5533)

მოტივაცია და შემართება აკლია წელს წინა წელთან შედარებით, შარშან ანთებული თვალებით თამაშობდა წელს ბევრ თამაშში დაიზლაზნება :დ ბოლო ტაიბრეიკი ხო საერთოდ რა იყო, გაქცევაზე იყო ტიპი ვერავინ დამაჯარებს რო მაგ ტაიბრეიკის მოგება უნდოდა, ყველა ბურთი ბადეში გაუშვან თავისი ჩაწოდებებიანად :დ

22:30 | 04.09.2018
ani-federer 20 (5533)

თუ მოინდომა ჩადგება ფორმაში და ვერაფერი შეაჩერებს როგორც შარშან

21:18 | 04.09.2018
Erovnuli-Nakrebi (8945)

კაიფი ისაა, რომ ფედიამ ტოტალიზატორზე ითამაშა

21:15 | 04.09.2018
# KoRBeN DaLLaS # (13296)

სათაურს როგორც კი დავხედე, მივხვდი - ზურას შემოქმედება იქნებოდა
მოხუცების ადგილი აქ არაა - მახსოვს ეს ფრაზა 2016 წლის გაზაფხულზე დავწერე ფედერერის მისამართით. გვახსოვს ეგ დრო, როჯერი აგონიაში იყო, ნადალი აზრზე მოსვლას ცდილობდა და გაროსზე ისევ უმუხთლა ტრავმამ. ჯოკოვიჩის გრიმიტს კი ბოლო არ უჩანდა...
ჩვენი ანიკო მოწყენილი წერდა მაესტროს კარიერულ მონაგარს: 17 სლემს და 88 მოგებულ ტიტულს.
და აი, მას მერე 2 წელიწადზე ცოტა მეტია გასული და თითქოს საფუძვლიანად მიწამიყრილი როჯერის სტატისტიკა ასეთია - 20 სლემი, 98 ტიტული
ასე რომ, სიბერე ცოტა უცნაური თემაა. ზოგი ნამეტანი ღირსეულად ბერდება, გოეთემაც 80 წლისამ დაასრულა თავისი შემოქმედების გვირგვინი "ფაუსტი".

20:37 | 04.09.2018
japaraa (1017)

დღეს უარეს კონდიციებში მოუწევთ ჩოგბურთელებს თამაში, ვნახოთ ვინ უფრო გაუძლებს ამ ყველაფერს.. არადა მთავარია ეს დღე გადააგოროს რაფამ მერე ორი დღე აქვს დასვენება + ტემპერატურაც საკაიფოდ ვარდება ქვევით))

19:57 | 04.09.2018
KD (206)

ფედიას ფანებთან მაქვს ერთი კითხვა: ოდნავ მაინც არ გჯერათ, ეომ ფედია როცა კარიერას დაასრულებს, რაფიკა მინიმუმ სამ სლემს რომ დადებს? ზუსტად ესაა, ფედიას ეომ გულს უჭამს და უნდა, სანამ კარიერას დაასრულებს, სხვაობა ცოტა უფრო სოლიდური გახადოს, მაქსიმალურად გაიმყაროს ერთპიროვნული პირველობა. ამაში არაფერია ცუდი, პირიქით, ძალიან მაგარია, და მეფეა როჯერა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, კარიერის ბოლოს ნადალი გადაასწრებს სლემებში. ასე ეომ, 20-17-ის ძახილი ჯერჯერობით უადგილოა და თუ მაინც გააგრძელებთ, იქვე რაფიკას ასაკზეც გაამახვილეთ ყურადღება, 5 წელი საკმაოდ დიდი დროა.

22:05 | 04.09.2018
federerjamesliverpooldelpotro (10223)

რა თქმა უნდა შეიძლება რო რაფამ გადაასწროს ფედერერს სლემებში ეს ლოგიკურია მაგრამ საპირისპორად ლოგიკურია რო ვერ გადაასწროს.სხვაობა 5წელია რაც შეეხება პირადად მე მგონია რო 37 წლის ნადალს კარიერა ექნება დამთავრებული.

