10:45 | 19 ივლისი, 2012
ერთი დილა იტალიის საპატიმროშისაკანში ოთხნი არიან. აქედან სამი არალეგალი. არაბი ჰუსეინი კარაბინერებმა მაშინ დაიჭირეს, როდესაც კონტეინერით ხილის წვენის ნაცვლად იარაღი გაჰქონდა. უკრაინელ მატვეის გენუაში ბანკის გაძარცვა უცდია და მაშინ აიყვანეს, როდესაც ბანკიდან ფულით გატენილი ჩანთით გამორბოდა. ქართველ გიოს კი მაღაზიის გატეხვა და 30 ბოთლი ვისკის მოპარვა ედება ბრალად. მეოთხე აშკარად იტალიელია, მაგრამ რაც საკანში შეიყვანეს, ხმას არავის სცემს და გიოს მრავალი მცდელობის მიუხედავად, ყველაფერზე თავის უარყოფის ნიშნად გადაქნევით პასუხობს.
13:09 | 16 ივლისი, 2012
სამართლიანობისაკენ გადადგმული ნაბიჯიხომ გინახავთ ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიჯიუტით გაოცებენ და ნერვებს გიშლიან? მაგალითად ისეთი ადამიანი, რომელიც თავიდან არასოდეს აღიარებს, რომ სხვა მართალია და როდესაც საკუთარი პოზიციის არაფრისმომტანობაში დარწმუნდება, მაშინ აქეთ შარს მოგდებს – მე სიმართლეს ყოველთვის მივხვდებოდი, შენ რომ არ მიშლიდე ხელსო... მოკლედ, ასა თუ ისე, ფიფაში მაინც მიხვდნენ იმას, რომ მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომების აღმოფხვრას მხოლოდ მსაჯების რაოდენობის გაზრდა ვერ უშველის და ტექნოლოგიურ პროგრესსაც დასდეს პატივი.
19:46 | 08 ივლისი, 2012
ნინოარ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩემი შეხედულება, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ვინ მიმაჩნია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ქართველ სპორტსმენად, აუცილებლად გიპასუხებთ – ასეთად, უპირველესად, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე მესახება. სასიხარულოა, რომ ტიტულების მხრივ, ნინოზე არანაკლები სპორტსმენი სხვებიც გვყავს, მაგრამ საუკეთესო სპორტსმენი, ჩემი აზრით, სამაგალითო და მისაბაძიც უნდა იყოს. ნინო სალუქვაძე კი ამ მხრივ უდავოდ ნომერ პირველია!
10:47 | 05 ივლისი, 2012
დიდი ულვაშას დიდი გუნდი!თუ სწორად მახსოვს, კარგი გუნდი საინტერესო ფეხბურთს უნდა თამაშობდეს. სულ მობილიზებული უნდა იყოს და მუდამ გამარჯვების რწმენით გადიოდეს მინდორზე. თუ სწორად მახსოვს, კარგ მწვრთნელს, არანაირი მეტოქის არ უნდა ეშინოდეს და არც ტიტულები უნდა ბეზრდებოდეს არასოდეს. თუ სწორად მახსოვს, კარგი ფეხბურთელი თანაგუნდელებისათვის მაგალითად უნდა ითვლებოდეს და სწორედ გადამწყვეტ მომენტებში უნდა ითამაშოს ისე – ლიდერს რომ შეეფერება. ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს ეს ყველაფერი ჰქონდა და ჰქონდა მოჭარბებულად. პირინელები ზედიზედ მეორედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები და ზედიზედ მესამედ აიღეს დიდი საფეხბურთო ჩემპიონატის თასი.
15:12 | 01 ივლისი, 2012
მწუხარე სახის რაინდი- ხედავ ავსულებს როგორი ლხინი გაუმართავთ ჩემო მეგობარო სანჩო. ლამაზი ასულებიც რომ დაუტყვევებიათ... როგორ გოდებენ საბრალონი... - ავსულებს სად ხედავ ჩემო ბატონო. ესენი ხომ ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრები არიან. ეს ლამაზი გოგონები სულაც არ ტირიან. ფეხბურთის ქომაგები არიან და თამაშისათვის ემზადებიან. სახეებიც უცინით. - აი ხომ ხედავ სანჩო. ბოროტმა ძალებმა შენც თავგზა აგიბნიეს და ავსულები გულშემატკივრებად გეჩვენება. ამ ციხის ქონგურებს შეხედე, სისხლში ამოსვრილი დროშები რომ აუფრიალებიათ. - ეგ ხომ ”სანტიაგო ბერნაბეუა”. გულშემატკივრები სტადიონზე შედიან, ესპანეთი-იტალიის ფინალს დიდ ეკრანზე ერთად რომ უყურონ. გავეცალოთ აქაურობას ჩემო ბატონო. გულშემატკივრები აგრესიული ხალხია და რამე რომ ვაწყენინოთ, შეიძლება იმაზე უარს დაგვმართონ, რაც გასულ კვირას ფუნდუკში გვიქნეს.
