10:26 | 14 დეკემბერი, 2014
ღვინო და ფეხბურთიარგენტინის დღევანდელი საფეხბურთო ნაკრები გადაძველებულ, მაღალხარისხიან ღვინოს ჰგავს, რომელმაც დაძველების შესაძლებლობის მაქსიმუმი ამოწურა და თუ დროულად არ გაიხსნა და დაილია, შეიძლება სულ მალე კარგი ღვინის ნაცვლად ხელში გაფუჭებული და მრავალი დაავადებით გაძეძგილი უცნაური სითხე შეგვრჩეს. არადა სულ იძახიან გავხსნით–გავხსნითო, მაგრამ რატომღაც ეს შესანიშნავი ღვინო ისევ მარნის კიდეშია მიდგმული.
12:00 | 11 დეკემბერი, 2014
ეჰ, ქალბატონო ლენა...ლენა, გამოიტანე ქალო ის მხალეულობა და დააწყე ბარემ მაგიდაზე. ეყაროს ოხრად – თვალს უხარია“ – ბრძოლის ველზე გასული გენერალივით დაბაოტებდა ბატონი ანზორი მთავარ ოთახში და ბრძანებებს იძლეოდა.
10:04 | 07 დეკემბერი, 2014
სპორტული ინვენტარის მაღაზიაში– მობრძანდით, ბატონო. რას ინებებთ? აი სულ ახალი, ორიგინალი მაისურები გვაქვს მიღებული გერმანიიდან...
13:23 | 04 დეკემბერი, 2014
პიეტროს გზაგასული საუკუნის 50-იან წლებში, იტალიაში ცხოვრობდა ერთი უცნაური კაცი, სახელად პიეტრო რაპირი. ამ კაცის სახელი და გვარი ბუნებრივია არაფერს გვეუბნება, მაგრამ მისი საქმიანობა კი მართლაც რომ მრავლისმთქმელია.
10:22 | 30 ნოემბერი, 2014
პოლ გასკოინი - უბედური და მარადიული!მოდით ნუ ვიქნებით ბანალურები და ნუ ვიტყვით, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია. ნურც იმას ვიტყვით, რომ კაცმა არასოდეს იცის ხვალ რა მოელის და ადამიანთა ბედის განსაზღვრა შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვთქვათ, ან არაფერი ვთქვათ, მაგრამ ამით დიდი შეღავათი ნამდვილად არ მიეცემა ჩემი თაობის ჭეშმარიტ კუმირსა და მე თუ მკითხავთ, ბოლო დროის საუკეთესო ინგლისელ ფეხბურთელს, პოლ გასქიონს, რომელიც ახლა ისეთ დღეშია ჩავარდნილი, რა გულქვა უნდა იყოს კაცი - მაინც შეეცოდება.
11:29 | 27 ნოემბერი, 2014
მეფე და ფეხბურთელიმეფე მეფე იყო მოხუცი, ბრძოლებით დაღლილი და გასავათებული. ქვეყნის დედაქალაქი ხელახლა მოეოხრებინა მომხვდურთ და ქვეყანას მომავალი კვლავ ბევრ ვარამს უქადდა. მეფეს ჰქონდა თავის ტანზე უფრო დიდი ხმალი, თავზე ეფარა უცნაური, არატიპური ქუდი და საფიქრალს მისცემოდა. საფიქრალი იყო არჩევანი. არჩევანი კი არც ისეთი დიდი იყო. მაგრამ ეს კითხვა მაინც უღრღნიდა გულს - საით წავიდე?
10:08 | 23 ნოემბერი, 2014
ნაკრები ქეცბაიას შემდგომ...საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო პერიოდი დასრულდა. ”ჯვაროსნების” აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს დამსახურებული თუ დაუმსახურებელი კრიტიკა ბევრი შეხვდა და სიხარული კი ძალიან ცოტა. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი რეალობა და ყველამ კარგად ვიცით, ვინ ვართ და სადაც ვართ. ქეცბაიას რბილად რომ ვთქვათ უცნაური და რთულად პროგნოზირებადი პერსონის შესახებ ჭორ-მართალს ალბათ კიდევ დიდი ხნის მანძილზე მოვისმენთ, მაგრამ წარსულზე ბევრი ლაპარაკის პარალელურად არ იქნებოდა ურიგო, მომავალზეც რომ გვეფიქრა. მომავალზე, რომელიც საკმაოდ ბუნდოვანია.
10:32 | 16 ნოემბერი, 2014
საჩივარიმიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენთან გამოგზავნილი ჩემი უკვე მეთორმეტე წერილია, აქედანვე გაფრთხილებთ, რომ არ ვაპირებ შევწყვიტო წერილების წერა იქამდე, სანამ ჩემს ქუჩაზე არსებული უმსგავსობა რა აღიკვეთება და იქამდე, სანამ დამნაშავეები სათანადოდ და სანიმუშოდ არ იქნებიან დასჯილნი.
11:05 | 13 ნოემბერი, 2014
მეგობრის წერილიროგორ ხარ ბიჭო. ბოდიში, ბოლო დროს ვეღარ ვიცლი მოსაწერად. არადა ადრე უცხოეთში წასული კაცთან დაკავშირება ეგრე ადვილი აბა როგორ იყო... მარა აი ხომ ხედავ, მაინც ვერ ვწერთ ერთმანეთს ხშირად. მე ძველებურად ვარ. იმ ავტოსადგომზე აღარ ვმუშაობ. მაღაზიაში გაიჩითა უფრო კარგი ადგილი და იქ ვარ ახლა. მაგარი ცივი ქალაქი კია ეს ტურინი. სულ ძვლებში ატანს ხოლმე ყინვა. ახლა მაგრად მეცინება თბილისურ ყინვაზე რომ ვწუწუნებდი ხოლმე.
11:14 | 09 ნოემბერი, 2014
როდემდე?!ეს პატარა პროვინციული ქალაქი ყველა აქაურის სახლია. ყველანი ამ სახლის კედელში ჩამჯდარი ძველი, ნესტიანი აგურები არიან და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყავლიც გავიდა და ვეღარ დგანან ძველებურად მხნედ და ამაყად, მაინც ბევრ წელსა და ქარიშხალს გადააგორებენ. ისევე როგორც ამ სასაფლაოს ქვებს გადაუგორებიათ ათასი ქარიშხალი..
12:25 | 06 ნოემბერი, 2014
ტაქსისტის ნაამბობიმე თუ მკითხავთ ერთი ჩვეულებრივი, თუმცა როგორც მეუბნებიან, უცნაური თბილისელი ტაქსისტი კაცი ვარ. უცნაური იმიტომ, რომ ზოგიერთებივით არც ორი დიპლომი მაქვს და კლიენტებს ხურდასაც ყოველთვის დროულად ვუბრუნებ.