20:18 | 04.09.2018
ani-federer 20 (5533)

მაგ 5 წელს გაყვიროდნენ ნოვაკის ფანები და ნადალს აღარც იმჩნევდნენ უკვე გადასწრებული ქონდათ გონებაში და ფედერერსაც 2-3 წელში გავასწრებთო მარა აქეთ ფედომ გაუზარდა სხვაობა, ფედომ რო 35 წლის მერე 3 სლემი დადო იმას არ ნიშნავს რო ნადალი და ჯოკოვიჩიც მოიგებენ, 1საც ვერ მოიგებენ მაგ ასაკში, ნადალმა თქვა ფედერერის ასაკამდე არც ვაპირებ თამაშსო და ვერც ითამაშებს, ამიტომ უფრო დიდი შანსია იმის რო ვერავინ დაეწიოს მეფედერს

20:35 | 04.09.2018
japaraa (1017)

როჯერის დაწევას რათ უნდა 35 წლამდე თAმაში ))) სამია სხვაობა ამერიკა,ოზი,პარიზი ოპა ეგეც შენი სხვაობაა არ მითხრა ეხლა შანსი არ აქვსო))

20:45 | 04.09.2018
ani-federer 20 (5533)

ამერიკაში დააგდებენ გოჭივით და ავსტრალია ვისი ტერიტორია გახდა კი იცი

20:54 | 04.09.2018
japaraa (1017)

რაფას რა უთხარი ჟიმჟიმი რო დაეწყო ბოლო გეიმებში თორე ეხლა აუსტრალიაში 4-0 უნდა იყოს )

21:00 | 04.09.2018
ani-federer 20 (5533)

4-0 შარშანდელ სეზონში იყო ფედერერი მაგ თამაშში უკეთესი იყო და მეხუთე სეტშიც დაგლიჯა ასე რომ რაფას პრობლემები არ გვადარდებს

19:44 | 04.09.2018
თორღვა პანკელი (1034)

საერთოდ არ მაინტერესებდა ჩოგბურთი სანამ ფედერერი არ "გაიჩითა", ჩემი აზრით როჯერი სანამ ერთ დიდ სლემს არ დადებს, მანამდე არსად არ უნდა წავიდეს, ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ მას ეს არ შეუძლია, 100-წლამდე სპორტში ვერავინ ვერ ჩერდება და როჯერსაც მოუწევს ადრე თუ გვიან ამ ნაბიჯის გადადგმა, რაც პირადად ჩემთვის ტრაგედია იქნება, ამ კაცმა შემაყვარა ჩოგბურთი.

18:59 | 04.09.2018
Crosby87 (70)

კარგი სტატიაა. ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ძაან ბევრი დააკლდა ამ სლემს, ძაან პრინციპული თამაშები აღარ იქნება, სადაც არამარტო ტურნირის თასი დევს ხოლმე სასწორზე. აქ ხშირად ვხედავ ხოლმე თქვენს კამათს, მე პირადად არავისკენ ვიხრები, უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ ხოლმე ლეგენდების თამაშით და გულშემატკივრობით ნიკას ვბალეშიკობ, მაგრამ მაინც ფედერერი რაღაც სხვა დონე იყო ყოველთვის, რომ იტყვიან არისტოკრატია ისე თამაშობს და ეგეთი სხვა არავინ მინახავს ამდენი ხანია ვუყურებ ჩოგბურთს. იმედია ნადალის გულშემატკივრები არ მიწყენთ

18:58 | 04.09.2018
The King of Grass (10275)

ზურა როცა თავის გენიალურ სტატიებს წერს ყოველთვის იშველიებს ფილემბიდან ისტორიებიდან ათასგვარი ამბიდან რეალობიდან თუ ფანტასიკის სფეროდან თემბეს იდეებს აზრებსს და თავისებურად მხატვრულად ბალეტრისტიკულად გარდაქმნის ხოლმე და ისე იზახის ამბობს და წერს დარწმუნებული ვარ აქ რომ უწერია ციტატა აქ მოხუცების ადგილი არაააო უეჭველი უახლოს ხანებში გენიალური კრისოფერ ნოლანის ბრწყინვალე შემოქმედება ინცეპშენი აქვს ნანახი სადაც ფილმში სიზმრის ქვედონეზე იდეის ჩანერგვა ხდება გონებაში მანდ ერთ ერთ ეპიზოდში ტომ ჰარდის გმირი ეუბენბა კენ ვატანბეს გმირს მისტერ საიტოს რომელსაც სიზმარში გადასვლა უნდა ასეთ რამეს ეტყვის მისტერ საიტო აქ ტურისტების ადგილი არ არისო ზუსტად მაგის მსგავსად გამოუვიდა ზურას კორტზე ბებრების ადგილი არაოო

19:02 | 04.09.2018
Crosby87 (70)

კოენების გადაღებული ფილმია, რომელსაც პირდაპირ მსგავსი სახელი აქვს, მოხუცების ადგილი აქ არ არის, არანაკლებ გენიალურია და ალბათ, უფრო მაქედან აიღო, მაგრამ რას გაიგებ.

