11:50 | 10 მარტი, 2019
“აიაქსის“ დიდი დაბრუნება!ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ, მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები, შეიძლება ითქვას, რომ შოკში ჩავარდნენ. მადრიდელთ მიმართ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი გულშემატკივრებიც კი ძალიან ძნელად წარმოიდგენდნენ, რომ ამსტერდამის "აიაქსი" მრისხანე მეტოქეს ნამდვილ საფეხბურთო გაკვეთილს ჩაუტარებდა და 1:4 ანგარიშით მართლაც რომ დიად გამარჯვებას მოიპოვებდა.
13:15 | 03 მარტი, 2019
“ჩატეხილი ხიდები“ და “ამოუვსები უფსკრულები“ფეხბურთის ქომაგებს შორის თუკი ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით ოცი წელია, აუცილებლად გაჩნდება “ჩატეხილი ხიდები“ და “ამოუვსები უფსკრულები“, რადგან მათ სულ სხვადასხვაგვარი ფეხბურთი ახსოვთ, უყვართ და მოსწონთ. შესაბამისად, ძალიან რთულია პელეს ეპოქის ქომაგებს ვინმემ დაუმტკიცოს, რომ ფეხბურთი მხოლოდ ფულის კეთების საშუალება არ გახდა და ვერც მარადონას ჟამის ქომაგს შეეწინააღმდეგება ვინმე, როდესაც ეს უკანასკნელი ნეიმარში გადახდილ 222 მილიონ ევროს, დიეგო მარადონაში “ბარსელონას“ მიერ გადახდილ 8 მილიონ დოლარს ირონიულად შეადარებს.
17:55 | 24 თებერვალი, 2019
დიეგო სიმეონე - საქმის კაციდიეგო სიმეონე მწვრთნელთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარ თავზე ნაკლებად საუბრობენ და ზოგადად, ჟურნალისტებთან ლაყაფს ჩუმი და თავჩაღუნული შრომა ურჩევნიათ. ახალგაზრდებს შეიძლება არ ახსოვდეთ და ამიტომ ისიც უნდა ვთქვათ, რომ დიეგო ფეხბურთელიც ძალიან მაგარი იყო და მიუხედავად იმისა, რომ სიმეონეს მრავალმხრივი ფეხბურთელის კარიერისა, დღეს რატომღაც ძირითადად მხოლოდ 1998 წლის მუნდიალზე დევიდ ბექჰემსა და სიმეონეს შორის მომხდარ სკანდალს იხსენებენ.
10:50 | 17 თებერვალი, 2019
ათიდან შვიდიარამარტო გასული კვირის, ალბათ 2019 წლის საქართველოს მთავარი სპორტული მოვლენა მსოფლიო ძიუდოისტთა ათეულის გამოქვეყნება იყო, სადაც მართლაც რომ ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა და საუკეთესო ძოუდოისტთა ათეულში ერთბაშად შვიდი(!) ქართველი სპორტსმენი ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ შვიდიდან ორი (ნიკოლოზ შერაზადაშვილი და რობერტ მოდებაძე) სხვა ქვეყნების სახელით გამოდიან, ჩვენ მაინც შვიდივეს წარმატება უნდა გვიხაროდეს, რადგან ეს ყველაფერი პირველყოვლისა ქართული ძიუდოს სკოლის მაღალი კლასის უდავო აღიარება და დადასტურებაა.
13:18 | 10 თებერვალი, 2019
ბერლინური ზამთრის მისტერია2 თებერვალს ბერლინში საკმაოდ ციოდა. მდინარე შპრეედან დაბერილი სუსხიანი ქარი ქუჩებში დაძრწოდა და ადამიანები ლანდებივით მიდი-მოდიონდნენ დანისლულ ქუჩებში. ბერლინის ლეგენდარულ და მრავლისდამტევ მეტროსადგურებთან დილიდანვე იდგნენ “ჰერტას მაისურებში გამოწყობილი ყველა ასაკის ადამიანები და მათთვის დიდი, ისე კი ბუნდესლიგის ერთ რიგით მატჩზე წასასვლელად ემზადებოდნენ.
