ამდენმა უთამაშებლობამ და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის ოცნებამ ვეტერან ესპანელ კიპერს, ვიქტორ ვალდესს გუნება გვარიანად გაუფუჭა და წუწუნსაც შეეჩვია. ერთადერთი, რაც სენიორ ვიქტორს დარდს უქარვებს და ბურთის ხელში დაჭერის ტკბილ დროს ახსენებს, ეს მისი ცოლის, მოდელ იოლანდა კარდონას მკერდია, რომელიც ჰაი ჰაი რომ ნაღდად არ ჩამოუვარდება იმ ბურთებს, რომლებსაც ვიქტორის ხელში გაუვლიათ.
იოლანდა მოქმედი მოდელია და თვე ისე არ გავა, ფოტოკამერის წინ იმერელი აზნაურივით რომ არ წამოიდრანგოს. ხომ იცით იმერელი ძველი აზნაურების ამბავი? ერთ რამედ ღირდა იმის ნახვა, როგორ გაიშოტებოდა ხმელ ტახტზე ნახევრად მშიერი აზნაური, რომელსაც წვერი ხალხის დასანახად ქონით ქონდა გაპოხილი – აქაოდა, სულ კაი-კაი და ცხიმიანი რამეები მიმირთმევნიაო.
ამასწინათ, იოლანდა კარდონამ ერთ-ერთი ცნობილი კოლუმბიური ჟურნალისათვის იპოზიორა და აზღუდში ყუმბარებივით ჩაწყობილი მკერდი ფოტოობიექტივის წინ ისე აათამაშა, ამის დამნახავი კაცი იტყოდა, ქალიც შენა ყოფილხარ და ძუძუც შენა გქონიაო. რაც აქვს აქვს – არ უნდა დავუკარგოთ...