ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

15:05 | 11 ივნისი, 2017

საოცარი სპექტაკლი

დღეს ალბათ ძალიან ბანალურად ჟღერს ანტიკურ ეპოქაში გააზრებული ფრაზა: "ყოველ მესამე ადამიანში დიდი სპორტსმენია, ყველაში კი ათლეტი”. ესეც ძალიან მოძველებული უნდა იყოს: “ჩვენ, ქართველები ყველაზე ნიჭიერი ხალხი ვართ და სხვებიც ჩვენ უნდა გვბაძავდნენ”. მაგრამ თანდათან ისეთი საინტერესო და უცნაური ფენომენების გამომჟღავნების მოწმეები ვხდებით, რომ ყოველგვარი ბანალურობა უკანა პლანზე იწევს და არის მომენეტები როცა მეც კი ვეჭვობ _ იქნებ და მართლაც ძალიან მაგარი ხალხი ვართ და სულაც არა არის ეს ყველაფერი ზეპატრიოტიზმით გამსჭვალული ადამიანების მოგონილი-მეთქი.

ლევან სეფისკვერაძე

11:29 | 05 ივნისი, 2017

შუქჩამქრალი მსოფლიო თასი ცარიელი ტრიბუნების თანხლებით

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული სპორტის ქომაგები ნამდვილად არ არიან განებივრებულნი ჩვენს ქვეყანაში დიდი და მსოფლიო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიებების სიმრავლით და ახალგაზრდებს შორის რაგბის მსოფლიო თასი ნამდვილად დიდი და მნიშვნელივანი გამონათება გახლდათ ამ კუთხით.

ლევან სეფისკვერაძე

20:00 | 28 მაისი, 2017

კარდიფის ფინალამდე სათქმელი

მგონი მთელი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რას იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თქვენც კარგად იცით, რომ ეს ბოლოს 2010 წელს სეუ ჟოზე მოურინიომ მილანის “ინტერთან” ერთად გააკეთა და დღესაც მსჯელობენ - მილანელების წარმატება გუნდის განუმეორებლობის შედეგი იყო თუ მოურინიოს გამჭრიახობის ნაყოფი.

ლევან სეფისკვერაძე

19:30 | 21 მაისი, 2017

თვალსაჩინო პრობლემები

ქართული სპორტის მატეანეს თუ გადავხედავთ, არაერთ შემთხვევას გადავაწყდებით, როდესაც დიდი წარმატებებისათვის სკოლის მოსწავლეებს მიუღწევიათ. სპორტული განათლების სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი კონკრეტულ საჯარო სკოლებში სპორტული განათლების მაღალი ხარისხი იყო, რადგან ახალგაზრდა სპორტსმენებმა საბაზისო სპორტული განათლება სწორედ სკოლაში უნდა მიიღონ. დღეს, სპორტის სწავლების კუთხით, სათანადო დონეზე მდგომი სკოლების რიცხვი საქართველოში სამწუხაროდ ძალიან მცირეა. მსოფლიო გამოცდილება და მაგალითები კი გვაჩვენებს, რომ მოზარდისათვის სპორტის გაკვეთილებს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ლევან სეფისკვერაძე

22:00 | 14 მაისი, 2017

მოტყუება ადვილია, ანუ ერთი სახალისო ამბის გახსენება

1 აპრილი მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც ხუმრობისა და მასხრობის დღე. სხვაგვარად ამ დღესასწაულს "სულელთა დღესაც" ეძახიან. თუმცა, ეს რიცხვი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. მაგალითად არგენტინაში 1 აპრილის ნაცვლად „მოტყუების დღედ“ 9 ნოემბერი ითვლება, ხორვატიაში 11 აპრილი და ასე შემდეგ...

ლევან სეფისკვერაძე

21:44 | 08 მაისი, 2017

მეტსახელები სპორტში

სპორტში მეტსახელები ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც მარცხი თუ გამარჯვება და თითქმის ვერ ნახავთ სპორტის სახეობას, სადაც მწვრთნელიდან დაწყებული და კონკრეტული სპორტსმენით დამთავრებული, ვინმე მეტსახელს არ ატარებდეს.

