14:33 | 19 მარტი, 2023
ულუდხანობა საფეხბურთო ქვეყანაშიშეგიძლიათ გაიხსენოთ თბილისში მდებარე ტელევიზორიანი ლუდხანა და ბარი, სადაც ათი წლის წინ ფეხბურთს უყურეთ და დღეს ისევ ძველი სახით ფუნქციონირებს? დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგიჭირდებათ ასეთის გახსენება. თბილისი არის ქალაქი, სადაც კვებითი დაწესებულებები ლამის ყოველ წელს იცვლებიან, გადაკეთდებიან, ისხვაფერებენ სახელსა და სტილს, პროფილსა და იმიჯს და ამის მიუხედავად, არც ეს სახეცვლილება ამართლებს ხოლმე.
15:59 | 04 მარტი, 2023
რა შეუძლია ოსიმენს?ადრე ხუმრობით ვწერდი, საქართველოში ვიქტორ ოსიმენი უფრო ბევრმა ადამიანმა იცის ვინაა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი - მეთქი. ხუმრობა იქით იყოს და ეს შავი ბიჭი არამხოლოდ საქართველოში, ლამის მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელად ყალიბდება და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ოსიმენის ასეთ წარმატებაში და პოპულარობაში ლომის წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის.
16:39 | 19 თებერვალი, 2023
30 წუთი, რომელიც მთელს ცხოვრებას უდრის!ხვიჩა კვარაცხელიას ქალაქ ნაპოლიში პოპულარობა ცნობილი ამბავია და კამპანიის რეგიონის ამ ხმაურიან ალაგას ჩასული ადამიანი სულ რომ ფეხბურთთან მწყრალად იყოს, სადმე მაინც აუცილებლად გადააწყდება ხვიჩა კვარაცხელიას სახელს და ფოტოს.
11:39 | 10 თებერვალი, 2023
დაუვიწყარი „მადონინა“ბოლო დროს ისე ხდება, რომ საქართველოდან იტალიაში ფეხბურთის სანახავად თუ მიდიხარ, მაინცდამაინც ე.წ. ინფლუენსერი უნდა იყო, ნეაპოლში ჩახვიდე და იძახო, რომ ფეხბურთი დიდად არ გაინტერესებს, მაგრამ რომელიღაც კომპანიამ „ნაპოლის“ თამაშზე მესამედ წაგაბრძანა
16:45 | 02 თებერვალი, 2023
„ნაპოლი“ და ჩვენყველაფერი იქითკენ მიდის, რომ „ნაპოლი“ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, შეიძლება მართლა გახდეს იტალიის ჩემპიონი და ამაში სამხრეთულ გუნდს საკუთარი კარგი თამაშის გარდა, მეტოქეთა უგერგილობაც „ეხმარება“.
13:50 | 28 იანვარი, 2023
გვიანი ქება ანხელ დი მარიასი2005 წელი. არგენტინა. როსარიოში ორნი კაცნი მიდიოდნენ. ვინმე სერხიო და ვინმე უგო. იდგა ზაფხული და იყო მცხუნვარება მზისა.
17:56 | 14 იანვარი, 2023
14 იანვრის ღამე არასოდეს დაგვავიწყდება!ვისაც გინდათ დაგენაძლევებით, რომ საქართველოში ვიქტორ ოსიმენის სახელი უფრო მეტმა ადამიანმა იცის, ვიდრე მაგალითად ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვინაობა.
15:15 | 06 იანვარი, 2023
კაცი ჩვენი ბავშობიდან1991 წელი დაუვიწყარი იყო საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს დგამდა და არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლებაც ბოლო 70 წლის მანძილზე პირველად გვყავდა.
16:59 | 31 დეკემბერი, 2022
"პელე ხარ" - ყველგან და ყველაფერში ყველაზე სასურველი ეპითეტიფეხბურთს აღარც ღმერთი ჰყავს და უკვე აღარც - მეფე.
21:45 | 30 დეკემბერი, 2022
ხვიჩას და გამარჯვებების წელიბევრი რამით შევა 2022 წელი ისტორიაში. კარგითაც და ცუდითაც. უფრო რა თქმა უნდა ცუდით, რადგან 2022 წლის თებერვლის ბოლოს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო აგრესია მთელი წლის მანძილზე მსოფლიოს ღირსეული და მშვიდობისმოყვარე მოქალაქეების მთავარი საფიქრალი იყო და ეს უბედურება უკრაინის მიწაზე სამწუხაროდ დღემდე გრძელდება.
20:09 | 21 დეკემბერი, 2022
მაპატიე ძმაო ლაიონელ. შენ უპირველესი ხარ!ბავშვობაში მასწავლიდნენ, რომ ადამიანს აღიარება უნდა შეეძლოს და ვისაც შეცდომის აღიარება არ შეუძლია, იმის ნათქვამი არც არაფრად ღირს.