ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

13:28 | 04 აპრილი, 2021

ნამდვილი “კალიარი“ - ძველი, ჯიბრიანი, ჯიუტი

არაფერი სცოდნია მას, ვისაც უთქვამს ან სხვისი დაუჯერებია, რომ თითქოს ამქვეყნად ყველა ფანი, ტიფოზი, ინჩასი და ქომაგი ერთმანეთს ჰგავს. დროშების ფრიალი და ხმის ჩახლეჩვამდე საყვარელი გუნდის სახელის ძახილი ბოგოტაშიც შეუძლიათ, მილანშიც და წალენჯიხაშიც, მაგრამ ეს არაფერია იმ ყველაფერთან შედარებით, რაც მზით გადახუნებულ სარდიანიაზე ყოველდღეხდება. იქაურთათვის ფეხბურთი სულ სხვა რამაა.

ლევან სეფისკვერაძე

13:50 | 28 მარტი, 2021

რა იქნება ხვალ?

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ევროპის ლიგის მეოთხედფინალში 2 ინგლისური კლუბი ითამაშებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 14 ფინალში ერთბაშად 3 ინგლისური გუნდი გავიდა, კიდევ ერთხელ გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი ელის ევროპულ საკლუბო ფეხბურთს და მომავალში როგორი იქნება ევროპული საკლუბო პირველობები.

ლევან სეფისკვერაძე

16:58 | 21 მარტი, 2021

უცნაური პაპა

უცნაური პაპა წერეთლის გამზირზე, მე-9 სართულზე ცხოვრობს. მისი ბინის ფანჯრიდან ეროვნული სტადიონის უმცირესი ნაგლეჯი მოსჩანს. საღამოობით, როდესაც ფანჯარასთან მიმჯდარი პაპა ჩაის ხვრეპს, დარდიანად გასცქერის სტადიონის ნაგლეჯს და როგორც ჭეშმარიტად ნოსტალგიური ქართველი მოხუცი, ისიც დარდიანად იხსენებს ჯეელობას.

ლევან სეფისკვერაძე

13:12 | 14 მარტი, 2021

რია-რია ქართულ რაგბიში

ცოტა ხნის წინ, ერთ ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში, ასევე ჩვეულებრივ გაკვეთილს დავესწარი. გაკვეთილზე მასწავლებელი ბავშვებს ლოგიკური ანალიზის უნარში ავარჯიშებდა და ასეთი კითხვა დაუსვა: ბავშვებო, რატომ აქვს ადამიანს 2 ხელი და არა 3-4-5 ან მეტი? ზოგმა რა უპასუხა და ზოგმა რა. ბავშვების უმეტესობა რა თქმა უნდა ჭამას “აწვებოდა” და 2 ხელის ფუნქციონალურ დანიშნულებას უპირველსაც ჭამა-სმასთან აკავშირებდა. მხოლოდ ერთი პატარა გოგონას პასუხი აღმოჩნდა ისეთი, რამაც მასწავლებელიც კი დააფიქრა: მასწ, ადამიანს 2 ხელი იმიტომ აქვს, რომ ტაში კარგად დაუკრას – თქვა ბავშვმა და “იმერული ესკიზების” უცნობილესი გმირი ბიჭივით მორიდებულად შეიშმუშნა.

ლევან სეფისკვერაძე

14:26 | 07 მარტი, 2021

ბრაზილია - საოცრებების ქვეყანა

ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომელიც პლანეტისდიდი ქვეყნების და ქალაქების შესადარებელანალიზს ატარებდა, მივიდა დასკვნამდე, რომბრაზილია ყველაზე ორიგინალური ქვეყანა, რიო-დე-ჟანეირო კი მსოფლიოს ყველაზე მეგობრულიქალაქია. მიუხედავად ბრაზილიაში არსებულიძალადობისა, კრიმინალური დანაშაულებისრაოდენობისა და ადამიანის უფლებებისდარღვევისა, ოსტაპ ბენდერის ოცნების ქვეყანამყველას აჯობა და ღირსეულად დაეუფლა ამტიტულს. სხვათა შორის, ამგვარი ქალაქების სიისბოლოში მოსკოვი და სინგაპური აღმოჩნდნენ.

