10:52 | 28 ივნისი, 2020
სხვა არჩევანირაც თავი მახსოვს, საქართველოში სულ იმაზეა მსჯელობა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ოდესმე მოხვდება თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე და გვექნება თუ არა შანსი, ერთხელ მაინც მივაღწიოთ უდიდეს საფეხბურთო ფორუმამდე.
11:04 | 21 ივნისი, 2020
უცნაური სატრანსფერო ლოგიკაკრიშტიანუ რონალდუში და მესიში გადახდილი ათეულობით მოლიონი წყალში გადაყრილი თანხა არასოდეს იქნება. სულ რომ ქვეყანა დაიქცეს და მთელი კაცობრიობა უიღბლობამ შეიპყროს, რონალდუ და მესი ის ხალხი არ არიან, თავიანთი გასაკეთებელი რომ ვერ გააკეთონ და სკეპტიკოსებს სალაპარაკო მისცენ, თუმცა...
22:01 | 16 ივნისი, 2020
თორნიკეს არჩევანი - რატომ ცსკა?!"რა აპოლიტიკური, რუსეთის არმიის გუნდში გადადის ჩვენი ნაკრების კაპიტანი" ...გეთანხმებით, მაგრამ დღეს ჩემი ერთადერთი მიზანი ისაა, რომ იმ ადამიანების ნაწილს მაინც დავანახო მედლის ორივე, მეორე ან ერთი მხარე მაინც, რომლებიც გასაგები თუ გაუგებარი, პოლიტიკური თუ აპოლიტიკური, ლოგიკური თუ ალოგიკური მიზეზებით მუდმივად გაიძახიან, რომ სპორტი პოლიტიკა არაა.
13:22 | 14 ივნისი, 2020
სპორტით შეშინებულნისამწუხაროდ აფრიკის, აზიისა თუ ლათინური ამერიკის მინდვრებზე განა ერთ და ორი ფეხბურთელი დაღუპულა უეცარი სიკვდილით მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ავადმყოფობა არავის დაედგინა. მწვანე ბალახზე ოფლის მღვრელი ახალგაზრდა ბიჭების უეცარი სიკვდილი დღემდე ყოვლად წარმოუდგენელ ამბად ითვლება.
10:38 | 07 ივნისი, 2020
პრიმერა იწყებაკორონავირუსის ეპიდემიის დაძლევის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის დაწყებას ესპანელი და არამხოლოდ ესპანელი გულშემატკივარი განსაკუთრებული მოლოდინით ელოდა. იძულებითი შესვენება ბობოლა ესპანურმა კლუბებმა საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენეს და პრიმერა დივიზონი ამ ეტაპზე არაერთი მაღალი კლასის ლეგიონერით გაძლიერდა. ესპანეთში განსაკუთრებით არგენტინელი და ბრაზილიელი დებიუტანტების მოძალება შეინიშნება, რაც ბუნებრივია, რადგან მსგავსი ტენდენცია წლების განმავლობაში დიდი ზრდადობით იმატებს და გარდა ამისა, ლათინოამერიკული სახელმწიფოების მოქალაქეთა უმეტესობისათვის ისტორიული სამშობლო ხომ სწორედ ესპანეთია.
11:57 | 31 მაისი, 2020
რიკარდუ კარლუშის ფიქრებინახეთ, როგორ გადახუნდა “ბოტაფოგოს“ დროშა სამხრეთის ტრიბუნის თავზე რომ აღმართეს უხსოვარ დროს. სტადიონის მინდვრის გაზონიც გასაკრეჭია. ამდენი ხანი აბა რომელი გუნდი გაჩერებულა უფეხბურთოდ? მაგრამ კანონი ყველასთვის ერთია და რიკარდუ კარლუშმაც იცოდა, რომ წესების დარღვევა არამხოლოდ მას, კლუბსაც მოეკითხებოდა. კლუბს, რომელსაც 40 წელი ერთგულად ემსახურა და სულ მისი ხელით გაკეთებულა ამ სტადიონზე ყველაფერი კარის ძელის დარჭობით დაწყებული და ტრიბუნის მოაჯირების შეღებვით დასრულებული.
15:38 | 24 მაისი, 2020
სხვისი შვილებიუკვე მეოთხე წელია საქართველოში ძალაში შევიდა კანონი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ. ასეთ ზონებად აღიარეს არა მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებები, არამედ საავადმყოფოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ზოგიერთი სკვერი და კაფეებიც კი. თუმცა ერთია კანონის მიღება და მეორეა მისი შესრულება.
14:01 | 17 მაისი, 2020
სულ სხვანაირი ბუნდესლიგაფეხბურთის მოყვარულ ხალხს მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის გერმანიის საფეხბურთო კავშირის მიმართ, რომელმაც პირველმა მიიღო გაბედული გადაწყვეტილება და გუშინ გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. პანდემიის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო გუნდები უწინდელზე შედარებით ზანტად, დუნედ, უცნაურად და რაღაცნაირად მოშვებულად გამოიყურებიან. მაგრამ ალემნათა ქვეყანაში რაკი მაინც გაისმა ბურთზე ფეხის ძალუმად ბრახუნის ხმა, ეს ქომაგებისთვის სიამეც იყო და ერთგვარი დარდის გაქარწყლებაც.
12:59 | 16 მაისი, 2020
ის მაინც ბრუნავსყველაფერი პარიზში ჩაწოდებული კუთხურით დაიწყო - სწრაფი გათამაშება, მეკარის საჯარიმოსთან ბურთის, ერთი შეხედვით, სახიფათოდ „ჩაგდება“, მოჩვენებითი საფრთხე, მშვიდი დაცვა, ცივი გონება, მილიმეტრებში გამოზომილი გადაცემა, ბურთის წინ გაგდება, გაკიდება, მეკარის მოტყუება და„ბავშვის“ მიერ მახვილი კუთხიდან კარგად შესრულებული დარტყმა - 3:0 და ჩემპიონთა ლიგის მერვე თასი.
12:30 | 10 მაისი, 2020
ქართული სპორტი სამეზობლოშითანამედროვე მსოფლიოში ყველა აღიარებს, რომ ცალკე აღებული ერთი ქვეყნის სპორტული პროგრესი წარმოუდგენელია, თუკი მასთან ერთად რეგიონში არსებული სხვა ქვეყნებიც არ განვითარდა. მოდით, მაინცა და მაინც ნუ გამოვეკიდებით რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მაგალითს, რომელიც პირველ რიგში ოლიგარქების ფულით საზრდოობს და ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, ლათინოამერიკელ ფეხბურთელებში გასროლილი მილიონებით შესაძლებელია მყისიერი შედეგი მიიღო, შორსმიმავალ გეგმებზე კი ვერავინ ისაუბრებს.
13:39 | 03 მაისი, 2020
მოგონილი დიალოგებიადამიანი, რაც არ უნდა “ენამჭევრი” და საინტერესო მოსაუბრე იყოს, სულ მცირე, დღეში ერთხელ მაინც დგება მუდამჟამს აქტუალური პრობლემის წინაშე. ამ პრობლემას ერთობ მარტივი სახელწოდება აქვს _ სალაპარაკო თემის არქონა. არადა, ალბათ დამეთანხმებით, რომ სასაუბრო საგნის უცაბედ გაუჩინარებას, რაზეც თანამედროვე ახალგაზრდები საუბრობენ, “ტვინის დროებით დაშადთაუნებას” ეძახიან.