ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

13:02 | 30 დეკემბერი, 2017

საახალწლო სურვილები ჩვენს ერთგულ მკითხველებს

კიდევ ერთხელ გადმოკვეთს ახალი წელი ჩვენი კარის ზღურბლს და კიდევ ერთხელ აღვივსებით მომავლის რწმენითა და იმედებით. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ჩვენ უკან ჩამოვიტოვეთ მეტად ცვალებადი 2017 წელი თავისი სიხარულითა და დარდებით, პრობლემებითა და ასეთუისე კარგად წასული საქმეებით, დიდი გამარჯვებებითა და სამწუხარო მარცხებით. მაგრამ მომავალს ცხადია მაინც ოპტიმისტურად ვუყურებთ.

ლევან სეფისკვერაძე

16:30 | 24 დეკემბერი, 2017

ძმების სინდრომი

ფეხბურთში ძმების თემა ამოუწურავია და მარადიული. დედმამიშვილებს ერთად ბურთი უგორავებიათ საქართველოშიც და იტალიაშიც, დანიაშიც და რუსეთშიც, ჰოლანდიაშიც და არგენტინაშიც. ეს ფესვგაუხმობი, დიდი ტრადიციაა, რომელიც მუდამ იარსებებს, სანამ უფროსი ძმის, ანდა ტყუპისცალის მიბაძვით მეორე ძმაც მოინდომებს ფეხბურთის თამაშს და შემდეგ უკვე ყველაფერი მუხლმაგრობისა და ილაჯის საქმეა.

ლევან სეფისკვერაძე

12:46 | 18 დეკემბერი, 2017

მანჩესტერული დერბის გამოძახილი

გასულ კვირას “ოლდ ტრაფორდზე“ გამართული მანჩესტერული დერბის შემდეგ, კიდევ ორი ტური ჩატარდა და უკვე ბევრმა მიიჩნია, რომ პრემიერლიგის წლევანდელ გათამაშებაში ინტრიგა საბოლოოდ მოკვდა და პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი “სიტის“ დამწევი მიმდინარე სეზონში აღარავინ იქნება.

ლევან სეფისკვერაძე

22:20 | 09 დეკემბერი, 2017

რუსული დარდი, ქართულად ნათქვამი

მოძმენო ჩვენნო, გულგონთხართა? ეს რა უცაბედად ჩამოჰკრა უბედურების ჟამმა ურუსთა ქვეყნის თავზედ! ეს რა ფინთი დილა გაუთენდათ და რაოდენი სახსარი და ხელის ჭუჭყი დაიკარგა უქმად, გაზ-მაზუთისგან მოძღვნილი!

ლევან სეფისკვერაძე

11:50 | 04 დეკემბერი, 2017

თემურ ქეცბაია - შეუდრეკელი წინამძღოლი

როდესაც ახალგაზრდებისათვის მისაბაძ და სანიმუშო სპორტსმენზე საუბრობენ, მე ყოველთვის თემურ ქეცბაია მახსენდება. ცხადია აქ არ ვგულისხმობ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობისდროინდელ, მუდამ გაბრაზებულ, გაწამებულ და ბრაზიან ქეცბაიას. მე ფეხბურთელ თემურ ქეცბაიაზე ვსაუბრობ, რომელმაც შეიძლება ვერ ითამაშა ისეთი დიდი და მრავლისმომცველი ფეხბურთი როგორიც მაგალითად კახი კალაძემ ან გიორგი ქინქლაძემ, მაგრამ ახალგაზრდებისათვის მისაბაძი სწორედ ის ფეხბურთი, მებრძოლი სული, შეუდრეკლობა და წინამძღოლის ბუნება უნდა იყოს, რაც თემურს არასოდეს აკლდა.

