17:01 | 19 სექტემბერი, 2021
მართალი იყო ის კაცი...შური ნამდვილად არაა ადამიანის საამაყო თვისება. ცნობილი ამბავია, რომ როდესაც ვინმესი და რაიმესი გშურს, უკვე შენშია პრობლემა. მაგრამ რა ვუყოთ იმ განცდას, რაც გასულ კვირას მეწვია, როდესაც ევროპის რანგით პირველ, მერე და მესამე საკლუბო ტურნირების ლამის ყველა შეხვედრის თამაშის მომენტებს ვუყურე.
11:03 | 11 სექტემბერი, 2021
ლეოს და კრიშტიანუს გზები ისევ გაიყარაევროპის ხუთი მთავარი ეროვნული საფეხბურთო პირველობიდან გერმანია ერთადერთია, სადაც არც ლეო მესის არცკრიშტიანუ რონალდუს არ უთამაშია. უფრო სწორად, არ უთამაშიათ გერმანულ კლუბში, თორემ ალემანთა მიწაზე ორივეს ბევრი შეხვედრა აქვს ჩატარებული და გოლიც მრავალი გაუტანიათ. ამ ორი კაცის ბედის ჩარხი კი ისეთი სისწრაფით ტრიალებს, რომ არაა გამორიცხული მომავალში გერმანიის ბუნდესლიგაც დააგემოვნონ. მანამდე კი...
13:29 | 05 სექტემბერი, 2021
ქუთაისის “ტორპედო“ თქვენი ასაგდები არ არის!ქართველი გულშემატკივრების სამართლიანი ქირქილი და გულისწყრომა გამოიწვია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებამ ქუთაისის “ტორპედოს“ მომავალთან დაკავშირებით.
11:15 | 29 აგვისტო, 2021
მიწაზე დანარცხებული “მფრინავი ვირები“გასული კვირა მეტად გულდარდიანი იყო იტალიური ფეხბურთის ქომაგებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აპენინელთა 2021-2022 წლების საფეხბურთო პირველობა რამდენიმე მართლაც რომ თვალსასეირო მატჩით დაიწყო და ზოგადად იტალიის საფეხბურთო ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლეა, ყველაფერი კარგი მაინც გადაიფარა იმ ამბით, რომ ფინანსური კრიზისის გამო ვერონას “კიევომ“ არსებობა შეწყვიტა.
14:12 | 22 აგვისტო, 2021
“ერის ბომბარდირი“ წავიდაკაცს რომელსაც მრავლისმნახველი გერმანელები “ერის ბომბარდირს“ დაარქმევენ, შეუძლებელია იყოს ჩვეულებრივი კარგი, ან თუნდაც მაგარი ფეხბურთელი. გერმანიის “ერის ბომბარდირობა“ ლეგენდარულმა გერდ მიულერმა პირველყოვლისა “ბუნდესნაკრების“ მაისურით ნაჩვენები შედეგებით დაიმსახურა და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვახსენოთ მისი არანაკლებად დიდებული საკლუბო კარიერა.
13:33 | 15 აგვისტო, 2021
ვაება დიდი ჰაქანისაეს ბიჭი თურქთაგან თავის დროზე ყველაზე პოპულარული იყო. იმდენად პოპულარული, რომ როდესაც ევროპაში გადაბარგდა, ფანი ქალების არმიას ძლივს ემალებოდა და მისი მოტრფიალენი ვარჯიშებზეც კი აწუხებდნენ და ხელს უშლიდნენ ნორმალურად ევარჯიშა. მას ხვდებოდნენ პრეზიდენტები და პრემიერ- მინისტრები, მასთან ფოტოს გადაღებაზე ოცნებობდნენ ფეხბურთში ახლადფეხშედგმული ბავშვები და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სწორედ ის იყო თანამედროვე თურქეთის სახე და სავიზიტო ბარათი.
14:25 | 07 აგვისტო, 2021
შურიანი კაცის წერილი მისტერ ჰოისვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოლიმპიადაზე ცხენოსანთა ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში ოდესმე რამის დაწერა მომინდებოდა. მიზეზი მარტივია - სტუდენტური მოცალეობის ჟამსაც კი იშვიათად მიწევდა ცხენოსანთა ასპარეზობის ცქერა და სახეობის წესებიც ბუნდოვნად მახსოვდა. მაგრამ ოდეს გიხილე დიდო და მაგარო კაცო ამხედრებული ცხენზე, რომელსაც ხუმრობით “უსიან ბოლტი“ დაარქვი, გაღიარე მსწრაფლივ და მიიღე ჩემი სიყვარული რწფელი!
11:00 | 01 აგვისტო, 2021
თბილისში დილით- რომ არა ოლიმპიადა დილის 6 საათზე რა აგაყენებდა? არ ვიცოდე მაინც რა ზარმაცი კაცი ხარ...
18:12 | 24 ივლისი, 2021
უცნაური ოლიმპიადაჩვენგან არ გესწავლებათ რომ იაპონელები ძალიან მაგარი ხალხია. შესაბამისად, არავის გაგვკვირვებია, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა და ათასგვარი შტამ-ოხრობებისა, იაპონელებმა მაინც მოახერხეს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის გამართვა. ისიც გვჯერა, რომ ერთი წლის დაგვიანებით გამართულ ოლიმპიადაზე სპორტსმენები განსაკუთრებული მიტივაციით იქნებიან. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეს მაინც არ და ვერ იქნება ის, რასაც ოთხ წელიწადში ერთხელ სპორტის მოყვარულები ესოდენ დიდი იმედითა და ხელების ფშვნეტით ელიან.
13:07 | 19 ივლისი, 2021
მწუხრის ჟამსმწუხრის ჟამს, თუკი თქვენი ბინის კარი კოსტუმში გამოწყობილმა ახალგაზრდა კაცმა დააკაკუნა, არ იფიქროთ, რომ მაინცა და მაინც “ჭეშმარიტებაზე” მოსაუბრე სექტანტი გესტუმრათ, რადგან თავისუფლად შეიძლება რომ, ეს ახალგაზრდა კაცი თქვენი შვილის მწვრთნელი იყოს, რომელიც იმის შესახსენებლად იქნება მოსული, რომ მისთვის გადასახდელი 50 ლარის გადახდა დაგიგვიანდათ და თუკი მომავალშიც ვერ გადაიხდით, მწვრთნელი იძულებული გახდება, რომ თქვენი შვილი გუნდიდან არა გააგდოს, არამედ, დროებით “დაითხოვოს”.
13:30 | 11 ივლისი, 2021
იტალია-ინგლისი - ისტორიაში პირველად!დღეს ისტორიაში პირველად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში ინგლისისა და იტალიის ნაკრებები ითამაშებენ. ევროპის ჩემპიონატის შექმნიდან ზუსტად 61 წელი გავიდა და ფეხბურთის სამშობლო არათუ ფინალში იტალიას არ შეხვედრია, არამედ საერთოდ პირველ ფინალს თამაშობს. როდესაც იაზრებ თუ რაოდენი მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას მრავლისმნახველი ინგლისელი ქომაგებისთვის, ნამდვილად არ გინდა წარმოიდგინო თავი გარეთ საუთგეითის ადგილზე, რომელსაც მხოლოდ ფინალამდე გაღწევისთვის ტაშს არავინ