ამ ბოლო დროს, სრულიად იტალია და არამხოლოდ აპენინის ნახევარკინძული, მოხერხებულ და ნიჭიერ არგენტინელ შემტევზე, პაულო დიბალაზე საუბრობს, რომელიც ტურინის “იუვენტუსში” ბურთსაც შესანიშნავად აგორებს და თან იმასაც იძახის, იტალია რა მშვენიერი ქვეყანაა და ჩემდათავად აქედან წამსვლელის ჭკუაც ვატირეო!
აქაოდა, დიბალა ყურადღების ცენტრში მოექცაო და იტალიის ბულვარულ მედიასაც მეტი რა ჯანდაბა უნდოდა? მსწრაფლივ დაინტერესდნენ ამ ბიჭის ცხოვრებითა და ხალისობებით, რასაც ასევე მოჰყვა საზოგადოებისათვის არგენტინელი შემტევის ამჟამინდელი გულისსწორისა და ტრფიალების ობიექტის გაცნობაც.
დიბალას არგენტინიდან მისი სატრფო, ახალგაზრდა მოდელი, ანტონელა კავალიერი გამოჰყოლია და ისიც შეყვარებულის მსგავსად, იტალიაში ცდილობს ფეხის მოკიდებას. წყვილი ერთად სულ რაღაც ერთი წელია რაც არის და დიბალა იძახის, ახლა უკვე ისეთ გუნებაზედა ვარ, ანტონელა თუ დაორსულდება და ბავშვს გამიჩენს, სულაც არ ვიქნები წინააღმდეგიო. მერე მიდი შეკაცო, ჩვენ რას გვიყურებ?!...