17:18 | 28 ივნისი, 2012
ტოსკანელი ახმახი”გამაგიჟებს ეს ბავშვი. სათამაშოები ამას არ უყვარს და ველოსიპედი. დღე და ღამე ბურთს დასდევს. ან დასდევდეს მაინც... აქაოდა ყველაზე მაღალიაო, უბნის დიდ ბავშვებს ჩაუყენებიათ კარში, უბრახუნებენ ბურთს და სულ დაჟეჟილ-დაბეგვილი აქვს გვერდები. შემოირბენს სახლში ათი წუთით, შესანსლავს პიცას და გარბის უკან. არ ვიცი, მაგის სკოლის მასწავლებლებს როდემდე უნდა ვემალო. წიგნი ბოლოს როდის გადაშალა - აღარც კი მახსოვს“ – საკუთარი შვილის “უსაქციელობაზე“ ხშირად ეწუწუნებოდა ლორენცო ბუფონი თავის მეგობრებს. ლორენცოს მეგობრებს რა უჭირდათ? ერთის შვილი მათემატიკის კოლეჯში სწავლობდა, მეორესი ვიოლინოს წრეზე დადიოდა. მოკლედ, აწყობილი ჰქონდათ ცხოვრება. გადარეული პატარა ჯიჯი კი ეზოში ათენ-აღამებდა და თავპირდასისხლიანებული ბრუნდებოდა სახლში.
12:54 | 24 ივნისი, 2012
გოლეადორიევროპის ჩემპიონატის თანმხლები საზეიმო განწყობილება ფეხბურთის ქართველ ქომაგებს დიდი ფეხბურთელის - რამაზ შენგელიას 55 წლის ასაკში გარდაცვალებამ გაგვიუფერულა. სამწუხაროდ, იმ თაობას განვეკუთვნები, რომელსაც არ ღირსებია და შესაბამისად, არ ახსოვს რამაზ შენგელიას და მისი თანაგუნდელების თამაშის ”ცოცხლად” ნახვა. ჩვენ, ძირითადად, მოყოლილი ამბებითა და ვიდეოჩანაწერებით ვსაზრდოობდით და გაჭაღარავებული ძველი დინამოელები ჩვენთვის ერთგვარ თვალშეუდგამ ლეგენდებად ითვლებოდნენ.
12:23 | 21 ივნისი, 2012
არაღიარებული სიხარულიროგორც ერთი ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ხშირად ამბობს ხოლმე, ”მოდით პირდაპირ ვთქვათ” – საბერძნეთის ნაკრები დიდი ვერაფერიშვილი გუნდია. ბრძოლა და მოწინააღმდეგეებისათვის წვივების აწითლება ბერძნებს აქამდეც კარგად გამოსდიოდათ და ამ მხრივ არც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შეურცხვენიათ თავი. ყისმათიც ძველებურად მოსდგამთ და მათ მწვრთნელსაც თავში სულ კაი-კაი აზრები დაუდის, მაგრამ ვერაფერს მოვუხერხებთ იმას, რომ ელადელები რაღაცნაირ, გულმიუვალ, ჩუმჩუმელურ ფეხბურთს თამაშობენ.
20:58 | 17 ივნისი, 2012
სამედიცინო დასკვნასახელი: მარიო გვარი: ბალოტელი ეროვნება: იტალიელი კანის ფერი: მუქი (აფროევროპული) ასაკი: 21 წლის (თუმცა, შესაძლოა, ნამდვილ ასაკს მალავდეს) სიმაღლე: 190 სანტიმეტრი წონა: 88 კილოგრამი პროფესია: ფეხბურთელი თვალის ფერი: შავი, ნაცრისფერში გადასული ხასაითი: უჟმური, გაუწონასწორებელი, არაპროგნოზირებადი ჰობი: ჩხუბი, გინება, სტრიპტიზ-ბარებში ჯდომა, გულშემატკივრებისათვის ნერვების მოშლა საყვარელი გამოთქმა: ”ვინც ჩემზე ცუდს იტყვის, კისერს მოვუგრეხ!” საყვარელი გმირი: სუპერმენი, სუპერმარიო ოცნება: იყოს ყველაფერში პირველი
11:23 | 14 ივნისი, 2012
ის დაბრუნდა!”თავიდანვე მივხვდი, რომ ის ძალიან დიდი იყო. იმდენად დიდი, რომ ყველას გვჩრდილავდა” – კენ კიზის ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინაში” ინდიელი ბრომდენის მიერ მაკმერფის მისამართით ნათქვამი ეს სიტყვები მაშინ გამახსენდა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე, უკრაინა-შვედეთის მატჩის დროს, ანდრეი შევჩენკო დავინახე. ანდრეი დიდი რომ იყო, ეს ნებისმიერმა ფეხბურთის მოყვარულმა ვიცოდით, მაგრამ გამოვიდა მინდორზე და ყველამ თვალნათლივ დავინახეთ, რომ ის ძლვემოსილად ბრუნდებოდა და ნამდვილი ბომბარდირი ყოველთვის ბომბარდირი იქნება!
14:51 | 10 ივნისი, 2012
ვლასივლასი მაღალი ბიჭი იყო. ქერა, მუდამ მხიარული და სიტყვაუხვი. მოკლედ, ნამდვილი უკრაინელი. დედაც უკრაინელი ჰყავდა, მაგრამ აქ გაზრდილი და ქართული კულინარიის სიტკბოებაში ჩაფლული. ”ცამოდით ცემტან, დგეს ხაჩაფური აცხობს დედა”, – გვეტყოდა ხოლმე ბიჭებს და თუ მივიდოდით, ვიცოდით, რომ დეიდა ლენა მართლა გემრიელ რამე-რუმეებს დაგვახვედრებდა. ლიმონათსაც კი სახლში აკეთებდნენ და დღემდე მახსოვს მათთან დალეული ჟოლოს შინაურული ლიმონათის გემო. მხოლოდ ვლასი და ერთი სერბი ბიჭი იყვნენ ჩვენს გარშემო კიევის ”დინამოს“ გულშემატკივრები.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |