თამაშგარე

19:14 | 29.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სურაი - უგანდის მაზანზარებელი

გსმენიათ რამ ჭეშმარიტი ბაყვნარის შესახებ? გსურთ ვისაუბროთ გავის სიმხნევესა და დრეკადობაზე? გნებავთ ვახსენოთ მკერდის სიმკვრივე და ზანზარისდამი მიდრეკილება? მაშინ შეხედეთ წარმოდგენილ ფოტოებს და მოგვაპყარით თვალნი.

თქვენს წინაშეა საიდუმლოებით მოცული უგანდელი მოდელი, მეტსახელად სურაი, რომელიც სრულიად აფრიკას ატყვევებს და სადაც კი ორი მხნე შავტუხა ოყლაყი ქალებზე იწყებს საუბარს, იქვე აუცილებლად ამ ქალსაც ახსენებს - ხოლმე. თქვენ იტყვით, ყველაფერი გემოვნების საქმეაო და ყველას როდი მოსწონს ზედმეტად გავაგანიერი ქალებიო, მაგრამ ერთია თქვენ და ჩვენ რას ვფიქრობთ და მეორეა, უგანდის ნაკრების მრავალრიცხოვანი ქომაგობა, რომლებიც არც კი დაფიქრებულან, ქალბატონი სურაი (ამ გოგოს სრული სახელი არავინ უწყის) ისე დაასახელეს მათი საყვარელი გუნდის თილისმად.

შეშფოთებული სურაი კი იძახდა, თქვენი ფეხბურთი და პაპანაქებაში ბურთის მდევნელი ჯეელები სულ ცალ ღონიერ ბარძაყზე მკიდიაო, მაგრამ როგორც ძველი აფრიკელები იტყოდნენ, „ქალი ბჭობდა, მაგრამ არავინ იცინოდა, რადგან პაპანაქება სიცხეში სიცილის თავი და ხალისი არც არავის ჰქონდაო“...

0.117468