...ფინალის შემდეგ ალბათ უმეტესობა ძლივსოცნებაასრულებულ მესიზე ფიქრობდა; ზოგი უიშვიათესი ჰეთთრიქის შემსრულებელ და მაინც გულგადაწყვეტილ მბაპეზე; ზოგი მარტინესის მიერ დამატებით დროში ბოლო წუთზე მოგერიებულ ბურთზე; ზოგი ვიზე და ზოგიც - რაზე; მაგრამ ერთადერთი, ვინც ყველას მთელი დღის განმავლობაში შინაგანად მაინც ახსოვდა, დიეგო მარადონა იქნებოდა. გუშინ ფეხბურთის ასეულ მილიონობით ქომაგი გაიფიქრებდა - რა მოხდებოდა, ამ უდროოდ წასულ გენიოსს კიდევ ორი წელიწადიც რომ ეცოცხლა...
თუმცა, რა იცი, არგენტინის გაჩემპიონების ამბავში იქნებ სწორედაც რომ დროულად წავიდა და იმ ქვეყნიდან დაეხმარა თავის ნაკრებს (რავი, ჩვენ ხომ გვწამს იმქვეყნიური ცხოვრების და იქიდან რომ თვალს გვადევნებენ. ჰოდა, თვალს თუ გვადევნებენ, ამისთანა მატჩის ყურებაზე უარს რატომ იტყოდა ვინმე, მითუმეტეს მარადონა). აკი თქვა კიდეც დიეგომ 36 წლის წინათ ინგლისთან გოლის ხელით გატანაზე, ღმერთის ხელი იყოო და იქნებ ახლა, ამჟამად გაცილებით ახლოს მყოფმა, ზუსტად იმ წუთებში, როდესაც არგენტინას ძალიან გაუჭირდა, ჩააწყო კიდეც ღმერთთან. თუკი იმ ერთადერთთან არ ან ვერ შეძლო, მაგის მოხერხებულობის ამბავი რომ ვიცით, ფეხბურთის ღმერთს გამოჩხრეკდა სადმე (ომისა და სიყვარულის ღმერთები თუ არსებობენ, ფეხბურთის ღმერთიც ხომ უნდა იყოს თავის ადგილზე), მაგ მაკვარანცხის შემხედვარე კი, მასზე გაბრაზებას და ამნაირ მნიშვნელოვან საკითხზე მისთვის უარის თქმას აბა ვინ გაიფიქრებდა...
კარგი, შევეშვათ ზეციურ არგენტინას და დავეშვათ ყატარის მიწაზე, სადაც გუშინ, საფეხბურთო სპექტაკლს რომ ეძახიან, სწორედ ის ვიხილეთ.
საწყისი 80 წუთის განმავლობაში კაციშვილი ვერ წარმოიდგენდა მოვლენების ისეთ განვითარებას, საბოლოოდ რომ შეგვრჩა. იმდენად მოულოდნელად აშკარა იყო არგენტინელთა უპირატესობა, რომ მე-80 წუთამდე (როდესაც მბაპემ პენალტით პირველი გოლი შეაგდო), მგონი, ფრანგ გულშემატკივართა უმრავლესობაც კი იმას ფიქრობდა, ანგარიშის გაბათილებას და მატჩის გადარჩენას ვინ ჩივის, დიდი სხვაობით არ წავაგოთო. თუმცა... თუმცა, გამოთქმამ - კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა - აქაც შეგვახსენა თავი. ფრანგებმა ორწუთიანი ქარბორბალა დაატრიალეს და მერე ისეთ იშტაზე მოვიდნენ, რომ ახლა უკვე არგენტინელები ოცნებობდნენ ძირითადი დროის მალე ჩამთავრებაზე...
აქ მატჩის განხილვას არ ვაპირებ (ისედაც ათასნაირად განიხილეს ბოლო საათების განმავლობაში), მხოლოდ იმის ხაზგასმა მინდა, რომ ზემოხსენებულმა ფეხბურთის ღმერთმა ზუსტად ისეთი სანახაობა გვაჩუქა, რომლის გამოც უყვარს სპორტის ეს სახეობა მილიარდობით ადამიანს და რომლის მსგავსიც, მსოფლიოს ჩემპიონატებზეც კი, იშვიათია (მითუმეტეს ფინალებში). მუნდიალზე დაძაბული და საინტერესო ფინალების მეტი რა გვახსოვს, მაგრამ ორივე გუნდის მხრიდან მატჩის მსვლელობის ამდენჯერ ძირეულად შეცვლა (გაჯერებული ამდენი გოლით, საინტერესო და ლამაზი მომენტით, გატანილი თუ მოგერიებული პენალტით), არ ყოფილა. იყო ერთი-ორი ფინალი, რომელიც ანგარიშიდან გამომდინარე დაძაბულობით თითქოს წააგავს, მაგრამ გუშინდელთან მაინც ვერ მივა...
