საუკუნეთა განმავლობაში, ბირთვისის აუღებელ ციხეს არ შესევია იმდენი მტერი და დუშმანი, რამდენიც რუს მეჩოგნეს, მარია შარაპოვას ამ ბოლო სამ დღეში შეესია. თავისი თანამემამულენი რაში არ დებენ ბრალს ამ ჩვენს მარიჩკას, მოღალატეობიდან დაწყებული და ამერიკის აგენტობით დასრულებული.
როგორც იცით, მარია შარაპოვამ დიდი გამბედაობა გამოავლინა და საჯაროდ განაცხადა, რომ კარგად იცის და ხედავს თუ ვინაა მისი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სანამ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი იქნება, იგი რუსეთის სახელით არც ოლიმპიადაზე და არც სხვა ტურნირებზე გამოვა.
რამდენად აასრულებს მარია შარაპოვა ამ შესანიშნავ დანაქადნებს – ამას სულ მალე ვნახავთ. მანამდე კი, თქვენც შეგიძლიათ შეხვიდეთ სხვადასხვა რუსულენოვან ინტერნეტ-ფორუმებზე და დატკბეთ ჩვენი “თბილი” მეზობლების კომენტარების ხილვით, რომლებიც აშკარად ვერ არიან ხასიათზე. მრავალჟამიერ!