12:44 | 27 აგვისტო, 2012
ბიჭი ბიბლიოთეკის ეზოშიზაფხული. ყველასგან მივიწყებული დაბა. პატარა მაღაზია, გვერდით იაფფასიანი სასადილო. უკან სადალაქო და უსაქმურობით მოწყენილი ულვაშებიანი დალაქი, რომელიც გამუდმებით შესასვლელთან დგას და ზეზეულად ამთქნარებს. აღმართში სკოლა გამოჩნდა, რომლის ფანჯრის ანჯამები პატარა ნიავის დაბერვის დროსაც კი ჭრიალებს. სკოლის გვერდით კი ძველი, დამპალსახურავიანი ბიბლიოთეკაა. ბიბლიოთეკის უკანა კედელს ბოლო ზამთრისათვის ვერ გაუძლია და ჩამოქცეულა.
18:05 | 19 აგვისტო, 2012
მოსალოდნელი მოლოდინიიტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას წლეულსაც რაღაცნაირი, უცნაური მოლოდინით ველი. ვისაც სერია ”ა” არ ეპიტნავება, მათ შეიძლება ვერ გაიგონ ამ მოლოდინის ამბავი. ბოლო 5 წელიწადია, თუკი რაიმე სახის სკანდალი არსებობს, ყველაფერი მაინცა და მაინც იტალიაში მოხდა. აგერ, ჩვენი ჯილა, უნიჭიერესი ახალგაზრდა მწვრთნელი - ანტონიო კონტე, დისკვალიფიკაციის გამო, მთელი 10 თვე ვერ გაუძღვება ”იუვენტუსს”. ეს ”მილანია” და თითქოს ფული არ უჭირს, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელებს პანტა-პუნტით ჰკარგავს. ჩაწყობილმა თამაშებმა და ამ თამაშების გამო ატეხილმა აურზაურმა ხომ მოგვწამლა და მოგვწამლა. ზლატანის ამბავი არც მკითხოთ...
10:52 | 16 აგვისტო, 2012
დილა და ილიაუმცროსი თაობის გულშემატკივრებმა შეიძლება არ იცოდნენ, რომ საფეხბურთო კლუბ გორის ”დილას” სახელწოდება არც მეტი, არც ნაკლები, საბჭოეთის ბელადს, იოსებ ბესარიონის ძეს უკავშირდება. სტალინის ცნობილი ლექსი ”დილა”, სადაც ერთი გორული დილა, თავისი ”იასთან გადახვეული ვარდებითა” და მთელი ამბებით, როგორც უკეთესი მომავლისა და იმედების სიმბოლოდაა გამოყვანილი. ამის გამო, ერთი პერიოდი ძალიან არ მომწონდა გორული კლუბის ეს სახელწოდება და ყმაწვილურად ვაპროტესტებდი – გორში ”სტალინიზმი” ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს – მეთქი.
11:57 | 12 აგვისტო, 2012
შრომა, წესიერება, პატრიოტიზმი...ოთხი წლის წინათ, ჩინელმა ოლიმპიელებმა პეკინის ოლიმპიადაზე რომ იპირველეს, ეს ფაქტი მაშინ მარტივად შეფასდა. ანუ, ჩინელების წარმატება ”სამშობლოში გამოსვლის” ფაქტორით ახსნეს. ოლიმპიადა ხომ პეკინში – ჩინეთის დედაქალაქში იმართებოდა. პეკინის ზაფხულის ოლიმპიადიდან აგერ უკვე ოთხი წელი გავიდა. ოლიმპიური ჩირაღდანი ამჯერად ბრიტანეთის მთავარ ქალაქში აინთო, მაგრამ ”აღმოჩნდა”, რომ ჩინელები ამჯერადაც შესანიშნავ შედეგებს აჩვენებენ და ამერიკის შეერთებული შტატების გუნდთან მძაფრ კონკურენციაში მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით, მეორე ადგილზე გავიდნენ.