მოკლედ ისეთი თამაში იყო, ობიექტური მაყურებელი ნებისმიერის გამარჯვების შემთხვევაში რომ იტყოდა, დაიმსახურაო. მაგრამ... აი, აქ იყო ერთი დიდი მაგრამ - გუშინ მთელი საფეხბურთო სამყარო რომ გამოგეკითხა (თავის ქომაგიან-ფეხბურთელებიან-ჩინოვნიკებიანად), უდიდესი უმრავლესობა იტყოდა, რომ მესის ჩემპიონობა სურს. და ამის მოსურნეებში, დარწმუნებული ვარ, კარგა ბლომად იქნებოდნენ ბრაზილიელებიც, ინგლისელებიც (გასაგებია, ესენი ხაზგასმით რატომაც გამოვყავი), ქართველებიც (ჩვენ რა შუაში ვართ, მაგრამ მაინც) და შესაძლოა, ცოტა ფრანგიც კი. არა, ეს ფრანგები ამაზე ყვირილს არ დაიწყებდნენ, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში, მათაც ენდომებოდათ, რომ თანამედროვეობის უდიდესი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარეშე არ დარჩენილიყო...
იმის თქმა მინდა, რომ გუშინ თითქოს მთელი პლანეტა შემზადებულ/მომართული იყო ჩემპიონის როლში მესის სანახავად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დედამიწა ამოტრიალდებოდა.
კაცმა რომ თქვას, მესიზე არანაკლებ ფეხბურთელებს (ვისთვის როგორ) - ჰოლანდიელ კრუიფსა და ვან ბასტენს; ბრაზილიელ ზიკოსა და სოკრატესს, იტალიელ ბაჯოს, აგერ მთლად „ცინცხალ“ კრიშტიანუს და ა.შ. - ვერ აღუმართავთ მსოფლიო თასი, მაგრამ დედამიწის ტრიალზე ამას გავლენა არ მოუხდენია - ის მაინც ბრუნავს!
და მაინც, ახლა სრულიად განსხვავებული ატმოსფერო სუფევდა - თითქოს, ყატარის ცხელი და მძიმე ჰაერი მესის მატჩისშემდგომი ბედნიერების სურნელით წინასწარ იყო გაჟღენთილი...
აქ მცირე გადახვევა.
რაც თავი მახსოვს, ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ. ბრაზილია, ჰოლანდია (ნიდერლანდები), ინგლისი - ძირითადად ამ თანმიმდევრობით ვქომაგობდი ამა თუ იმ ნაკრებს დიდ ტურნირებზე. რა თქმა უნდა, სათამაშო სტილით ეს გუნდები გვარიანად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ დიდ ფორუმებზე სტაბილურად ძლიერი გუნდების წარდგენასთან ერთად, მეტწილად სანახაობრივ ფეხბურთზე აქცენტირება, ამ სამეულს ჩემთვის სხვებისგან ყოველთვის გამოარჩევდა.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ გერმანია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი ან არგენტინა იყო უშნო ფეხბურთის მქადაგებელი (ან კი როგორ შეიძლება ეს თქვა, კლინსმანის, ბაჯოს, ჩავის, ზიდანისა და თვით მარადონას შემხედვარე), მაგრამ ჩემთვის, სანახაობრივი სიხშირის თვალსაზრისით ასე იყო.
და მეც კი, არგენტინის ორი უდიდესი „საფეხბურთო მტრის“ (ბრაზილია-ინგლისი; და არც ნიდერლანდებზე ამოსდით ისტორიულად მზე და მთვარე) ბანაკთა წარმომადგენელი, ამ ჩემპიონატის დაწყებიდან ბოლომდე, გაცილებით მეტად ვფიქრობდი მესიზე და მის ჩემპიონობაზე, ვიდრე ზემოაღნიშნულ სამ გუნდზე, როგორი რიგითობითაც არ უნდა დალაგებულიყვნენ ამ მუნდიალზე.
