როდესაც ურუგვაიში მზე ჩადის და მზის წითელი დისკო ოკეანეში ჩაეკიდება, მონტევიდეოს პლაჟზე დიდებული ასული გამოგოგმანდება, რომელსაც სახელად ვერონიკა ზაპოლო ქვია და რომლის სახელსაც მის ფირუზისფერ სამშობლოში ყველა მამრი ვნებიანად გამოთქვამს.
ვერონიკა ზაპოლო უცნაური ვინმეა. ერთ დღეს თუკი მოდელია და პოდიუმის ფიცარნაგს აჭრიალებს, მეორე დღეს, ურუგვაის ქალ მოცურავეთა ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს, მესამე დღეს კი ისეთ გასაგიჟებელ და თამამთა შორის უთამამეს ფოტოებს იღებს, ხვაშიადს გამოგიმზეურებს ადამიანს.
მოგეხსენებათ ურუგვაი, ისევე როგორც ლათინური ამერიკის აბსოლუტურად ყველა ქვეყანა, ძირითადად ლათინოსური იერის შავგვრემანი ხალხითაა დასახლებული. ამ ქვეყანაში ასევე ბლომად ნახავთ ფერადკანიან ჯიგრებსაც. აბა მაშ როგორ არ დაამშვენებს ეს თეთრყირმიზა ასული ურუგვაისთანა ეკლექტურ ქვეყანას? აბა მაშ როგორ არ უნდა დალოცო ამ სიკისკასის შემქმნელი მონტევიდეო?!...