15:55 | 14 ივნისი, 2015
აქტუალური სადღეგრძელოებიმოდით ტურინის “იუვენტუსის” ნაღდი ტიფოზების ალალ ცრემლებს გაუმარჯოს, რომელიც ეგრე უხვად დაიღვარა პოლონეთის, იტალიის და ლამის მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიწაზე. ამ ცრემლებით არის, რომ “იუვენტუსის” გასაჭირი ბოლოს მაინც გადაილახა და ალეგრის ბიჭებმა აგერ ფინალშიც კი ღააღწიეს, მაგრამ რა გინდა რომ ქნა? რა გინდა რომ მოიმოქმედო, როცა წინ ქარბორბალასავით ლათნოამერიკის საუკეთესო სამეული აგესვეტება? განა ადამიანის ძალას აღემატება ამ ქარბორბალას გადალახვა?!
10:33 | 07 ივნისი, 2015
ბრაზილიელი რევოლუციონერიქალაქ კურიტიბასთან ახლოს, ბრაზილიის ერთ პატარა სოფელში, არაფრით გამორჩეულ ციცქნა სახლში ცხოვრობს კაცი, რომელსაც ფეხბურთში რევოლუცის მოხდენა აქვს განზრახული. “რევოლუცია” მხოლოდ ხმამაღალი სიტყვები როდია, ჟორჟე ამაირო ფიქრობს, რომ თანამედროვე ფეხბურთის “გაკეთილშობილების” მისია განგებამ სწორედ მას დააკისრა და ისიც ჭაპან-წყვეტით, მაგრამ მაინც ეზიდება ამ “მძიმე ტვირთს”.
11:31 | 31 მაისი, 2015
როგორ შევულოცოთ ფიფასქვაბი უნდა იყოს სპილენძის, რადგან მხოლოდ სპილენძი გაუძლებს იმას, რის მოხარშვასაც ამ ქვაბში ვაპირებთ. პირველ რიგში ავიღოთ სამხრეთკორეული დედალი დრაკონის ქერცლი და სევასტოპოლური თეთრი მელიის კუდის ნახარშში ჩავამატოთ “დნიპროს” აცრემელებული” ქომაგების ცრემლები, სევილიური ხარის სისხლი, ყატარული ფორთოხლის ქერქი, შემოვდგათ რუსულ გაზზე და ვურიოთ ფრანგული მუხის ხის კოვზით. თან მალიმალ ვახსენოთ სიტყვები ჯადო-ესე: ალაჰანდე ბლატერ, ჰანაჰადე ქრთამი, არცხონება კოლოსკოვ, სულის ტკივილი აველანჟ! როდესაც კერძი წამოდუღდება, ჩავუმატოთ მგლის ქონი, მარადონას 2 ფოტოსურათი 3X4-ზე, ვან ბასკენის კოჭი და სასაჩუქრო შეფუთვაში საფეხბურთო კლუბ “ლინფილდის” მაისური. ბოლოს ყაზახურ მარილთან ერთად მოვაყაროთ ბრაზილიური პლაჟის ქვიშა და გადმოვდგათ რუსული გაზიდან.
10:42 | 28 მაისი, 2015
იმედიანი დიალოგი- მორჩა! დამთავრდა! ამომივიდა ყელში ეს ყალბი იმედი და მუდმივი მოლოდინი, რომ რამე უკეთესობისკენ შეიცვლება. ხვალვე უნდა შევიტანო საელჩოში განაცხადი და აქედან უნდა წავიდე. ყველაფერს აქვს საზღვარი!
10:34 | 24 მაისი, 2015
რამდენიმე ძველი თბილისური ამბავითბილისში სპორტი ყოველთვის უყვარდათ და ამ ქალაქში სპორტის სხვადასხვა სახეობა მუდამ სარგებლობდა დიდი ინტერესითა და პოპულარობით. შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ თბილისურ კრივზე, რომელიც სხვადასხვა ქვე–სახეობებად იყოფოდა და მას ძირითადად ქალაქის დაბალი ფენის ჯეელები მისდევდნენ. ხშირად კრივი უბანი–უბანზე ჩხუბს უფრო მოგაგონებდათ და ამ ცემა–ტყეპაში გამარჯვებულის გამოვლენაც კი რთული საქმე იყო ხოლმე, მაგრამ გამორჩეულ მოკრივეებს ქალაქი ყოველთვის დიდად აფასებდა და უბნის ყოჩები ამ მხრივ პატივისცემით სარგებლობდნენ. ერთხელ თბილისურ კრივში ვაჟა-ფშაველაც კი ჩაება, რომელმაც საკმაოდ კარგად იჩხუბა და ბევრ თბილისელს მოაწონა თავი.
