ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

11:22 | 30 ოქტომბერი, 2014

ვედრება ლათინურად

ნუთუ ეს ის დიადი ქალაქია, რომლის კედლებსაც არაერთი ბარბაროსის შემოჭრისათვის გაუძლია? ნუთუ ეს ის ხალხია, რომლებიც გოთებს, ტევტონებსსა და ბარბაროსებს ყველგან ამარცხებდნენ სადაც კი წააწყდებოდნენ? ნუთუ ეს ის გუნდია, რომლის ლოგოზეც რომელუსისა და რემუსის გამზრდელი ძუ მგელია გამოსახული? მე მგონი ჩვენ მოგვატყუეს. ჩვენ არ გვჯერა ასეთი რეალობის!

ლევან სეფისკვერაძე

14:10 | 19 ოქტომბერი, 2014

ნუგზარი, მამუკა და... დათო

მამუკა და ბიძამისი ნუგზარი “ნახალოვკაში”, ნუგზარის ეზოში, კარალიოკის ძირში ისხდნენ და “კოსმოსს” აბოლებდნენ. მამუკას ხელში წინა დღის “ფუტბოლ-ჰოკეი” ეჭირა და ხმამაღლა უკითხავდა ბიძამისს. მეორე დღეს საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში პორტუგალიას ხვდებოდა და ნუგზარი მალიმალ ეკითხებოდა ძმისშვილს: ”ჰა, ხომ ვუგებთ “მარიაკებსო”. ეზოს გარეთ დიდი სატვირთო მანქანები დაგრიხინებდნენ და საშენი მასალები გადაჰქონდათ. როგორც ტელევიზიის დიქტორს უყვარდა ხოლმე თქმა: “შენდებოდა და მშვენდებოდა ჩვენი დედაქალაქი”.

ლევან სეფისკვერაძე

15:59 | 16 ოქტომბერი, 2014

მესის ნაცვლად მარადონა რომ ყოფილიყო...

ლეო მესის დაუჩივლია, ბოლო დროს სულ გერმანიასთან წაგებული ფინალი მესიზმრება და ნამეტანი მიღრღნის სულს ის ავადსახსენებელი ფინალიო. უფრო ადრე, ანხელ დი მარიას უთქვამს, ფინალის წაგება ჩვენთვის უფლისგან მომავალი სასჯელი იყო, რადგან არგენტინელები საკუთარი თავის ხიბლში ვიყავით ჩავარდნილებიო.

ლევან სეფისკვერაძე

17:41 | 12 ოქტომბერი, 2014

აზიური ბუნდოვანება

21-ე საუკუნის აზიაში ფეხბურთი ძალიან რომ უყვართ, ეს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზეც დასტურდება, რადგან ტელეტრანსლაციების რაოდენობითა და გაყიდული სპორტული ამუნიციის მხრივ, აზია სხვა კონტინენტებს კარგა ხანია რაც აღარ ჩამოუვარდება.

ლევან სეფისკვერაძე

13:34 | 06 ოქტომბერი, 2014

დიდი რაინდის დაბრუნება

- ეს რა უცნაურ ქვეყანაში მოვედით ჩემო მეგობარო სანჩო. ამდენი დუქანი და ფუნდუკი ერთად არასოდეს მინახავს. როგორც ჩანს აქაურებს შეძლებაც კარგი აქვთ და არც პირის გემოს უნდა უჩიოდნენ.

ლევან სეფისკვერაძე

11:30 | 02 ოქტომბერი, 2014

როგორ ვებრძოლოთ არასაფეხბურთო ანგარიშებს

ყველა ნათლად ვხედავთ იმას, რომ ბობოლა გრანდებსა და საშუალო დონის საფეხბურთო კლუბებს შორის კლასსა და ფინანსურ შესაძლებლობებში უფსკრული თანდათან იზრდება და იმასაც კარგად ვხვდებით, რომ ასე გაგრძელება საბოლოო ჯამში ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. თუმცა, ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი არათუ რიგით გულშემატკივრებს, იმ ხალხსაც კი არა აქვთ, რომლებიც ჭკვიანური სახით “ბრძნადმეტყველებას” არასოდეს იზარებენ ხოლმე.

ლევან სეფისკვერაძე

13:28 | 29 სექტემბერი, 2014

როცა კორუფცია “გეშინაურება“...