19:37 | 04.09.2018
The King of Grass (10275)

შეიძლება ეგ აქვს უახლოეს დღეებში ნანახი და იქიდან აიღო ძმები კოენები ძალიან მაგარ ფილმებს იღებენ ისინი თავად არიან საკუთარი ფილმების რეჟისორები, სცენარისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები და პროდიუსერები.2007 წელს გადაიღეს შენ რომ ახსენე წეღან გენიალური ფილმი მოხუცებისთვის ადგილი არ არის.

18:30 | 04.09.2018
naiki (4836)

japaraa - ეგ მაღალი ტენიანობა დიდმა სიცხემ იცის - როცა მაღალი ტემპერატურაა უფრო მეტი აორთქლება ხდება ზრვისპირეთში თუ ოკეანისპირეთში და ამიტომ ტენიანობაც უფრო მარლა იწევს და ჰაერი უფრო მძიმდება - ესე მოუვიდა რაფას მაიამიშიშარშანწინ ძუმპურტან სიცხისგან ისე იყო გაწითლებული თვალებიც კი ჩაუწითლდა და თამაში შეწყვიტა მაგრამ მაშინ რაფა თამაშობდა შუადღისგულზე და ეხლა საღამოს 9 საათზე დაწყებულ მატჩზე 11-12 საათამდე გაგრძელებულზე სიცხეზე ლაპარაკი რავიცი ცოტა უცნაურად მეჩვენება

18:34 | 04.09.2018
japaraa (1017)

სიცხეც იყო კი მაგრამ სიცხეს აიტანს კაცი, ამას დამატებული სინესტე უკვე სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს.. გასაგებიაა ვიცი მაგრამ ტენიანობა საღამოსკენ უფრო იმატებს.. ტენიანობა რაფას მტერი იყო მთელი კარიერის განმავლობაში, მაგ თამაშშიც ზუსტად მაგიტომ ვერ გააგრძელა თAმაში

18:28 | 04.09.2018
diadimaestro (1920)

კი 2007 წელს სულ იმის გამო ვამაყობდით ნადალს რო მოვუგეთ ფინალი.თორე ზედიზედ 5 უიმბლდონის მოგება მაგარი გვეკიდა.100 ჯერ არა 1000 ჯერ უფრო სახიფათოა ნოლე როჯერზე. ჯერ მადალის კონკურენცია არ გაიშვას გრუნტის იქეთ. რო ყოფილიყო როჯერი კანზე ვაბშე არ მოუწევსა წელს რაგასთან შეხვედრა ისე მოიგებდა სლემებს.

18:48 | 04.09.2018
japaraa (1017)

იმიტომაც აყირავა ჰარდის სლემებზე რამდენჯერმე და თავის ე.წ სამეფოშიც

18:19 | 04.09.2018
japaraa (1017)

სლემზე როჯერთან შედარებით 100 ჯერ სახიფათოა ნოლეე ამიტომ ტყუილად გაქვთ იმის იმედი თითქოს ამ ლაპარაკით კონკურენტის ჩამოცილება გვინდა)) ერთი ოზიზე გაუვარდა ჯერ კიდევ აზზე არ იყო ეს გლეხი მოსული თან რა მეხუთე სეტი გამაზა, თორე იქნებოდით 2007 წლის უიმბლდონით საამაყო

18:17 | 04.09.2018
diadimaestro (1920)

როჯერი უკანასკნელი მოჰიკანია. პროსტა პირველიც თვითონ იყო და უკანასკნელიც თვითონ იქნება. რამდენს დაგვაწყებია ამ სპორტის ყურება ვინ იცის. ჩოგბურთის დედაც როჯერის გარეშე.

18:14 | 04.09.2018
diadimaestro (1920)

კინგ ოფ გრასს. თან ნადალის ფანები რო იძახიან წავიდესო ამაზე ვღადაობ დდდდ იციან რა შეშლილი გიჟია როჯი ყველაფერია მისგან მოსალოდნელი და მაინც იზღვევენ თავს წავიდეოს დდდ ფედიას ფანებს რო დაგვეწერა წავიდესო ემოციურ ფონზე კიდე გავიგებდი მძიმედ გადასატანი მარცხი იყო.მაგრამ ამ ნადალის ფანებს რა უნდათ ვერ გავიგე?

