კოლუმბიელ მოდელ ნატალი რინკონიზე ავყია ბულვარული მედია ისეთ რამეებს წერს, ეს დაშხოშიანი ასული ქართველი რომ ყოფილიყო, ვერასოდეს გათხოვდებოდა და ამას ვინ ჩივის, შეიძლება მასზე ეთქვათ – არათუ ოჯახში შემოსაშვები არაა, კაცმა ცხვირი ჭიშკარს იქით არ უნდა გამოაყოფინოსო.
არადა, ისეთი არც არაფერი მომხდარა. მაშინ, როდესაც მადრიდის ”რეალი” ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეს მართავდა, ნატალი რინკონი მადრიდელთა პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს ეფანცქვალა და რესტორანშიც ერთად ივახშმეს. რესტორნის მერე კი რა მოხდა – ამას აბა ვინ გაიგებს და რა მანქანებით გაიგებს?...
ეს იყო და ატყდა ერთი ჭორაობა და ამბების თხზვა, ნატალი კრიშტიანუს ყვარობსო, რონალდუს რინკორი “შოუყვანია და შოუკვეთიაო”, ეგ რომ კარგი ქალი იყოს, უცხო კაცთან პრუნწკაობასა და გავის თამაშს კი არ დაიწყებდაო და მისთანანი. ამ დროს, ნატალის ადგილზე ვინ როგორ მოიქცეოდა - ეგ არ გვათქმევინოთ ახლა...