ლევან სეფისკვერაძე

13:05 | 28 თებერვალი, 2021

იცოდით, რომ აფხაზეთი “მსოფლიოს ჩემპიონია?“

ჩათვალეთ გატყუებთ ის ვინც გეტყვით, რომ ბევრი დაგიკარგავთ თუკი აქამდე “დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციებისკონფედერაციის“, იგივე ConIFA-ს არსებობის შესახებ არ იცოდით. ეს უცნაური საერთაშორისო ორგანიზაცია თავს მსოფლიოს ფეხბურთისმმართველი ორგანოს - ფიფას ალტერნატივად მიიჩნევს და ნაკრებთა შორის საფეხბურთო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებს ატარებს. ეს ნაკრებები წარმოადგენენ გაეროს მიერ არაღიარებული სეპარატისტულ ქვეყნებს, რომელთა შორის ჩვენთვის კარგად ნაცნობი ორი ბედოვლათი - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაკრები გუნდებიცაა.

ლევან სეფისკვერაძე

13:41 | 21 თებერვალი, 2021

9 რჩევა ვილი სანიოლს

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მისი დანიშვნა სწორად მიგვაჩნია თუ არა ფაქტია, რომ საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის გადაწყვეტილებთ ჩვენი საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერთ დროს პოპულარული ფრანგი ფეხბურთთელი, ახლა კი დამწყვები მწვრთნელი, ვილი სანიოლი გახდა. ვილის არც ისეთი დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, თავისი მოსაზრებებით ერთი წიგნი კი არა, პატარა ბროშურა მაინც რიო გაავსოს და სავარაუდოდ დახმარება დასჭირდება იმაში, რომ მოახერხოს და გაუძღვეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ კრებულს - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს. გუნდს, რომელსაც ყველაფერი “ძალუძს“ მალტასთან მარცხით დაწყებული და მნიშვნელოვან მატჩში ერთბაშად 7 ნომინალური მცველის დაყენებით დამთავრებული.

ლევან სეფისკვერაძე

17:15 | 14 თებერვალი, 2021

ცოტა რამ მსაჯებზე

მსაჯობა ერთ-ერთ იმ პროფესიათაგანია, რომელსაც ყოველთვის პატივს ვცემდი დასტადიონზე ყოფნისას, როგორც შემეძლო, ყოველთვის ვიცავდი ხშირად უსამართლოდნაგინებ და გათათხულ “შავოსნებს”.

ლევან სეფისკვერაძე

17:40 | 06 თებერვალი, 2021

სასკოლო სპორტის უცნაურობანი

ცნობილი ამბავია, რომ სპორტის მთელს რიგ სახეობებში ჩვენი ქვეყნის ბოლოდროინდელი წარუმატებლობების ერთ-ერთი მიზეზი ბავშვებთა და განსაკუთრებით სასკოლო სპორტის ძალიან დაბალი დონეა. ბოლო დროს რამდენჯერმე მომიწია სპორტის მასწავლებლებთან შეხვედრა და მათგან ბევრი საინტერესო რამ გავიგე ქართულ სკოლებში არსებული სპორტული პრობლემების შესახებ. ჩემთან საუბარში სკოლაში სპორტის ყოფილიმასწავლებელი ამასწინათ იხსენებდა, რომ, სხვამრავალ პრობლემასთან ერთად, ქართულისპორტული განათლების სისტემას, არაპროფესიონალიზმიც დიდ ზიანს აყენებს.

ლევან სეფისკვერაძე

16:22 | 24 იანვარი, 2021

ჯიუტი გვადალუპელები

ვისაც გეოგრაფია გიყვართ და რუკებზე დამხობაარ გეზარებათ, ალბათ იცით, რომ კარიბისზღვაში კოხტად და მყუდროდ შეყუჟულიაქვეყანა სახელად გვადალუპე (გვადალუპა),რომელიც საფრანგეთის დომინიონი გახლავთ დათუკი ვინმეს სულ არ ადარდებს მსოფლიოშიმომხდარი ამბები, ნავთობსადენები, სირიის ომი, ტრაპმის წასვლა და ბაიდენის მოსვლა, ჰაი ჰაირომ სწორედ გვადალუპელები არიან.

ლევან სეფისკვერაძე

11:17 | 17 იანვარი, 2021

საქართველოსთვის დაკარგულები

რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი და განსაკუთრებით ჩემპიონატის ქვედა და კიდევუფრო ქვედა ლიგები ყველაზე ნათლად აჩვენებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისსაფეხბურთო რეალობას და დიდი დაკვირვებაც არ უნდა იმის დანახვას, რომ ამ რეალობაში ქართველ, ან წარმოშობით ქართველ ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი, თუმცა გულსატკენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ.

<< პირველი<< წინა678910111213141516შემდეგი >>
0.283344