პერუელი მოდელი და პერუს საფეხბურთო ნაკრების თილისმა, ტილსა ლოსანო ის ქალია, რომლის დანახვისას მთელი ლათინური ამერიკა ვნებიანად გმინავს და კულუარული ინფორმაციით ვიცით, რომ ამ დიდებული გმინვის ხმა საქართველომდეც აღწევს. ეს კი არადა, სოფელ შიბლიანში უთქვამთ, გააჩერეთ ეს ტიალი ლოსანო, თორემ ღამე ვეღარ დაგვიძინია ოკენისგაღმური გმინვითაო.
მაგრამ, ყოველმხრივი შემკულობაც ამქვეყნად ალბათ არ არსებობს, რადგან პერუში ამბობენ, რომ ტილსა ლოსანო გლდანის შაურმასავით ქალია. თავიდან გინდა, გენატრება, ერთი სული გაქვს როდის შეახრამუნებ, მაგრამ შეჭამ და რა ხეირი? მხოლოდ უკმარისობისა და შეცდომის გრძნობა გრჩება და განიცდი...
ავი ხმები ამბობენ, ტილსა ლოსანოს ფული ისე უყვარს, დოლარის კუპიურა რომ მისცე, თბილისელი ტაქსისტივით, ხურდას ცოცხალი თავით არ დაგიბრუნებსო. ასევე იმასაც ამბობენ, ლოსანო ცივი ქალია და მასთან ცეცხლოვანი სექსი ვინც მოინდომა, ხელში არაფერი შერჩაო. არადა ეს ოხერი - შეხედავ და თრთი...