20:11 | 18 მარტი, 2022
რუსული ჯადოროგორც ლევ ტოლსტოი ამბობს: “რუსეთი საშინელი და მომაჯადოვებელი ქვეყანაა“. ამ ქვეყნის მართლაც რომ საშინელ და საზარელ წარსულსა და აწმყოს თვალნათლივ ვხედავთ და როგორც ჩანს, რუსეთს მართლა რაღაც ჯადო აქვს, რომელიც კაცს აბეჩავებს, ტვინს აცლის და ისეთივე ზომბებად აქცევს, როგორიც ყველა ის ადამიანია, ვინც ვლადიმერ პუტინს ერთხელ მაინც მისცა ხმა რუსეთის საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებზე.
17:17 | 26 თებერვალი, 2022
დიდება უკრაინას!ჩვენს მეგობარ უკრაინაში ომია. ნამდვილი, დაუნდობელი ომი, რომელიც გასცემს პასუხს კითხვაზე, მომდევნო ათწლეულები როგორ იცხოვრებს ევროპა და საბოლოოდ მოხერხდება თუ არა რუსეთის შეჩერება, რომელიც სპობს ყველაფერ ნათელს და ნამდვილს, სწორსა და თავისუფალს.
11:40 | 13 თებერვალი, 2022
ბედნიერება - მორიგი ოლიმპიადა ურუსეთოდ!ქართველებისთვის ზამთრის ოლიმპიადა თავისი მნიშვნელობით ზაფხულის ოლიმპიადაზე ლამის ათჯერ დაბლა დგას, მაგრამ თუკი ქართველს (და არა მხოლოდ ქართველს) ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადა სიამოვნებას ანიჭებს ეს იმის გააზრება და შესაბამისად განცდაა, რომ რუსეთი ამ უდიდეს სპორტულ ფორუმზე კიდევ ვერ იღებს მონაწილეობას და შესაბამისად, წინ სულ ოქროს მედლებიც რომ დაიხვავონ, რუსეთის ჰიმნს ერთხელაც კი არ მოვისმენთ. მაშ ეს ბედნიერება არაა?!
13:47 | 05 თებერვალი, 2022
საქართველოს ჩემპიონატის თავსატეხისხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო ლიგებში მოთამაშე კლუბების რაოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები ერთმანეთისაგან მეტად განსხვავებულია და ეს განსხვავებულობა ხშირ შემთხვევაში კამათსა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
11:09 | 30 იანვარი, 2022
აფრიკის თასი მაგარი ტურნირია!აფრიკის თასი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სანაკრებო ტურნირია და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ თბილისურ სუსხიან ზამთრებს ისე არაფერი აფერადოვნებს, როგორც არცთუ მაღალხარისხოვან და არცთუ ხასხასა მინდვრებზე მობურთალი შავტუხა ბიჭების ცქერა. კორონა-პანდემიის გამო აფრიკის თასის ჩატარების ადგილმა და თარიღმაც იარა, იარა და საბოლოოდ მაინც კამერუნამდე მივიდა. იმ კამერუნამდე, რომლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე იძახდა, სასწაული მოხდება ამ ტურნირის მასპინძლობა რომ შევძლოთო. საბოლოოდ “შავი კონტინენტის“ უმთავრესი საფეხბურთო გათამაშება მაინც დაიწყო და მე თუ მკითხავთ, ძალიან საინტერესოდაც მიდის.
14:05 | 23 იანვარი, 2022
ბალოტელი - უკანასკნელი გიჟმაჟიმარიო ბალოტელი დიდი და ლეგენდად ქცეული ფეხბურთელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ გამორჩეული ვინმე მუდამ იყო და მისი საფეხბურთო კარიერა ერთთავად მედიის ყურადღების ქვეშ ექცევა. იტალიის საფეხბურთო ნაკრებში დღეს ამ შავტუხა კაცზე ბევრად კარგი შემტევები თამაშობენ და 31 წლის მარიოს სავარაუდოდ იქ აღარავინ მიიწვევს, თუმცა ბალოტელი კარიერის მიწურულს მაინც ახერხებს “გაბრძოლებას“ და შესაძლოა, ფეხბურთიდან მაჟორულ ნოტაზე წავიდეს.
19:14 | 15 იანვარი, 2022
მესის “გამოტირებულები“არ მესმის იმ ხალხის, კატალონიიდან ლეო მესის აბარგების შემდეგ “ბარსელონას“ რომ აღარ ქომაგობს და ამბობს, რომ მათთვის ამ კლუბისადმი ინტერესს მხოლოდ და მხოლოდ არგენტინელი სუპერვარსკვლავი განაპირობებდა. გუნდის ქომაგობა ცხადია ყველა ადამიანის პირადი არჩევანის ნაწილია და არავის აქვს უფლება ამ არჩევანში ხელ-ფეხი აფათუროს. თუმცა, საგულშემატკივრო ტრადიციებიც თავის დაუწერელ მოთხოვნებს აყენებს და ერთი ფეხბურთელის (როგორი მაგარიც არ უნდა იყოს ის) გამო კლუბის ქომაგობა ან მისი დავიწყება ნამდვილად არ ტოვებს სერიოზულ და დადებით შთაბეჭდილებას.
12:09 | 09 იანვარი, 2022
დიდი ვიქტორ სანეევი წავიდა!ქართული სპორტის მოყვარულებს გასული კვირის პოსტსაახალწლო საზეიმო განწყობა დიდი გულისტკივილით შეეცვალათ. 2022 წლის 3 იანვარს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ადამიანი, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მძლეოსანი და საუკუნის სპორტსმენი, ვიქტორ სანეევი.
13:14 | 01 იანვარი, 2022
საახალწლო სუფრა და ფეხბურთისამწუხაროდ ქართული სუფრის (განსაკუთრებით კი საახალწლო სუფრის) შესახებ მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, თორემ დარწმუნებული ვარ ბევრ ქვეყანაში აღიარებდნენ საცივსაც, შემწვარ გოჭსაც, გოზინაყსაც, ჩურჩხელასაც და არც ქართულ ღვინოზე იტყოდნენ უარს. უცხოელებს ერთადერთი შეიძლება მთვრალი და დილის 5 საათამდე ტვინის მბურღველი მეზობლის მოსმენის ტრადიცია არ მოწონებოდათ, მაგრამ მესამე ჭიქა კარგი საფერავის მერე ტვინის მბურღველ მეზობელსაც აიტანს კაცი და შეიძლება ცოტა ხნით ისიც კი დაივიწყო, როგორ რთულ დროში გვიწვეს ცხოვრება და რამდენი პრობლემა აწუხებს ჩვენს ქვეყანას.
11:46 | 25 დეკემბერი, 2021
შეზღუდვა, რომელიც ყველას დააზარალებსრაიმეზე დამოკიდებულება ზოგადად ძალიან ცუდია. წიგნის კითხვაზე დამოკიდებულებაც კი არაა მთლად კარგი, რადგან ცუდად განათებულ ადგილას, ყველა პოზაში და ყველგან წიგნის კითხვამ შეიძლება მხედველობა დაგვიქვეითოს. არც კომპიუტერზე დამოკიდებულებაა კარგი, არც ბევრი ჭამა, არც ბევრი სმა და ბევრი ვარჯიშიც კი შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ადამიანის ორგანიზმისთვის. რა თქმა უნდა არც ლუდომანია და თამაშდამოკიდებულებაა კარგი, მაგრამ კაცობრიობა დიდი ხანია მიხვდა იმას, რომ ადამიანის ბუნება ასეთია. ზოგს ღვინის სმა უყვარს, ზოგს წიგნის კითხვა, ზოგს ვარჯიში და ზოგს აზარტული თამაშები. რაც არ უნდა მორალისტურად განვიხილოთ ეს საკითხი, მაინც იმ დასკვნამდე მივალთ, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ონლაინ-კაზინოების შეზღუდვასთან დაკავშირებით, საბოლოოდ ვერც შედეგს გამოიღებს (საკითხავია ან რა შედეგს ელოდნენ?) და თამაშის მოყვარული ტიპებიც აუცილებლად ნახავენ სხვა გზას, რომელიც არც ისე რთულად სანახავია.
14:34 | 18 დეკემბერი, 2021
უეფას ყველაფერი ეპატიებაშეცდომა ყველას დაგვიშვია - დიდიც დაა უმნიშვნელოც. ისტორიამ გვაჩვენა, რომ უმთავრესი სამეცნიერო აღმოჩენები ხშირად შეცდომებს მოსდევს ხოლმე და უშეცდომო არც არავინ ყოფილა და არც არავინ იქნება. თუმცა, ჩვენ ბავშვობიდან გვზრდიდნენ იმ მორალით, რომ შეცდომის დამშვებმა ადამიანმა თავის შეცდომა-გადაცდომებზე რაღაც ფორმით პასუხი უნდა აგოს და როგორც ჩანს ეს თითქოსდა მარტივი ჭეშმარიტება ევროპული ფეხბურთის მმართველებს - უეფას ჩინოსნებს არაფრად უღირთ.