17:43 | 05 თებერვალი, 2019
აჯანყებული - "ოჯახის“ წინააღმდეგ!ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, ქართული რეალობისთვის ტრადიციული და პოპულარული სპორტული სახეობების წარმომადგენლებს სამართლებრივ ასპექტში როგორც კი გაუჭირდებოდათ, გეგონება ნიშანი მისცესო - მყისვე სიტყვა „ოჯახს“ ახსენებდნენ და...
10:45 | 27 იანვარი, 2019
“სექტანტობა“ და კარჩაკეტილობა ევროპულ რაგბიშიარაფერია იმაზე უხერხული და შემდგომში მძიმედ გასახსენებელი, როდესაც რაღაც გარემოებების გამო სრულიად უცხო ოჯახში მოხვდები, მალევე აღმოაჩენ, რომ იმ წრეში შენი ახლობელი, თანამოაზრე და გამგები არავინაა და ერთი სული გაქვს რაიმენაირად აირიდო თავიდან ის უხერხულობა, რაც ასეთ სიტუაციას აუცილებლად ახლდება თან. როგორც ბოლოდროინდელი ამბებიდან ჩანს, საქართველოს 18 წლამდელ მორაგბეთა ნაკრები დაახლოებით ასეთ უცნაურ და “უხერხულ“ სიტუაციაშია.
18:45 | 20 იანვარი, 2019
“იუვენტუსი“ საკუთარი სიძლიერის “მძევალია“გასულ ოხშაბათს ტურინის “იუვენტუსის“ დიდების დარბაზი კიდევ ერთი ტიტულით შეივსო. ტურინელებმა მოფამფალებულ “მილანს“ იტალიის სუპერთასზე კრიშტიანუ რონალდუს გოლით სძლიეს და იტალიაში ტიტულებზე დახარბებული პორტუგალიელის ამოუვსები მადა სულ მცირედით დააოკეს. ისე კი, თასის მოგება ყველგან და ყოველთვის სასიხარულია, თუნდაც იგი თვალებდაფსებული ჯენარო გატუზოს მიერ გაწვრთნილ გუნდთან გამარჯვებაში იყოს მიღწეული.
13:45 | 13 იანვარი, 2019
ცემა-ტყეპა ქართული ჭიდაობის “სავიზიტო ბარათი“ გახდასკანდალი, ცემა-ტყეპა და გაწევ-გამოწევა ბოლო წლებში სამწუხაროდ ქართული ჭიდაობის ერთგვარი “სავიზიტო ბარათი“ გახდა. ის, რაც რამდენიმე დღის წინ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატზე მოხდა, ნამდვილად დიდი სირცხვილი იყო და ქართული სპორტის მოყვარულებს ალბათ დიდხანს არ დაავიწყდებათ.
17:40 | 06 იანვარი, 2019
“ანუნციატა დ რივერა“პალერმოს პორტთან დომინოს ქვებივით ერთმანეთზე მიჯრით ჩამწკრივებული ღია ბარებიდან სულ ადვილად მიხვდებით, რომელია ტურისტებისთვის გამიზნული, სიბრჭყვიალით აღსავსე ალაგი და სადაა ადგილი, სადაც ადგილობრივი ტიფოზები იკრიბებიან. ყველა ქალაქში და მათ შორის თბილისშიც ადგილობრივები ნაკლებად მოსურათხატებულ, მაგრამ შინაურულ და უბრალო ბარებს ეტანებიან, სადაც ფეხბურთი სპორტული სანახაობის გარდა ხალხის ნახვის მიზეზიცაა. ხალხი კი პალერმოს პორტსმიმდებარედ რომაა - ეგეთი უნდა...
10:52 | 31 დეკემბერი, 2018
დიდი გამარჯვებების წელისულ რამდენიმე საათში 2018 წელი წარსულში დარჩება. გასული წელი ჩვენი ქვეყნის სპორტული მოვლენებით მართლაც დახუნძლული იყო. უფრო მეტიც - ალბათ იშვიათად გავიხსენებთ წელს, როდესაც სპორტის ამდენ სახეობაში გვქონდა ხელშესახები წარმატება. თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა მუდამ წინ უნდა გავიხედოთ და გვჯეროდეს, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და დიდი გამარჯვებებით აღსავსე იქნება.