ლევან სეფისკვერაძე

15:15 | 26 ნოემბერი, 2017

წერილი გარდაცვლილ მეგობარს

როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ეს წერილი მეც ბოდიშით უნდა დავიწყო. ბოდიში პირველ რიგში იმის გამო, რომ ვერასოდეს წამოვიდგენდი დაწერა მაინცდამაინც ფეხბურთზე თუ მომიწევდა და ბოდიშს იმაზეც ვიხდი, ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვითრევდი ფეხს და მუდამ სახვალიოდ ვდებდი ამ წერილის დაწერას. მიზეზი სიზარმაცეზე მეტად, პათეტიკურობის სიძულვილია, მაგრამ ახლა ამის ახსნას აბა რაღა აზრი აქვს? ისე კი ვაღიარებ, - ძალიან რთული და უსიამოვნო რამ ყოფილა გარდაცვილი მეგობრისათვის წერილის მიწერა.

ლევან სეფისკვერაძე

19:01 | 19 ნოემბერი, 2017

დიალოგი იტალიის ფიასკოს შემდეგ

- მიკვირს, ეს “მაკარონშიკები“ ასე დარწმუნებულები რატომ იყავით - იტალიის ნაკრები მსოფლიოზე გავაო. აკი გეუბნებოდი, ამ გუნდით გასვლა და არგასვლა ერთი იქნება - მეთქი.

ლევან სეფისკვერაძე

13:49 | 15 ნოემბერი, 2017

თმაშევერცხლილი კაცები წარსულიდან

თანამედროვეობის თანმდევი პროგრესი ძველ ხელობებს რომ აქრობს - ეს ცნობილი ამბავია. ვეღარსად ნახავთ: მთრთვილავებს, მეთულუხჩეებს, ბაზაზებს და სხვა... ეს ბუნებრივი ამბავია და მასზე მხოლოდ ნოსტალგიური ადამიანები თუ საუბრობენ. მაგრამ, ალბათ ბევრს არ ახსოვს კიდევ ერთი ხელობა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებამდე არსებობდა და ტექნიკურმა პროგრესმა ისიც წარსულის მტვრით დაფარა.

ლევან სეფისკვერაძე

10:20 | 05 ნოემბერი, 2017

ცუდი ამბების გახსენება

ცხოვრებაში რამდენჯერმე ვინანე, რომ კინორეჟისორი არ გავხდი. განქსტერული ფილმების ჟანრში მომუშავე ამერიკელი პროდუსერები უამრავ ფულს ხარჯავენ ნორმალური კინოსცენარის ხელში ჩასაგდებად, მაშინ როდესაც საქართველოში ასეთი სცენარები ჩეჩქივით ყრია.

ლევან სეფისკვერაძე

12:09 | 29 ოქტომბერი, 2017

ბელგიური ამოცანა

ბოლო წლებია ბელგიის საფეხბურთო ნაკრების შესახებ სულ ქება გვესმის და არცთუ დაუმსახურებლად. ბელგიელებს უკანასკნელ წლებში მართლაც გამორჩეული თაობა ყავთ და ასეთი საინტერესო გუნდი ბენელუქსელებს კაი ხანია არ ყოლიათ. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ როგორც პატარა საფეხბურთო ქვეყნების სენია, ბელგიის ნაკრებიც რაიმე დიდი მიზნის მიღწევაზე ფიქრსაც კი ვერ “ბედავს“ და ყველამ ვიცით, რომ ბელგიის საფეხბურთო ნაკრები ოდენ სიმპატიური გუნდის იმიჯისთვისაა განწირული.

ლევან სეფისკვერაძე

19:40 | 22 ოქტომბერი, 2017

6 რამ, რაც ფეხბურთისა და პოლიტიკის მოყვარულებს აერთიანებთ

სანამ ფეხბურთი და პოლიტიკა იარსებებს, ამ ორ ფენომენს ერთმანეთთან ალბათ ყოველთვის დააკავშირებენ და ყოველთვის იმსჯელებენ, უნდა იკვეთებოდეს თუ არა სპორტისა და პოლიტიკის გზები და ღირს თუ არა ბრძოლა სპორტისა და პოლიტიკის გადაჯაჭვულობის წინააღმდეგ. რეალობა ისაა, რომ სპორტი/ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთს მრავალი რამით გავს და ეს პირველ რიგში როგორც პოლიტიკაზე, ასევე სპორტზე შეყვარებულ ადამიანებში ჩანს.

<< პირველი<< წინა2122232425262728293031შემდეგი >>
0.388542