18:34 | 04.09.2018
The King of Grass (10275)

ხოოო ძმა აბა რაააა იციან რომ თიხის კაცას სხვა არანირი შანსი არ აქვს შენი თკმისა არ იყოს მთელი ცხოვრება მაესტროს ზადნიცას მისჩერებია ხან ახლოდან ხანაც შორიდან და ასე მოუწევს ფედერერის ტ....ს მიჩერებულს სამარეში ჩასვლა და იძახიან წავიდესო ფედერერი იქნებ როგორმე ჩვენ 4 მაინც მოვახერხოთ გაროსის მოგება აბა სხვას მაინც ვერაფერს ვერ იგებენ

18:14 | 04.09.2018
The King of Grass (10275)

ზურაჯან ერთს გეტყვი ბაზარი არააა მოხუცების ადგილი სპორტში ნამდილად არააა მაგრამ ფედერერისნაირ მოხუცი ჯერ კიდევ წერს და თავისი ჩოგნის ქნევით ათასჯერ დაწერილ და გადაწერილ საჩოგბუთო ისტორიას და კიდევ ბევრჯერ დაწერს თეურიულად როჯერი წასული უნდა იყოს წლების წინ მაგრამ პრაქტიკაში დღეს სულ სხვა სურათი გვაკვს და სხვათა შორის ჩოგბურთისთვის ძალიან სასიკეთოო სურათი. ფედერერისნაირი მოხუცი რომ იდგეს ის ჯობია კორტზე თუნდაც 50 წლის ასაკში იყოს ვიდრე ზვერევის ტიმის კირგიოსის დიმიტროვის ნაირ მარად პერსპექტოილ იგროკებს ვუყურებდე თუ როგორ აუფერულებენ და აფერმკრთალებენ ესოდენ არსიტოკრატული და ძალიან ლამაზი სპორტის სახეობას

18:13 | 04.09.2018
GFederer21 (4441)

japaraa

გვაცადეთ ბატონო ეს 38 წელიც კაი იქნება

18:09 | 04.09.2018
GFederer21 (4441)

The King of Grass


მართალს ბაზრობ ბაჩან გენაცვალე მეორე ჩOგანი რო ხარ რატო უნდა წახვიდე

37 წლ;ის კაცი მეორე ჩოგანია და ტიპები წავიდნენო მაგარი ლოგიკაა დაბერდა თუ რაც არის მეორე ჩოგანია კაცი და კიდე ბევრს გააკეთებს

18:03 | 04.09.2018
GFederer21 (4441)

naiki

აგიხდინეთ რაც დავწერე და ეგეც ახდება 2 სლემი აუფ რადმენს გაუხეთქავ გულს

18:02 | 04.09.2018
The King of Grass (10275)

naiki ეხლა მაინც დარმწმუნდი და მიხვდი რომ ზურა ტანდილის კოშკის თავგადაკლული ქომაგია, თუ კიდევ ეჭვებში ხარ და გგონია რომ ჯოკოვიჩს ბალეშიკობს, ან რომ იძახი ფედერერი წავიდესო რატომ წავიდეს კაცი მეორე ნომერია შეუზლებელს აკეთებს რასაც ქვია 37 წლისამ სლემი მოიგო და წავიდესოო როგორც ზურამ თქვაა ფედერერი ჩოგბურთია მარტლაც ეგრეა ფედერერის წასვლით ჩოგბურთიდან ჩოგბურთი წავა იდეაში როჯერი დიდი ხნის წაუსილია მაგრამ მაინც კორტზეა და მაინც ქმნის შედევრებს თუნდაც ეს ეპიზოდური იყოს და თუნდაც გამონათება ერქვას, ან რაღა სალაპარაკოა ფედერერის ამბიცია რომ ვინემ არ გადასწროს რას ხედავ ამაში ესეთს განსაკუთრებულს კაცი ამ სპორტის სახეობას და ზოგადად სპორტს მესიად მოევლინა რასაც ქვია რატომ უნდა ქონეს იმის ამბიცია ვინემ გადმასწროსო შენ კი ვიცი რატომაც გინდა წავიდეს აბა ისე ნადალი ფედერერს წაუსვლელად ვერასდროს ვერ გადასწრებს. მოვა ნუ გეშინია წასვლის დროც ძააან შორიც არააა იქმადე დარჩენილი ეს გარდაუვალია და ერთ დღეს გარდაუვალობის გონგიც ჩამოკრავს და როჯერიც ჩოგანს ლურსმანზე დაკიდებს მაგრამ იქამდე მაესტროს მაინც აქვს რაღაცეები მოსაგვარებელი და გასაკეთებელი რომელსაც მაინც გააკეთებს და მოაგვარებს მილონჯერ აქვს ნათქვამი როგორც კი თუნდაც ერთხელაც გონებაში გამიელვებს ის აზრი რომ კორტზე ზედმეტი ვარ იმ დღიდან მე ვერ მიხილავთ ჩოგნით ხელშიო ასე რომ მაესტროს არც კორტზე და არც კორტს მიღმა არსდროს არ ეშლებოდა არაფერი და წასვლითად ისევე გენიალურად წავა როგორც გამოჩნდა და მოვიდა