სიყვარული... მართლაც რა უცნაური რამაა სიყვარული, რომელიც სწორედ მაშინ გეწვევა, როცა ყველაზე ნაკლებად მოელი და სწორედ მაშინ გახსენებს თავს, როცა ყველაზე ნაკლებად გჭირდება. ფულის სიყვარული – ეს სიყვარულის ის განშტოებაა, რომელიც არავინ იცის როდის იჩენს ადამიანში თავს. ძველი ბერძნები კი ამბობდნენ, ფულის სიყვარული ადამიანის თანმდევი ტანჯვააო, მაგრამ განა მხოლოდ ტანჯვაა? თუ არ გჯერათ, კორუფციაში ბრალდებულ ქართველ მსაჯებსა და საფეხბურთო ფუნქციონერებს კითხეთ ეს ამბავი და ისინი უკეთ აგიხსნიან რატომ არა მხოლოდ ტანჯვაა ფულისადმი უზომო ტრფობა.

ლევან სეფისკვერაძე

11:00 | 21 სექტემბერი, 2014

უცნაური კაცი და ძველი მაისურები

რა უნდა ქნა, როდესაც სახლში მიგეჩქარება, ქუჩაში ძველი ნაცნობი გხვდება და თავის საქმეზე გაყოლას გთხოვს? არჩევანი მხოლოდ ორია, ან დათანხმდები და დაქანცულობის მიუხედავად  გაყვები, ანდაც, მიზეზების კორიანტელს დაახვავებ და საბოლოო ჯამში, ეს ნაცნობი, რა თქმა უნდა, მაინც განაწყენებული დაგრჩება. თუკი, ცოტა ხათრიანი ვინმე ხარ, მაშინ გაყოლებ-გამოყოლება, შეიძლება, დიდ თავსატეხად გექცეს...

10:58 | 18 სექტემბერი, 2014

გაუჩინარება ყატარში

 ვინ არ იძახდა, ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება სრული სიგიჟეა და დროა ფიფამ ამ გადაწყვეტილებას გადახედოსო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ – ფიფა მაინც ჯიუტად აწერდა ხელს მსოფლიოს 2022 წლის მუნდიალის (თან პაპანაქება ზაფხულში) არაბეთის ნახევარკუნძულზე გამართვის გიჟურ იდეას და შესაბამისი შედეგებიც უკვე სახეზეა.

ლევან სეფისკვერაძე

10:05 | 14 სექტემბერი, 2014

ამბები “სან ლორენცოზე”

”სან ლორენცოს” მიერ ლიბერტადორესის თასის აღებიდან საკმაო დრო გავიდა. ერთი შეხედვით ემოციებიც ჩაცხრა და ყველაფერი ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. რომის პაპის საყვარელ კლუბად სახელდებული “სან ლორენცო” მთელს ლათინურ ამერიკაში მითქმა-მოთქმის საგანი გახდა და ზოგიერთები იმასაც კი ამბობენ, რომ მავანმა “ბნელში მოფუთფუთეებმა” რომის პაპის გულის მოგება გადაწყვიტეს და “სან ლორენცოს” თასი “უყიდესო”.

ლევან სეფისკვერაძე

11:35 | 11 სექტემბერი, 2014

კაცი შენს წინ

რა უნდა ქნა მაშინ, როდესაც ფეხბურთს ტელევიზორში უყურებ და შენს წინ მჯდომი კაცი გეფარება და ცქერაში ხელს გიშლის? წესით, დიდი გამჭრიახობა არ უნდა იმის მიხვედრას, რომ წინ მჯდომ კაცს უნდა სთხოვო, - იქნებ გვერდით გაიწიოს, ან ადგილი შეიცვალოს, რათა ნორმალურად შეძლო ყურება. ამ შემთხვევაში თქმის რამდენიმე ხერხი არსებობს: 1. როდესაც მიდიხარ და ჯიქურ ეუბნები, რომ გასწიოს თავისი ხორცები (რასაც შეიძლება მისი მხრიდან ლოგიკური აგრესია მოჰყვეს). 2. მიდიხარ და მეგობრული ღიმილით სთხოვ, რომ გაიწიოს. 3. შორიდან უყვირი: ”ჩემი ძმა, ერთი გაიწიე რა კაცურად”.

<< პირველი<< წინა3940414243444546474849შემდეგი >>
0.244065