11:05 | 21 მაისი, 2015
“ზებრების“ სამართალიალვარო მორატას შესანიშნავად ახსოვს ის დღე და ის წუთი, როდესაც მადრიდის “რეალის“ საწვრთნელი ბაზის კარი გამოიხურა და უკანმოუხედავად დატოვა ადგილი, რომელზე ადრე მთელ იმედსა და მომავლის გეგმებს აგებდა. მორატამ მაშინ ნათლად დაინახა, რომ ბობოლა კლუბების უმეტესობაში ადამიანი და პერსონა არაფერს ნიშნავს და ყველანი მხოლოდ ერთი დიდი ძრავის ჭანჭიკები არიან.
11:36 | 17 მაისი, 2015
ჯარისკაცი მიკოლარომ არა გაუსაძლისი ტკივილები, მიკოლა ალბათ ადრევე შეძლებდა საავადმყოფოს ვესტიბიულში ჩაპარვას, მაგრამ მოკვეთილი ფეხის გამო იმ დღეს ძლიერი ტკივილები ჰქონდა და რამდენჯერაც წამოდგომა დააპირა, იმდენჯერ სახედაღრეჯვით ჩამოჯდა საწოლზე.
10:38 | 10 მაისი, 2015
მესის ქარიშხალიქარი აბა ვის უკვირს? ქარი ხომ ყველგანაა... მაგრამ, ყველა ქარი ერთნაირი როდია? აბა როგორ უნდა შეადარო იმერეთის გაზაფხულის საამო სიო, უდაბნოს ხორშაკ ქარებს? ანდა როგორ გინდა ერთად ახსენო ზაფხულის ბათუმში, საღამოს ზღვიდან მობერილი ქარი და დიდიდიღმური ქარაშოტი? ერთი და უმთავრესი კი მაინც ალბათ ისაა, რომ ყველა ქარი მაინც ქარია და ყველა ქარს აქვს არსებობის უფლება.
11:28 | 07 მაისი, 2015
ძმები რამირესებისამი ძმა რამირესები: ლუკასი, ფერნანდო და დანიელი. სამი გადარეული ჯეელი, რომლებიც მუდამ მიზეზს ეძებენ საჩხუბრად და მუდამ მზად არიან იბრძოლონ მათი საერთო და დიდი სიყვარულისათვის, რომელსაც სახელად “რივერ პლეიტი“ ჰქვია. ძველი, გახეხილი ჯინსებით, თეთრი, წითელზოლიანი მაისურებით, ოვალური კეპებითა და შეკრული კოპებით დააბიჯებენ ბუენოს აირესში და თვალებს ავბედითად აცეცებენ აქეთ-იქით
11:58 | 03 მაისი, 2015
ახალი მინისტრი - შიში და მოლოდინი...საქართველოს სპორტის ახალი მინისტრი ყავს. სპორტი კი ამ ქვეყანაში ის სფეროა, რომელიც ხშირად მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის რეფორმირების დროს ახსენდებათ, სპორტის მინისტრი კი ვერ არის ისეთი გავლენიანი პერსონა, როგორც მაგალითად ბრაზილიაში, ანდა დიდ ბრიტანეთში.
10:49 | 30 აპრილი, 2015
ჩვენი საამაყო გოგონები!სიყრმესა და ბავშვობაში ყოველთვის მესმოდა მაშინ უკვე ლეგენდად ქცეული სახელები: მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, ქეთევან არახამია და სხვებიც... ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენ მსოფლიოში უმაგრესი ქალი მოჭადრაკეები გვყავდა და მიუხედავად იმისა, რომ მათი გამარჯვებები უმეტესწილად საბჭოთა კავშირის კუთვნილება ხდებოდა, ეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს დიდი სიამაყით აღავსებდა, რადგან იყო უპირველესი – ეს უკვე განსაკუთრებული გრძნობაა!