12:48 | 19 დეკემბერი, 2022
ასეა სწორი და სამართლიანი!...ფინალის შემდეგ ალბათ უმეტესობა ძლივსოცნებაასრულებულ მესიზე ფიქრობდა; ზოგი უიშვიათესი ჰეთთრიქის შემსრულებელ და მაინც გულგადაწყვეტილ მბაპეზე; ზოგი მარტინესის მიერ დამატებით დროში ბოლო წუთზე მოგერიებულ ბურთზე; ზოგი ვიზე და ზოგიც - რაზე; მაგრამ ერთადერთი, ვინც ყველას მთელი დღის განმავლობაში შინაგანად მაინც ახსოვდა, დიეგო მარადონა იქნებოდა.
18:35 | 13 დეკემბერი, 2022
არგენტინის ნაკრების ქომაგის 10 მცნებაგანგებამ ყოველი დროის ადამიანებს მარადიული მცნებები მისცა. ეს მცნებები კაცობრიობას მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით მიეცა, მას კი უშუალოდ ღვთისგან გადაეცა.
14:30 | 04 დეკემბერი, 2022
მუნდიალის ჯგუფური ეტაპის სალაღობო მიმოხილვამავანი იტყვის, რა შეჭამეთ ტვინი ამ თქვენი ლუდით და ყატარის მუნდიალზე ლუდის სმის შეზღუდვის გამო წუწუნითო, მაგრამ სანამ ქომაგებს განაქიქებდნენ, უმჯობესია ის გაიხსენონ, ამ 10 წლის წინათ როგორ ვიხვეწებოდით, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება რუსეთსა და ყატარს არ მისცეთ, თორემ ისეთი ამბები დატრიალდება, დედა შვილს არ აიყვანსო. ვინ დაგვიჯერა? ვინ ირწმუნა ჩვენი?
18:02 | 27 ნოემბერი, 2022
რამდენად ვარგისია VAR-იმოდით დასაწყისშივე შევთანხმდეთ, რომ თანამედროვეობის საჩუქარი, რომელსაც VAR სისტემად უხმობენ, ძალიან კარგი რამაა და ფეხბურთში არსებული ბევრი პრობლემა გადაწყვიტა.
12:33 | 19 ნოემბერი, 2022
ვის დააზარალებს ყატარის ქვიშასავით „მშრალი კანონი“ვინც თავის დროზე ფიფა-ში გადაწყვიტა, რომ მუნდიალის ჩატარების უფლება ჯერ ტერორისტული სახელმწიფო რუსეთისთვის და შემდეგ ისლამური შეზღუდვებით გაჯერებული ყატარისთვის უნდა მიეცათ, ნეტა ახლა რა განწყობაზეა?
21:11 | 19 ოქტომბერი, 2022
ფლორენციაში მხოლოდ დამარცხებულებს ასამართლებენფლორენციის სტადიონ „არტემიო ფრანკის“ ნამდვილად აქვს თავისი მაგია. ეს მომაჯადოვებლობა ტელევიზორის ეკრანიდანაც კი იგრძნობა, მაგრამ რა თქმა უნდა სულ სხვაა, როდესაც სტადიონზე შედიხარ, მოკრძალებულად ჩამოჯდები სამხრეთის ტრიბუნაზე და თვალგაფაციცებით მიმოიხედავ ირგვლივ. აქ ყველაფერი ძველი და კარგად ნაცნობია.
10:26 | 14 ოქტომბერი, 2022
(არა)ჩვეულებრივი თამაში„დიდი გამარჯვებების ადგილი“ - წლების განმავლობაში ყოვლად უტიფრად ეწერა ბოლონიის ლეგენდარულ სტადიონ „რენატო დელ არას“ შესასვლელთან სანამ ჟამთა მდინარებამ წარწერა არ გაახუნა, გააფერმკრთალა და სტადიონის მთქნარია მენეჯმენტი ბოლოს იძულებული გახდა წარწერა ჩამოეხსნა და მის ნაცვლად საკლუბო დროშა აეფრიალებინა.
17:23 | 09 სექტემბერი, 2022
საქართველოს ძლიერი ფრთები სჭირდება!გოდერძი ჩოხელის უმაგრეს მოთხრობებს შორის განსაკუთრებით „ცასწავალა“ მიყვარს. პრინციპში მოთხრობაც არაა. ესაა მცირე ნოველა ერთ პატარა ჩიტზე, რომელსაც არ მოსწონს არსებული რეალობა და სულ ცდილობს, ამ რეალობას მოსცილდეს.
21:13 | 12 ივლისი, 2022
ამ გამარჯვებამ ილუზია არ უნდა შეგვიქმნას, რომ 6 ერის დონეს მივაღწიეთსაქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 10 ივლისს, ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" ისტორია დაწერა. "ბორჯღალოსნებმა" ისტორიაში პირველად დაამარცხეს ე.წ. "Tier 1"-ის გუნდი. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა იტალიას 28:19 მოუგო.
21:12 | 09 აპრილი, 2022
საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა საშარო საქმეასწორედაც რომ... საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობა საშარო საქმეა! საშარო და უმადური. ამიტომაცაა, რომ ყოველი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ახალი მესაჭისმოძებნა ურთულეს რუტინად იქცა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საამსაქმეო ხალხს ალბათ ისე არაფერი სძულს და ესიკვდილება, როგორც ახალი მწვრთნელის პოვნა, მასთან გასაუბრება და რაც მთავარია საქართველოს გაძღოლაზე დათანხმება. დათანხმება იმაზე, რომ გაუძღვეს სრულიად უნიკალურ გუნდს, რომელსაც მუდმივად აქვს ამბიცია, აქვს პოტენციალი, მაგრამ როდესაც საქმე-საქმეზე მიდგება, მუდამ მნიშვნელოვან შეხვედრებში მარცხდება. მარცხდება ხშირად სამარცხვინოდაც...
15:27 | 03 აპრილი, 2022
ყატარში მაგარი თამაშები გველოდებაყატარში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის კენჭისყრამ ასე მოსაწყენად და ნაკლები აჟიოტაჟის ქვეშ ალბათ პირველად ჩაიარა. ცხადია, ამ კენჭისყრასაც ყავდა შედეგებით კმაყოფილი და უკმაყოფილო მონაწილეები, მაგრამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მაინც რუსეთის მიერ უკრაინაში დატრიალებულ უბედურებაზე იყო მიმართული და ერთგვარად ცოტა უხერხულიც კი იყო ზედმეტი წიოკი და ხელების ქნევა.