ლევან სეფისკვერაძე

19:53 | 30 აპრილი, 2017

ეჰ ზაზა...

არ ვიცი, შეიძლება არ იყოს სწორი ზაზა ჯანაშიას მიერ რუსულ www.championat.com-სათვის მიცემულ ინტერვიუზე ამდენი საუბარი და ამ თემის ზედმეტად წინ წამოწევა, მაგრამ ადამიანებს რაც გულზე ყველაზე მეტად გვხვდება და გვტკივა, წესით სწორედ იმაზე უნდა იწერებოდეს და ითქმოდეს და საერთოდ, ვფიქრობ რომ მედია ზუსტადაც რომ სათქმელის თქმისათვის არსებობს.

ლევან სეფისკვერაძე

20:00 | 23 აპრილი, 2017

კაცი “იუვენტუსის” მაისურით

თუ შეშლილი არა ხარ, ნამდვილად არ გადაწყვეტ სუსხიან საღამოს, ფლორენციაში “არტემიო ფრანკის” სტადიონის წინ ტურინის “იუვენტუსის” მაისურით ვარჯიშს, რადგან გამბედაობა და უშიშრობა კარგი თვისებები რომაა - ეს ყველამ ვიცით, თუმცა თუკი გამბედაობის უკან არაფერი დგას, შეშლილის გამბედაობა აბა რა საქები და გამოსარჩევი ამბავია? მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ და ალბათ არც არასოდეს დაგვავიწყდება...

ლევან სეფისკვერაძე

20:44 | 19 აპრილი, 2017

მარადიული კითხვა: დასავლეთი თუ აღმოსავლეთი?

წელს არა და, 2018/2019 წლების საფეხბურთო სეზონში კი აღსრულდება იტალიის საკლუბო ფეხბურთის ქომაგთა დიდი ოცნება და როგორც იქნა, სერია “ა”-ს წარმომადგენლები უპირველეს ევროტურნირზე კვლავ 4 კლუბით იქნებიან წარმოდგენილი. ეს რამდენად წაადგება პოზიციებშერყეულ კალჩოს ჯერ არავინ იცის, თუმცა, მთავარ ევროტურნირზე იტალიური კლუბების მატება რომ მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ფაქტია – ცხადია.

ლევან სეფისკვერაძე

19:14 | 09 აპრილი, 2017

საქართველოს ნაკრები და პასუხგაუცემელი კითხვები

ერთადერთი, რაზეც მთელი საქართველო ვთანახმდებით ალბათ ისაა, რომ ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს დიდი და მოუშორებელი იარა სდევს თან და რაც ყველაზე მძიმე ასატანია - ეს წყლული არათუ არ შუშდება, არამედ გარშემო ყველაფერს აავადებს და საშველი კი არსაიდან ჩანს.

ლევან სეფისკვერაძე

11:06 | 02 აპრილი, 2017

ჩვენებური აზარტი

90-იანი წლების ბოლოს, როდესაც თბილისში პირველად რამდენიმე ინტერნეტ კაფე გაიხსნა, თბილისელი ახალგაზრდები დიდი აღტაცებით უამბობდნენ ერთმანეთს იმ "დაუჯერებლად მაღალი ხარისხის" თამაშების შესახებ, რომელთა შესახებ მხოლოდ ტელევიზორში თუ ენახათ ან უცხოეთში ნამყოფი ახლობლებისაგან მოესმინათ და წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერები იქნებოდნენ ამ ნანატრმა თამაშებმა ჩვენს ქალაქამდეც, რომ მოაღწია. "ფეხბურთები" "ომები" "ავტორბოლები" და კიდევ უამრავი გასართობი, რასაც ყოვლისშემძლე კომპიუტერი ქართველ მომხმარებელს სთავაზობდა, ბევრი თბილისელი ახალგაზრდის ინტერნეტ კაფეში ღამისთევის და სახინკლეში წასვლაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.

<< პირველი<< წინა2526272829303132333435შემდეგი >>
0.304797