18:16 | 04.09.2018
naiki (4836)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

18:18 | 04.09.2018
naiki (4836)

ეს რა ხდება მოდერატორ დააბრუნე კომენტარი რა -არანაირი უცენზურობა - აზრიც კი არ ყოფილა შეფარვით მსგავსი რამე - მეზარება ხელახლა წერა

18:36 | 04.09.2018
The King of Grass (10275)

ნუ ძარმაცობბბ წერე წესიერად არავინ დაგიბლოკავს

18:46 | 04.09.2018
The King of Grass (10275)

ანდა რა უნდა დაგეწერა რაგაც ალოგიკურს და უზაროს დაწერდი და მაგიტომ დაგიბლოკეს

18:01 | 04.09.2018
GFederer21 (4441)

naiki

არავის არაფერი დაუმტიკიცებია აქ ... დავწერე ჩავარდნა რო ქოდნა მოიგებსთქო სლემებს და პირველი ჩოგანიც იქნებათქო და იყო ეს ყვეალფერი

17:52 | 04.09.2018
GFederer21 (4441)

japaraa


რაც მე დაწვერე ძმა?

მე ძმაო წინაზე დაწვერე სანამ როჯერი სლემებს დადებდა, მოიგებს მინიმუმ 2 სლემსთქო და მოიგო კდიევაც და ამოვიდა იმ ტალაახიდან , მომავალ წელსაც ასე იქნება , ვისაც არ გჯერათ უყურეთ და დადტკბით მომვალ წელს როჯერსი სლემით მინიმუმ 2 სლემის

18:10 | 04.09.2018
japaraa (1017)

ეგ რო თQვი 35 წლის იყო და მომავალ წელს კიდე 38 იქნება სხვაობა ძაან დიდიაა))

18:01 | 04.09.2018
naiki (4836)

- ცოტა დოუკელი მაინც კაცო

17:45 | 04.09.2018
GFederer21 (4441)

naiki

კდიევ დადებს ეს კაცი სლემს აცალეთ .. ბოლო 2 წელი დარჩა ამ კაცს 2020 წელს ეს ოლიპმიადაზე მიდის და მაქამდე არსად წავა....

როჯერი ცჰამოწერა კიდე ჯერ ადრეა .. მასე წერდით აქ ყვეალ სლემს არა კვახ სმოიგებსო მარა რა ქნა და ვინებს მოუგო ისიც კარგად იცით

17:58 | 04.09.2018
naiki (4836)

თქვენსავით 100%-იანი არაფერს ვამტკიცებ - უბრალოდ ლოგიკა ესე მკარნახობს - თუმცა სამყარო შეუცნობელია და ალოგიკური რაღაცეებიც ხდება

17:43 | 04.09.2018
diadimaestro (1920)

ჯაფარა- მთავარი რაცაა ორივეს თითო სლემი აქ მოგებული. სლემის ნახევარფინალები და მეოთხედფინალები იმდენი აქ ნათამაშები მარსტროს. ნადალს 5 სიცოცხლე არ ეყოფა დასაწევად. მარა მაგარი მკიდია არასდროს დამიწერია როჯერს რაფაზე 2 ჯერ მეტი ნახევარფინალი აქ ნთამაშებითქო. მასტერსები ფედიასთვი სავარჯიშო ტურნირია და მეტი არაფერი. თვითონ როჯერი დგას 9 ვე მასტერსზე 5 თავით მაღლა.მანდ რო თამაშობს მილიონს უხდიან ორგანიზატორები დდდ რაფასმაც მოითხობა შარშან მარა კამეჩის პენისი.არ მიცენ.

17:49 | 04.09.2018
japaraa (1017)

ნეტა შენ თუ გჯერა რასაც წერ ხოლმე

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.10783