18:45 | 20 იანვარი, 2019
“იუვენტუსი“ საკუთარი სიძლიერის “მძევალია“გასულ ოხშაბათს ტურინის “იუვენტუსის“ დიდების დარბაზი კიდევ ერთი ტიტულით შეივსო. ტურინელებმა მოფამფალებულ “მილანს“ იტალიის სუპერთასზე კრიშტიანუ რონალდუს გოლით სძლიეს და იტალიაში ტიტულებზე დახარბებული პორტუგალიელის ამოუვსები მადა სულ მცირედით დააოკეს. ისე კი, თასის მოგება ყველგან და ყოველთვის სასიხარულია, თუნდაც იგი თვალებდაფსებული ჯენარო გატუზოს მიერ გაწვრთნილ გუნდთან გამარჯვებაში იყოს მიღწეული.
13:45 | 13 იანვარი, 2019
ცემა-ტყეპა ქართული ჭიდაობის “სავიზიტო ბარათი“ გახდასკანდალი, ცემა-ტყეპა და გაწევ-გამოწევა ბოლო წლებში სამწუხაროდ ქართული ჭიდაობის ერთგვარი “სავიზიტო ბარათი“ გახდა. ის, რაც რამდენიმე დღის წინ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატზე მოხდა, ნამდვილად დიდი სირცხვილი იყო და ქართული სპორტის მოყვარულებს ალბათ დიდხანს არ დაავიწყდებათ.
17:40 | 06 იანვარი, 2019
“ანუნციატა დ რივერა“პალერმოს პორტთან დომინოს ქვებივით ერთმანეთზე მიჯრით ჩამწკრივებული ღია ბარებიდან სულ ადვილად მიხვდებით, რომელია ტურისტებისთვის გამიზნული, სიბრჭყვიალით აღსავსე ალაგი და სადაა ადგილი, სადაც ადგილობრივი ტიფოზები იკრიბებიან. ყველა ქალაქში და მათ შორის თბილისშიც ადგილობრივები ნაკლებად მოსურათხატებულ, მაგრამ შინაურულ და უბრალო ბარებს ეტანებიან, სადაც ფეხბურთი სპორტული სანახაობის გარდა ხალხის ნახვის მიზეზიცაა. ხალხი კი პალერმოს პორტსმიმდებარედ რომაა - ეგეთი უნდა...
10:52 | 31 დეკემბერი, 2018
დიდი გამარჯვებების წელისულ რამდენიმე საათში 2018 წელი წარსულში დარჩება. გასული წელი ჩვენი ქვეყნის სპორტული მოვლენებით მართლაც დახუნძლული იყო. უფრო მეტიც - ალბათ იშვიათად გავიხსენებთ წელს, როდესაც სპორტის ამდენ სახეობაში გვქონდა ხელშესახები წარმატება. თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა მუდამ წინ უნდა გავიხედოთ და გვჯეროდეს, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და დიდი გამარჯვებებით აღსავსე იქნება.
13:42 | 23 დეკემბერი, 2018
ჩაფლავებული “მოუ“ და გახარებული ქომაგებიიშვიათია შემთხვევა , როდესაც მტერ-მოყვარე გუნდიდან მწვრთნელის გაშვების აუცილებლობაზე თანხმდება. ასეთი იშვიათობა ამ რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც საერთო კონსესუსს ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობაც აჰყვა და გუნდის პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო დაკავებული თანამდებობიდან მიაბრძანეს. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტის გამო კლუბს გვარიანი საკომპენსაციო თანხის გადასხდა მოუწია. ერთი სიტყვით, “მანიუს“ ხელმომჭირნე ბოსებს დიდი ჯარიმის გადახდა ერჩიათ ქომაგების გადამტერებას, რისი ნიშნებიც კარგა ხანია არსებობდა.
12:03 | 10 დეკემბერი, 2018
კოსოვო, სან მარინო და აფხაზების იმედიმსოფლიო ფეხბურთის ისტორია ნათლად გვაჩვენებს, რომ უეფას თავის რიგებში არასოდეს მიუღია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ არაღიარებული საფეხბურთო ფედერაციები. ამ შემთხვევაში მაგალითად არ გამოდგება კოსოვო, რადგან ეს სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი მსოფლიოს ბევრმა დიდმა ქვეყანამ აღიარა. აქედან გამომდინარე, ბოლო დროს აფხაზებს როგორც ჩანს, უეფას მიერ მათი ფეხბურთის აღიარების იმედი გაუნდათ. არსებობს რამდენიმე მაგალითი, როდესაც პატარა ქვეყნების საფეხბურთო კლუბებს მეზობელი დიდი ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მისცეს. ასეთი გუნდებია: “მონაკო“, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს, ლუქსემბურგის “ვადუცი“, რომელიც შვეიცარიის ჩემპიონატში ირჯება.
13:00 | 08 დეკემბერი, 2018
სანამ ანდორასთან ქულებს დავკარგავდით...ალბათ, ცოტა დაგვიანდა კიდეც, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...
09:34 | 02 დეკემბერი, 2018
დიდი ამბები ბუენოს აირესშიბუენოს აირესის ვიწრო ქუჩებისა და ღარიბული უბნების მიღმა არსებობს რაღაც დიდი, გასაოცარი და მომაჯადოვებელი. ბოლომდე ვერავინ ამოხსნა თუ რა ქვია ამ ფენომენს, მაგრამ საკმარისია ადამიანმა არგენტინის დედაქალაქში თუნდაც ერთი დღე გაატაროს, ყველა ადვილად ხვდება ჩვეულებრივ ქალაქში რომ არ ჩასულა და მუდმივად თან დასდევს მოლოდინი, რომ იხილავს რაიმე წარმოუდგენელს, დაუჯერებელს და დიდებულს.
11:30 | 26 ნოემბერი, 2018
ედმუნდოროდესაც “ნაგიჟარ” ფეხბურთელებზე საუბრობენ, ზოგი პოლ გასქოინს იხსენებს, ზოგი ერიკ კანტონაზე, თონი ადამსზე, ან თუნდაც დიეგო მარადონაზე საუბრობს. მე კი რატომღაც ერთი შავტუხა, ფეხებმოღრეცილი კაცი მახსენდება, რომელსაც სადაც კი თამაშობდა, გულშემატკივრები თითქმის ყველგან აგინებდნენ და მისი არცთუ ცუდი თამაში დღეს ფაქტობრივად ძალიან ცოტა ვინმეს თუ ახსოვს.
18:51 | 11 ნოემბერი, 2018
ის, რაც არასოდეს განმეორდებაგუშინდელი დღესავით მახსოვს ქართული ტელევიზიის მიერ გადაცემული სულ პირველი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველი რეპორტაჟები. ეს 1999 წლის შემოდგომაზე მოხდა. მაშინ ლიგაში ფლორენციის “ფიორენტინა” თამაშობდა და გაბრიელ ბატისტუტა სასწაულებს სჩადიოდა. მაშინაც და ახლაც, ქართველებს ძალიან მოგვწონდა შედარებით სუსტი გუნდების მიერ ძლიერთა ძლევის პრეცენდენტები და ამის მიზეზი ჩვენივე ცხოვრება იყო. ჩვენ ხომ ტერიტორიებწართმეული, დაჩაგრული, ნახევრად მშიერი, გამწარებული ხალხი ვიყავით და გაფუფუნებული “არსენალის” მძლეველ ბატისტუტაში ქვეცნობიერად საკუთარ თავებს და ქართულ მარადიულ ოცნებას ვხედავდით.
17:56 | 09 ნოემბერი, 2018
ათენის ოლიმპიური ქალაქი ოლიმპიადიდან 14 წლის შემდეგხშირია შემთხვევები, როდესაც დიდი სპორტული ღონისძიებები ხელისუფლებებისა და დაინტერესებული წრეების მიერ პოლიტიკური მიზნებითაა გამოყენებული. როდესაც სპორტული ფორუმის სრულდება, დავიწყებას ეძლევა ის აუცილებლობაც, რომ ამგვარი ტურნირების დანატოვარი ინფრასტრუქტურა მისახედია და ეს ცხადია საკმაო ხარჯებთანაცაა დაკავშირებული.