თამაშგარე

10:43 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიზ სოლარი სართიჭალელთა გვერდით

ბედოვლათი სანტიაგო სოლარის მოდელი დაიკო ლიზ სოლარი ნამეტნავად სკანდალებისმოყვარე რომაა, ეს ყველამ კარგად იცის და ამ ასულისგან უცნაური ქცევები არავის უკვირს. თუმცა, საციხოდ თუ გაიხდიდა თავს, ამას ალბათ თვით დიადი გოგი თოფაძეც კი ვერ წამოიდგენდა.

ლიზ სოლარის მანქანაში ბუენოს აირესის პოლიციამ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოუჩინა და ერთი ღამით, სართიჭალელი “ბარიგების” გვერდით მოათავსეს საპატიმროში. საბოლოოდ, თავქარიანმა ლიზიკომ დაამტკიცა, რომ აღნიშნული ნარკოტიკები გასაყიდად არ იყო გამიზნული, მაგრამ კარგა მოზრდილი ჯარიმის გადახდა კი მაინც მოუწია.

როგორც არგენტინაში ამბობენ, თურმე წინასწარი დაკავების საკნიდან გამოსულ მოდელს ჯერ ტანსაცმლიდან საპატიმროს მტვერი ჩამოუბერტყავს, მერე ჰაეროვანი კოცნით დამშვიდობებია ციხის რუხ კედლებს და თან დაუფიცია, გურჯაანელი “სტეკლო მაყვალა” ვიყო, ნარკოტიკებს კიდევ თუ გავეკაროო. აფსუს მაყვალ აფსუს....

0.180377