განა ამქვეყნად მხოლოდ ბოღმა და შური მეფობს? განა ყველა ბრაზილიელს არგენტინელი სძულს და ყველა არგენტინელს ბრაზილიისათვის ავი უნდა? არამც და არამც! პლანეტა ჩვენი სავსეა ხალხით, რომელთაც ნამეტნავად უყვართ მოყვასი თვისი და მოყვასს საკუთარი ფუმფულა მკერდითაც კი გადაეფარებიან.
პოპულარულმა ბრაზილიელმა მოდელმა, სუზი კორტესმა, საჯაროდ განაცხადა, რომ მთელი გულითა და სულით სურდა ოქროს ბურთი კვლავ ლეო მესის მოეგო და მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ნეიმარი ძალიანაც უყვარს, სუზის აზრით, ამჟამად მთელს მსოფლიოში პირველი და უპირველესი სწორედ ჩია არგენტინელია.
შარშანწინ სუზი კორტესმა ბრაზილიაში ნამეტნავად პოპულარულ გავამშვენიერ ქალთა კონკურსში, “მის ბუმ ბუმში” გაიმარჯვა და მისმა უკანალმა ყველა ისე აღაფრთოვანა, რომ ჟიურის წევრები უნებლიედ საკუთარ გავაზე იდებდნენ ხელს და პარალელს ავლებდნენ კორტესის სხეულის უკანა ნაწილთან. თურმე რა ქალს ყვარებიხარ ლეო!...