ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

11:14 | 25 იანვარი, 2016

დრო, როდესაც გვეფეხბურთებოდა

მახსოვს ასე, 20-25 წლის წინ, როგორი დიდი სამზადისი იყო თბილისში გასამართი მნიშვნელოვანი მატჩების წინ. ეს იყო საბჭოთა კავშირის დანგრევამდე ცოტა ხნით ადრე და ასევე შემდგომაც, როდესაც ჩვენმა კლუბებმა და ნაკრებმა ევროპაში თამაში “დიდი ძმების” დაუხმარებლად” დაიწყეს.

ლევან სეფისკვერაძე

17:15 | 17 იანვარი, 2016

ჩვენებური თვითგვემა

საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ ყოველთვის ცდილობდნენ, რომ აქედან გაეღწიათ. ყოველ შემთხვევაში, რაც თავი მახსოვს სულ ასე იყო და ჩვენი თანამემამულეების მოზრდილი ნაწილი სულ იმის ცდაში იყვნენ, რაიმენაირად სხვაგან ეპოვათ თავიანთი ოცნებების ახდენის ალაგი.

ლევან სეფისკვერაძე

12:40 | 10 იანვარი, 2016

ეფრემა და არაბი

რთულია ქვეყანა უწოდო იმ უბედურებას, როგორიც საქართველო დავით აღმაშენებლამდე იყო. ეს იყო მთლიანად გაპარტახებული, დაშლილი, დანაწევრებული, დამშეული და ერთმანეთზე გადაკიდებული კუთხეების ტერიტორია, რომელიც უპატრონობით ისე იყო გატყევებული, რომ ყოფილი ნასოფლარებიც კი საერთოდ გამქრალიყო და მათ ადგილზე დიდი ტყეები შრიალებდნენ. შემდგომში დავით აღმაშენებელს აკი ამიტომაც უწოდეს ”ტყეების მეფე” – აქოდა, ეგ რა მეფეა, ტყეების მეტი არაფერი აქვს სამბრძანებლო და სამართავიო.

ზურა ქსოვრელი

11:56 | 08 იანვარი, 2016

რაგბი ჩვენი - ქართველების სიამაყეა!

გუშინ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული იყო, საზეიმო განწყობა, მთელი ქვეყანა ზეიმობდა და ჩემმა ნააზრევმაც ერთი დღით დაიგვიანა. ნააზრევმა, რომელიც 6 იანვარს გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ეხება.

ლევან სეფისკვერაძე

12:01 | 27 დეკემბერი, 2015

ვიზალიბერალიზებული ახალი წელი

ისტორიული ეპოქის მომსწრენი ვხდებით. აგერ, ჩვენს თვალწინ ხდება ის, რაზეც საქართველოში მთელი თაობები ოცნებობდნენ. ევროპისაკენ მართალია ნელი და ზანტი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მივიწევთ წინ და ამ წინასაახალწლო განწყობაში ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის დაწყება ყველაზე კარგი საჩუქარია, რაც “სანტა კლაუსს” შეიძლება მოეტანა. თუმცა მხოლოდ სიხარულითა და ცეკვა-თამაშით არაფერი გამოსულა და არც ახლა გამოვა.

ლევან სეფისკვერაძე

11:15 | 20 დეკემბერი, 2015

“არსენალი” – ყველაზე უიღბლო, უიღბლოთა შორის!

თუკი საფეხბურთო თვალსაზრისით უიღბლობაზე ვისაუბრებთ, აბა ისე როგორ იქნება, რომ ფიქრში იმწამსვე ლონდონის ”არსენალი” არ წამოგვიტივტივდეს? სადაც “მეთოფეები” არიან, იქ იღბალსა და გამართლებას რა უნდა? სადაც არსენ ვენგერის ჭაღარაა, იქ შვებას და მოცალეობას რა უნდა? ამ ბოლო დროს კი საერთოდ სასწაულები ხდება და პრაქტიკულად ყველა საფეხბურთო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონელებს კატალონიის “ბარსელონა” “გადაეკიდა” და როგორ გინდა ამოდენა ვერზილა კლუბს ყოველწლიურად ეომო?

ლევან სეფისკვერაძე

17:50 | 13 დეკემბერი, 2015

ცოტა რამ ჰოლანდიის დაცემის შესახებ

შეიძლება არიან ადამიანები, რომლებსაც გაუხარდათ ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ვერმოხვედრა, მაგრამ ცალკეულ ადამიანებს თუ არ ჩავთვლით ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ფეხბურთის ქომაგების უმეტესობა რასაკვირველია გულნატკენი დარჩა ამ ფაქტით. დიდი ტურნირი დიდი გუნდების გარეშე რა თქმა უნდა წარმოუდგენელია. ჰოლანდიის ეროვნული გუნდი კი ნამდვილად ირიცხებოდა გრანდთა და გამორჩეულთა შორის.

ლევან სეფისკვერაძე

15:24 | 06 დეკემბერი, 2015

ნიჭი და ტალანტი

ბევრი ფიქრობს, რომ სპორტში წარმატების მიღწევა ძირითადად სპორტსმენის თანდაყოლილ ტალანტზეა დამოკიდებული და ჩემპიონები მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანები ხდებიან.

ლევან სეფისკვერაძე

17:15 | 29 ნოემბერი, 2015

მოსაკვეთები

“უკეთუ თვალი შენი მარჯვენე გაცდუნებდეს შენ, აღმოიღე და განაგდე შენგან, უკეთუ მარჯუენე ხელი შენი გაცდუნებდეს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე... რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაითა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი” - მათე 5,29.

ლევან სეფისკვერაძე

11:00 | 22 ნოემბერი, 2015

საფრანგეთი უკვდავია!

გასულ კვირას საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დატრიალებული უბედურება მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან სიგნალად შეიძლება ჩაითვალოს. ტერორიზმი ცოცხალია! ტერორიზმი მძლავრობს! ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ ტერორიზმისა და დიდი ბოროტების წინააღმდეგ!

ლევან სეფისკვერაძე

15:35 | 15 ნოემბერი, 2015

პელეზე ბოდიში...

სადღაც ორი ათწლეულის წინ, როდესაც ჩვენი საფეხბურთო ჩემპიონატი ჯერ კიდევ ჩემპიონატობდა და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტყვიის მასრები ყველგან და ყოველთვის ეყარა, ადამიანები ფეხბურთის სანახავად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მაინც დადიონენ.

<< პირველი<< წინა3132333435363738394041შემდეგი >>
0.212672