თამაშგარე

12:26 | 06.06

2
ჯიანინა, სერხიო და სერიალები

ერთხელ, აწ უკვე ვეტერან არგენტინელ ფეხბურთელს და დიეგო მარადონას ყოფილ სიძეს, სერხიო აგუეროს ჰკითხეს, რატომ დაშორდი დიეგოს ქალიშვილ ჯიანინას, თქვენ ხომ ერთმანეთი ასე ძალიან გიყვარდათო. სერხიომაც არ დაახანა და თავპატიჟდაუდებლად უპასუხა, რომ არაა ადვილი ყოველ დილას იღვიძებდე ადამიანის გვერდით, რომელიც დიეგო მარადონას ჰგავს.

19:14 | 29.05

4
სურაი - უგანდის მაზანზარებელი

გსმენიათ რამ ჭეშმარიტი ბაყვნარის შესახებ? გსურთ ვისაუბროთ გავის სიმხნევესა და დრეკადობაზე? გნებავთ ვახსენოთ მკერდის სიმკვრივე და ზანზარისდამი მიდრეკილება? მაშინ შეხედეთ წარმოდგენილ ფოტოებს და მოგვაპყარით თვალნი.

229522,229321

10:43 | 05.02.2016

11ლიზ სოლარი სართიჭალელთა გვერდით

ბედოვლათი სანტიაგო სოლარის მოდელი დაიკო, ლიზ სოლარი ნამეტნავად სკანდალებისმოყვარე რომაა – ეს ყველამ კარგად იცის და ამ ასულისგან უცნაური ქცევები არავის უკვირს. თუმცა, საციხოდ თუ გაიხდიდა თავს, ამას ალბათ ...

17:32 | 04.02.2016

2ქველმოქმედი ნოვაკ ჯოკოვიჩი

“ავსტრალიის ღია პირველობის” ჩემპიონმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ქალაქ მელბურნის ბავშვთა განათლების და მზრუნველობის ცენტრს 20 000 ამერიკული დოლარი გადაურიცხა.

10:34 | 04.02.2016

2არგენტინელთა იტალიური ოცნება

ამ ბოლო დროს, სრულიად იტალია და არამხოლოდ აპენინის ნახევარკინძული, მოხერხებულ და ნიჭიერ არგენტინელ შემტევზე, პაულო დიბალაზე საუბრობს, რომელიც ტურინის “იუვენტუსში” ბურთსაც შესანიშნავად აგორებს და თან იმასაც ...

11:19 | 03.02.2016

16ანა ივანოვიჩი და ვარსქენ პიტიახში

პოპულარული სერბი მეჩოგნე ანა ივანოვიჩი - ეს ამოდონა გაქანებისა და პოპულარობის მქონე ქალი დამდგარა, პირი მოუღია და საქვეყნოდ იძახის, ჩოგბურთი ჩემთვის პირველ ყოვლისა შემოსავლის წყარო იყო, ახლაც ასეთად რჩება ...

11:00 | 02.02.2016

11ლამაზმანი, ვითარცა გლდანის შაურმა

პერუელი მოდელი და პერუს საფეხბურთო ნაკრების თილისმა, ტილსა ლოსანო ის ქალია, რომლის დანახვისას მთელი ლათინური ამერიკა ვნებიანად გმინავს და კულუარული ინფორმაციით ვიცით, რომ ამ დიდებული გმინვის ხმა საქართველომდეც ...

15:03 | 01.02.2016

18მარია შარაპოვამ პუტინისტები გააბრაზა

საუკუნეთა განმავლობაში, ბირთვისის აუღებელ ციხეს არ შესევია იმდენი მტერი და დუშმანი, რამდენიც რუს მეჩოგნეს, მარია შარაპოვას ამ ბოლო სამ დღეში შეესია. თავისი თანამემამულენი რაში არ დებენ ბრალს ამ ჩვენს მარიჩკას, ...

14:12 | 31.01.2016

5სუზი კორტესი - ობიექტური და გავამშვენიერი

განა ამქვეყნად მხოლოდ ბოღმა და შური მეფობს? განა ყველა ბრაზილიელს არგენტინელი სძულს და ყველა არგენტინელს ბრაზილიისათვის ავი უნდა? არამც და არამც! პლანეტა ჩვენი სავსეა ხალხით, რომელთაც ნამეტნავად უყვართ ...

12:54 | 29.01.2016

3ქალი, რომელიც მონტევიდეოს ამშვენებს

როდესაც ურუგვაიში მზე ჩადის და მზის წითელი დისკო ოკეანეში ჩაეკიდება, მონტევიდეოს პლაჟზე დიდებული ასული გამოგოგმანდება, რომელსაც სახელად ვერონიკა ზაპოლო ქვია და რომლის სახელსაც მის ფირუზისფერ სამშობლოში ...

11:38 | 28.01.2016

5იოლანდა – ვითარცა ყუმბარა აზღუდში...

ამდენმა უთამაშებლობამ და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის ოცნებამ ვეტერან ესპანელ კიპერს, ვიქტორ ვალდესს გუნება გვარიანად გაუფუჭა და წუწუნსაც შეეჩვია. ერთადერთი, რაც სენიორ ვიქტორს დარდს უქარვებს და ბურთის ...

14:28 | 27.01.2016

4რონალდუს ნატალი “შოუკვეთიაო”

კოლუმბიელ მოდელ ნატალი რინკონიზე ავყია ბულვარული მედია ისეთ რამეებს წერს, ეს დაშხოშიანი ასული ქართველი რომ ყოფილიყო, ვერასოდეს გათხოვდებოდა და ამას ვინ ჩივის, შეიძლება მასზე ეთქვათ – არათუ ოჯახში შემოსაშვები ...

0.855561