11:18 | 09 აგვისტო, 2012
იამაიკური სოფელისპორტში ყველა თაობას თავისი ლეგენდა ჰყავს და ალბათ მომავალშიც ეყოლებათ. ლეგენდების გარეშე არც ერთი სახეობა არ არსებობს და სწორედ გამორჩეული ხალხის გამო გვიყვარდება სახეობაცა და კონკრეტული კლუბი ან ნაკრები. ბევრი ფიქრობს, რომ დღეს თაობის სპორტული ლეგენდები ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან და ოკეანის გაღმა-გამოღმა შობილი სწორედ ეს ორი ბიჭი ქმნის სპორტში მოდასა და ამინდს. თუმცა, თავს უფლებას ვაძლევ და ვიტყვი, რომ ეს ასე არაა. თაობის გმირად ჯერჯერობით ერთადერთი კაცი – იამაიკელი მორბენალი, უსაინ ბოლტი მესახება.
12:03 | 05 აგვისტო, 2012
ჩვენი გაწვდილი ხელილონდონის ოლიმპიადა ჯერ დაწყებულიც არ იყო, რომ ქართულ-რუსული პოლიტიკური ურთიერთობები მორიგი სპორტული სკანდალის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა. საქართველოს მიწაზე დაბადებული ოსი და აფხაზი სპორტსმენების: ბესიკ კუდუხოვის და დენის ცარგუშის პირად მონაცემებში “მცირე“ შეცდომა იყო გაპარული. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ ოლიმპიადის ორგანიზატორებისათვის მიწოდებული ინფორმაციით, ეს სპორტსმენები რუსეთის ფედერაციაში დაბადებულებად იყვნენ გამოცხადებულნი. ქართული მხარის მიერ გამოთქმული წერილობითი პროტესტის შემდეგ, ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ოსი და აფხაზი სპორტსმენების მონაცემები სასწრაფოდ გადააკეთეს, მაგრამ არა მთლად ისე, როგორც ქართველებს სურდათ. ჩვენი სურვილი იყო, რომ კუდუხოვისა და ცარგუშის დაბადების ადგილად საქართველო დაწერილიყო. გასწორებულ ვერსიაში კი მხოლოდ რუსეთის ფედერაცია გაქრა და სიტყვა “საქართველო“ ისევ არსად ფიგურირებს.
11:30 | 02 აგვისტო, 2012
მთავარი მონაწილეობა კი არა, მთავარი გამარჯვებაა!ქართველებისათვის ზაფხულის ოლიმპიადა ყოველთვის განსაკუთრებული სპორტული ღონისძიება იყო, რადგან ოლიმპიადა ერთადერთია, როდესაც ყველა დღე ახალი იმედით თენდება და თითებზე ვითვლით მომდევნო დღეებში რომელ ქართველ სპორტსმენებს ვიხილავთ. ქართველებისთვის მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ დიდი და ღონიანი ქვეყნები სხვა ისეთ ტურნირებშიც იღებენ მონაწილეობას, სადაც ჩვენ სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვხვდით. მარტო მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი რად ღირს, როდესაც აზიიდან ავსტრალიამდე მთელი პლანეტა ტელეეკრანებსაა მიმსხდარი და საყვარელ ნაკრებებს ქომაგობენ. ქომაგობით ჩვენც ვქომაგობთ, მაგრამ სხვებს.
22:49 | 29 ივლისი, 2012
ტელევიზორი- კაცო, ამ სიცხეში სად მიათრევ მაგხელა ტელევიზორს? ან რაღა დროს ”ივერიაა”? - რა ვქნა აბა. გამიფუჭდა ეს ტელევიზორი და თუ არ გავაკეთებ, ოლიმპიადას ვერ ვნახავ... - შენმა შვილმა სულ ახალი ტელევიზორი რომ გაჩუქა, ის რა უყავი? - ის კი მაქვს, მაგრამ ჩემპიონატებს აქ ვუყურებ ხოლმე. ის ტელევიზორი ცუდად მაქვს დაცდილი. ხორვატია-საქართველოს საზიზღარი თამაშის მერე, დავიფიცე, იმ ტელევიზორში სპორტს აღარ ვნახავდი... - დაბერდი და ცრუმორწმუნეც გახდი შეკაცო? ტელევიზორი რომ ჩვენებს აგებინებდეს, რაღა გვიჭირდა... - შენ, გინდა ასე თქვი და გინდა ისე. ნაღდია, რომ თუ რამე თამაში მოგვიგია, ყველაფერი ამ ტელევიზორში მაქვს ნანახი. - აბა შენ ყველაფერი გცოდნია და ისიც გეცოდინება რას იზამენ ჩვენები ოლიმპიადაზე? რამდენ ოქროს აიღებენ? - ოთხ ოქროზე ნაკლები არ იქნება.
