17:12 | 13 მაისი, 2018
ვეტერანი სპორტსმენები ყურადღების გარეშეცხადია ყველა სპორტსმენი ვერ იქნება წარმატებული და სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ბევრი ვეტერანი სპორტსმენი რჩება ყოველგვარი დანაზოგისა და ხშირად ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე. ეს სამწუხარო რეალობა უკვლებლივ ყველა ქვეყანაშია და არავის უკვირს, მილიონერი ვეტერანი სპორტსმენის გვერდზე, სრულ სიღარიბეში მცხოვრები მისი კოლეგის ნახვა, რადგან სპორტული კარიერა ისევე როგორც ადამიანის ცხოვრება ხშირად გამართლებაზეა. ბევრს კი ცხადია არ უმართლებს.
12:55 | 07 მაისი, 2018
ბაქოური სარბოლო და არასარბოლო ამბებიგასულ კვირას, მთელი ოთხი დღის განმავლობაში (26-29 აპრილი) ერთ დროს პატარა და მშვიდი, ახლა კი მადლმოსილი ნავთობით გალაღებული ბაქო მთელი მსოფლიოს ცენტრში იყო მოქცეული და ბაქოს ქუჩებში გამეფებული ბოლიდების ღმუილის ხმა გახლდათ ის ჰანგი, რომელიც ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს დასავლეთის ცივილიზაციისკენ უკვალავს გზას, რიგით აზერბაიჯანელებს კი აძლევს იმედს, რომ მათ დედაქალაქში უკვე მეორედ გამართული FORMULA 1-ის გრან-პრი ის ტრამპლინი იქნება, რომელიც მათ ქვეყანას დიდ სპორტულ და პოლიტიკურ შარაგზაზე გაიყვანს.
12:55 | 24 აპრილი, 2018
მესი ფეხბურთია, ლებრონი - კალათბურთიმეგობარი მყავს, რომელიც ყოველთვის ყველაფერს აპროტესტებს. ხანდახან, საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება. ხანდახან, საკუთარ თავს ჭადრაკს ეთამაშება. და ძალიან ხშირად, ადგილმდებარეობის, ამინდის, განწყობის განურჩევლად შემოგვიგდებს ხოლმე მარტივ, მაგრამ მისთვის მსუყე თემას და იწყება გარჩევა. ნიკოლსონი თუ დე ნირო? მერსედესი თუ ბეემვე? მჟაუნის წვნიანი თუ ჩიხირთმა? ნაიკი თუ ადიდასი? ბლანდიკნა თუ ბრიუნეტკა?
12:15 | 22 აპრილი, 2018
როგორ მეგობრობენ სპორტი და ღვინოროგორც ცნობილი და საყოველთაოდ მიღებულია, ფეხბურთი უკვე დიდი ხანია ითვლება, როგორც ლუდის მოყვარულთა თამაშად და ფეხბურის ლუდთან კავშირი უალტერნატივოა. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობენ ღვინის მოყვარულთა კავშირის წევრები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სახალისო სტატია გაავრცელეს, სადაც არამხოლოდ ფეხბურთის, სპორტის ლამის ყველა სახეობის ღვინოსთან "შეხამებაზე" საუბრობენ.
16:57 | 15 აპრილი, 2018
რამდენიმე მოსაზრება 11 აპრილის მატჩზეალბათ ეჭვგარეშეა, რომ 11 აპრილს, მადრიდში, ლეგენდარულ “სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული მადრიდის “რეალისა“ და ტურინის “იუვენტუსის“ მატჩი კიდევ დიდი ხნის მანძილზე იქნება კამათის საგანი და იმასაც ვეჭვობ, რომ წლების შემდეგ კიდევ იმსჯელებენ მსაჯის გადაწყვეტილების ლოგიკურობაზე, პენალტის დასადებობა-არდასადებობაზე, ჯანლუიჯი ბუფონის გაძევების მიზეზებზე და ზოგადად იმაზე, სამართლიანად დასრულდა თუ არ ეს შეხვედრა.
12:50 | 12 აპრილი, 2018
შავ-თეთრი ღირსება„იუვენტუსის“ გულშემატკივარი ბევრი, ბევრი წლის წინ გავხდი. მეგობრის მამამ შავ-თეთრ „გრუნდიგზე“ ჩართო, დაიჭირა ფეხბურთი და მაშინ გავიცანი ეს გუნდი.
10:40 | 11 აპრილი, 2018
რამაზას გუნდი„რუსთავი“ რამაზ გოგობერიშვილის გუნდია. როგორც ადრე, როდესაც გუნდს ერქვა „აზოტი“ და ცოტა მერე, როდესაც „ენერჯი ინვესტი“ გახდა. დღეს რუსთავში „რუსთავია“ და შეიცვალა მხოლოდ დასახელება. იქ კალათბურთი ერთ ადამიანთან ასოცირდება.
10:55 | 09 აპრილი, 2018
რონალდუ - დიდი ფეხბურთელი!კრიშტიანუ რონალდუ შეიძლება გიყვარდეს, ან არ გიყვარდეს, მისი თამაშის სტილი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მისი გარეგნული სახე გაღიზიანებდეს ან აღგაფრთოვანებდეს, მისი ცხოვრების წესს იზიარებდე ან არა, მაგრამ სრულიად არაობიექტური და უსამართლო უნდა იყო, რომ ვერ დაინახო ამ კაცის უსაშველოდ დიდი ნიჭი, დიდი სპორტსმენობა და არ დააფასო ის საოცარი შრომისმოყვარეობა, რაც პორტუგალიელ სუპერმეგოლეს არასოდეს განელებია.
12:47 | 01 აპრილი, 2018
არგენტინული ვაიუშველებელი6:1 ბოლოს არგენტინამ კი არა, საქართველომ როდის წააგო - ის აღარ გვახსოვს. სტატისტიკა და ციფრებით თამაში მარტივი საქმე რომ იყოს, საქართველოს ნაკრები არგენტინას უნდა ჯობდეს, არგენტინა საერთოდ არ უნდა გასულიყო მუნდიალზე და ესპანეთის ნაკრებს კი ახლავე, მუნდიალის დაწყებამდე ოქროს მედლებს უნდა აძლევდნენ. ამბავი კი სულ სხვანაირადაა და სათქმელიც სხვაგვარად უნდა ვთქვათ.
16:25 | 29 მარტი, 2018
წითელი ტალღასაქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ორი თამაში ხოშიანად, თანამედროვედ, ლამაზად ჩაატარეს. თბილისში ლიტვაც კუთხეში დავაყენეთ და ესტონეთსაც ვაწყენინეთ.
11:46 | 26 მარტი, 2018
ივნისის ტესტების იმედიან მოლოდინშისაქართველო-რუმინეთის, ერთა თასზე და ახლა უკვე "რაგბი ევროპის" ჩემპიონატზე მთავარი კონკურენტების დაპირისპირებაში გარდატეხა 2011 წელს მოხდა, როდესაც მეტოქე 25:9 დავამარცხეთ. მას შემდეგ არ წაგვიგია, თუმცა შარშან ვლახებმა ნავსი გატეხეს და 8:7 მოგვიგეს