ჰოდა, თუკი ფეხბურთის (ფეხბურთის და არა ცალკეული გუნდის, ნაკრების ან ფეხბურთელის) ნამდვილი გულშემატკივარი ხარ, რაღაც მომენტში მაინც, შენი ინტერესი და გულისტკივილი გვერდზე უნდა გადადო და დედამიწაზე არსებულ სამართლიანობას შენი დასტურიც დაურთო! მსოფლიო (და არამარტო მსოფლიო ფეხბურთი) ხომ გაცილებით ლამაზი, გემრიელი და სამართლიანი იქნებოდა, მუნდიალი მაგალითად კრუიფს ან ბაჯოს რომ მოეგო... მაგრამ ასე არ მოხდა. ისედაც ბევრი უსამართლობა იყო და მოდი რა, ვიმყოფინოთ!
P.S. ფინალის შემდეგ თბილისში მოძრავი #351 ავტობუსში ორი, ასე 18-19 წლის გოგონა ამოვიდა. ერთ-ერთს ხელში A4 ფორმატის თაბახის ფურცელი ეკავა და ზედ ამოპრინტერებულ მესის ფოტოს ჯერ ჰკოცნიდა, მერე კი, გულში იხუტებდა. ეს ხდებოდა თბილისის ერთ-ერთ პატარა მონაკვეთზე. ჰოდა, გასაგებია ხო დანარჩენი?..
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აჰა პორტუმ კიდევ იშოვა 60 მილიონი
))
საღოლ რა პორტუს ადმინისტრაციას....იმენნა ფულის ცეხია რა...
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
დედის გლანდებში სქოთებს
ეს უკვე პრიდელია ძმაო! ძაან სერიოზული იგროკია ჯექსონა!
ელ კლასიკო იზ ქამინგ ბიჯეს
DDDDDDstripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=QZsEa9xQ_gU')>0?' http://www.youtube.com/watch?v=QZsEa9xQ_gU':' http://www.youtube.com/watch?v=QZsEa9xQ_gU'))
აუ ჩემი რას აკეთებენ ესენი
გადავრჩით ტიპებმა რა ვერ გაიტანეს
D
babubabu
DDDDDDDDD
DDDDDD ხო იცი რო წაგებული გაქვთ აზრი არ აქვს ნუ უყურებთ მადრიდისტები
DDDDDDDD
26 ში უფრო კარგი გრძნობით და განწყობით ვიქნებით უფრო სწორად 27 ში ანუ კლასიკოს მეორე დღეს
აი ასე წინასწარ უნდა ვიტრაბახო
ჩტოოოოო???
DDDDDDD ხო ვიცი წაგებული გვაქვს
5-1 ან 6-2 მორჩებაო ასე გადავწყვიტეთ ბარსას სასარგებლოდ
არ ვუყურებთ ძმაო
DD
stripslashes((strlen('https://www.facebook.com/photo.php?fbid=563683937036105&set=a.218830588188110.54628.208463392558163&type=1&theater;')>0?'https://www.facebook.com/photo.php?fbid=563683937036105&set=a.218830588188110.54628.208463392558163&type=1&theater;':'https://www.facebook.com/photo.php?fbid=563683937036105&set=a.218830588188110.54628.208463392558163&type=1&theater;'))
წავაგებთ : ///
კაი წინასწარ ნუ იწყევლები
არ ვიწყევლები ნახე რა შემადგენლობა გვყავს თან ჯანოც არაა
კულეების წყევლა რო ვიცი რაღას მოვიგებთ
DDDDD დღეს ისეთი მადლიანი დღეა რომ სასწაულების მჯერა
იმედი მაქვს მოვიგებთ მაგრამ გული ცუდს ვიგრძნობ
იგრძნობ ხო შენ იგრძნობ
DDDDDDDDDDDDD
ხო კაი ეხლა ასო შემეშალა
DDDDDDDDD
არა გრძნობებში ეს კულეები კარგად ხართ
DDDDDD
მიგრძნობს
D
გილოცავთ სვეტიცხოვლობას!
გაიხარე შენც ასევე ! და სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს !
არ ვიცი რა ესე ერთ კაცზე ამხელა გრანდი იყოს დამოკიდებული როგორც რეალია ძალიან დიდი მინუსია არ არი ალონსო არ არი ცენტრი
მარტო რეალი? ნაკრებსაც დაეტყო უალონსოობა
და აქ რო გეკითხა ხალხისთვის ვინ ჩემიო ფეხებია ნაკრებში ალონსოოო
შენ ჰალამადრიდზე არ გაქვს წაკითხული კომენტარები ერთმა დაწერა ადრე როცა ტრამვა მიიღო და ილარა და ვიღაცეები რო დაიმატეთ
აღარ გვინდა ჩაბი ეხლა ახალგაზრდების დროაო ილიარამენდი,მოდრიჩი,ხედირა,კასემირო გვყავსო (მეგაფეისპალმ) 
მაგ საიტებზე ინფოს გასაცნობად სევდივარ ხოლმე ისიც იმ შემთხვევაში ცემი დამტვრეული ესპანურიტ თუ კარგად ვერ გავიგე ესპანურ საიტებზე ან იგივე რეალის ოფიციალურზე
DD აი ბარსამანიაზე კიდე ცუდ ხასიათზე ტუ ვარ კომენტარების საკიტხად შევდივარ ეგრევე კაი ხასიათზე დგები კაცი
DDDDDDDDDD
ეგ საბავშვო საიტია
D
ისევე როგორც ბარსამანია და სხვები
რო შეხვალ იქედან ცოცხალი თუ გამოხვედი მაგას რა უჭირს
DDD
babubabu (5602)
უკვე რამდენი წელია ოცნებაში ატარებ
2 საყრდენიტ ხო იპყრობტ ცენტრს და ერტიტ წარმომიდგენია რა გაუვალი იქნებიტ



იოცნებე სხვა რა დაგრჩენია ძმაო
ხო აბა ოცნების მეტი რა დაგვრჩენია
კამპნოუ დავოპყროთ რაც მთავარია და სხვას რამეს მოვუხერხებთ
DDDDD თუ არა და მსაჯი იქვე არ არის
DDDDDDD
კაი იყო ბოლო ფრაზა
იტალიაში უნდა წავიდეს
დღეს სვეტცხოვლობაა და ყველას გილოცავთ ბრატცი მრავალს დაგასწროთ ღმერთმა
გაიხარე ძმა შენც გილოცავ ასევე , ამ დღის მადლი შეგვეწიოს!
40 მილიონი
DDDDDDDD
40 მიიონი ნამდვილად არღირს
ტიტველი ქალი ხალხოოოო :O
DD
ბენზო სანამ აქოთდა გადავიდეს თორე სხვაგანაც აგარ მიიგებენ მალე მაგას))) ზლატანა კაი იქნებოდა რეალში.. სუარესი კაი ვარიანტია მარა ეგ ისეტი სტილის არის მაშინ 2 თავდასხმელით უნდა იტამაშო...
აგუერო აღარ უნდათ?
DD
ეგდოს ისევ ბენზემა ბეილი რონალდო ფლანგებზე და დიმარია ათამაშოს მეორე ფორვარდად იდეალურიო შემტევი ხაზი იქნება
დას ვის ხსნი ნახევარდაცვიდან?
ჯანდაბას მოხსნას ბენზემა
DDDDDDDDDDDDDB აღარც მაოცნებო ეხლა
DDDDDD ან იტამაშოს ერთი საყრდენით ვა
DDDDDDDDDDDDDDDDD
თან 40 მილიონიო
DD რეალმა მგონი ამდენი ფულის ყრით რეპუტაცია გაიფუჭა და ეხლა ყველა დიდ ფულს თხოვს საშუალო დონის ფეხბურთელშიც კი
ეს არის საშუალო დონის ფეხბურთელი?? ძალიან მაგარია...
ჯერ არ გადაუხდიათ 40 მილიონი და ტყუილა რას ვდავობთ
D
კი ბატონო კაი ფორვარდია მაგრამ 40 მილიონის საქმე რა აქვს გაკეთებული? რავი მე ეგრე მგონია რო 40 მილიონი ზედმეტია
ამას არავინ არ მოიყვანს სუარესი გადმოვა ზამთარში
რაის ჯექსონ მარტინესი სუარესი დაიდოს პერეს
სუარესს წაიყვანენ ალბათ მაინც
ამათმა ხო გაა/ტ/რ/ა/კ/ეს ყველაფერს უმიზნებენ
რატო? რეალს თავდამსხმელი მართლა ჭირდება.
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!