12:44 | 26 ივლისი, 2012
”მე თქვენ მიყვარხართ, ბატონებო!”ძალიან უცნაური კაცია ეს ლეო მესი. ყოველ შემთხვევაში, ვერ გაიხსენებთ მისი ხასიათისა და ბუნების მქონე სხვა ვარსკვლავ ფეხბურთელს. მაშინ, როდესაც მთელი საფეხბურთი სამყარო დიდ საზაფხულო განცხრომასაა მიცემული, თუკი არგენტინულ გაზეთ ”ოლეს” დავუჯერებთ, ლეო ინდუვიდუალურად ვარჯიშის დროს მაინც ნახულობს და დღეში მხოლოდ 1-2 საათით აძლევს თავს გართობის უფლებას. და რა არის მისი გართობა?!... საყვარელ ქალთან ერთად აუზში ჭყუმპალაობა, ტკბილეულით პირის ჩაგემრიელება და საყვარელი ფილმების ცქერა. ბარი ლეოს არ უყვარს, არც ლუდხანა და ბევრი ხალხი. ტელეფონიც კი გამორთული აქვს. სწორედ ამიტომაცაა, ბულვარული პრესა მუდამ ლეო მესიზე რომ წუწუნებს – მესისგან სულ ბანალური და ნაკლებად ”ყვითელი” ამბები გვესმისო.
10:35 | 23 ივლისი, 2012
რა არის სიზარმაცე?!ძალიან ბევრი დაგიკარგავთ თუ არ გინახავთ ჩვენებური მეღვინე, რომელიც გაზაფხულზე შიშ-კანკალით ხდის ქვევრის თავსახურს. მისი შიში გამართლებული და ბუნებრივია, რადგან ჯერ კიდევ არ იცის, მთელი ზამთრის განმავლობაში ქვევრში ჭაჭაზე კახური მეთოდით დატოვებული ღვინო როგორი გამოვა და იქნება თუ არა სასურველი ხარისხის. ყოველი წლის ზაფხულში ქართული ფეხბურთის ქომაგებიც სწორედ შეშინებულ მეღვინეებს ვემსგავსებით, რადგან არ ვიცით, ევროპულ საკლუბო ტურნირებში ჩაბმული ქართული კლუბები რას იზამენ და ისევ მოგვჭრიან თუ არა თავს ევროპის მასშტაბით.
10:45 | 19 ივლისი, 2012
ერთი დილა იტალიის საპატიმროშისაკანში ოთხნი არიან. აქედან სამი არალეგალი. არაბი ჰუსეინი კარაბინერებმა მაშინ დაიჭირეს, როდესაც კონტეინერით ხილის წვენის ნაცვლად იარაღი გაჰქონდა. უკრაინელ მატვეის გენუაში ბანკის გაძარცვა უცდია და მაშინ აიყვანეს, როდესაც ბანკიდან ფულით გატენილი ჩანთით გამორბოდა. ქართველ გიოს კი მაღაზიის გატეხვა და 30 ბოთლი ვისკის მოპარვა ედება ბრალად. მეოთხე აშკარად იტალიელია, მაგრამ რაც საკანში შეიყვანეს, ხმას არავის სცემს და გიოს მრავალი მცდელობის მიუხედავად, ყველაფერზე თავის უარყოფის ნიშნად გადაქნევით პასუხობს.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |