11:21 | 01 თებერვალი, 2015
თბილისი ევროპის სუპერთასის მოლოდინშისიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მეტ აჟიოტაჟს მოველოდი იმასთან დაკავშირებით, რომ წელს, 11 აგვისტოს, თბილისში ევროპული სალუბო ფეხბურთის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი – ევროპის სუპერთასი უნდა გაიმართოს. ჩვენს გულშემატკივარს ხომ ასე ძალიან მოენატრა ჭეშმარიტად დიდი ფეხბურთის ცოცხლად ნახვა და იმაზე დიდი მატჩი რა უნდა იყოს, როდესაც ერთმანეთს ევროპის ორი მთავარი საკლუბო ტურნირის გამარჯვებულები ხვდებიან...
18:59 | 25 იანვარი, 2015
ღირსსახსოვარი ეპიზოდებიფეხბურთი უცნაური რამაა. კაცმა შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ათასობით მატჩი ნახოს, მაგრამ რომელიმე მნიშვნელოვანი საფეხბურთო სეზონიდან მხოლოდ ერთი საუცხოო პასი, დრიბლინგი ანდა უცნაურად დარტყმული ბურთი დაამახსოვრდეს. გავიხსნებოთ აბა. განა ყველა ასე არ ვართ?
11:06 | 22 იანვარი, 2015
ერაყული კოშმარიამ სიტყვებს ცრემლებით ვწერ ჩემო გულიანო და უსამართლობას შეწირულო ბიჭებო – ბაზიდ, აბდულ, ომარ, ჰაჯედ, ჯემალ, მულარ, დომბუ, აზიზ, ბასარ... ეს ცრემლები რწფელია, როგორც ყურანის შეგონებანი სიკეთეზე, კაცთმოყვარეობაზე, ღარიბთათვის ხელის გამართვაზე, მშობლების პატივისცემაზე...
10:55 | 18 იანვარი, 2015
ჩვენი დიდი და მარადიული ოცნებაქართველ გულშემატკივრებში გამოკითხვა რომ ჩაატაროთ და დაინტერესდეთ, თუ რა არის მათი ყველაზე დიდი ოცნება სპორტული კუთხით, დარწმუნებული იყავით, რომ უმეტესობა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას იტყვის და ეს არცაა გასაკვირი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები სიხარულის არანაირ იმედს არ გვიტოვებს, ფეხბურთის სიყვარული ქართველებში ამან მაინც ვერ მოსპო. განსაკუთრებით ის ადამიანები არიან “გამოუსწორებელი“ ფეხბურთის ტრფიალნი, ვისაც ჩვენი ქვეყნის სტადიონებზე დიდი ფეხბურთი უნახავთ და ფეხბურთით მათი “მოწამვლა“ ალბათ არასოდეს “განიკურნება“.
10:53 | 15 იანვარი, 2015
ალექს ფერგიუსონის გასაუბრება საკუთარ თავთან- იქნებ ვიჩქარე? იქნებ ცოტა ხანი ჯობდა, კიდევ გავჩერებულიყავი “იუნაიტედში?” - სულ ამას ვეკითხები ხოლმე ჩემს თავს, მაგრამ იმას რა ვუყო, მეც რომ ვბერდები ეს ოხერი? განა არ მინდოდა დასვენება? პატარა საქმე ხომ არაა მთელი ცხოვრება ამ გადარეული ფეხბურთელების დევნა და მათ გულისგულში ჩახედვა? არ ჩაიხედავ და ვერაფერს მიაღწევ, ჩაიხედავ და...
10:36 | 11 იანვარი, 2015
სახალისო გეოგრაფია – ქვეყნები ჩვენს წარმოდგენაშიჩვენი დიდი ნაწილი კლიშეებისა და წარმოსახვების ტყვეობაში გაიზარდა და რაც დღეს ერთი შეხედვით სასაცილოდ მოჩანს, იყო დრო, რომ ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებად მიგვაჩნდა.
11:08 | 08 იანვარი, 2015
ამ კარს იქითამ კარის იქით სხვა საქართველოა – სულ სხვანაირი საქართველო, რომელიც არც იოსებ ნონეშვილის ცნობილ ლექსშია აღწერილი და არც ისეთია, რომელსაც ყოველდღე ვუყურებთ. ამ კარის იქით უშიშარი, თავის ქვეყანაზე, თავის საქმეზე შეყვარებული ხალხით დასახლებული ალაგია, სადაც ომი და უბედურება წარსულში დარჩა და ყველაზე ბედნიერი დღეები მაშინაა, როდესაც ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები თამაშობს.
10:09 | 04 იანვარი, 2015
ძეგლი კუნძულ მადეირაზეამ ერთი თვის წინ, პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე, კრიაშტიანუ რონალდუს ძეგლი დაუდგეს და ეს ამბავი მსწრაფლივ გახდა დიდი მითქმა–მოთქმისა და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი. ყველაფრის თავიდათავი ისაა, რომ ლეო მესის ქომაგებს გულს ტკენს და სისხლს უმღვრევს პორტუგალიელი ვარსკვლავის ყოველი აღიარება და პირიქით – რონალდუს მოტრფიალეებს ანაწყენებთ არგენტინელის გამორჩევა და განსაკუთრებულობა. ამ მხრივ ყველაფერი ძველებურადაა.
12:15 | 28 დეკემბერი, 2014
2015 და მარადიული საქართველოროდესაც საათი თორმეტს ჩამოჰკრავს და კიდევ ერთი ახალი წლის დამსწრენი გავხდებით, სინათლის შუქზე ჩვენს ხელში სხვადასხვა ფერის სასმისები დაიწყებენ ციალს.
11:13 | 25 დეკემბერი, 2014
მარადონა ფორთოხლითალბათ ყველას გვინახავს უკვდავი ვიდეოკადრები, რომელზეც ასახულია 8-9 წლის დიეგო მარადონა როგორ კენწლავს ბურთს. ალბათ ისიც გვინახავს, უკვე სიჭაბუკეში შესული დიეგო არგენტინელ ჟურნალისტს რამდენიმე სიტყვას რომ ეუბნება და ესპანური ენის ცოდნა სულაც არაა საჭირო იმის გასაგებად, რომ დიეგო თავის მომავალზე საუბრობს, ოცნების ასრულების დიდი იმედი აქვს და ფეხბურთის ჭეშმარიტი ვარსკვლავი გახდება.
10:39 | 21 დეკემბერი, 2014
ჭილყვავებიჭილყვავი— ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 45 სმ აღწევს. ფერად შავია, ლურჯი, ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. ზრდასრულს ნისკარტის ფუძესთან კანი შიშველი აქვს. სპორადულად არის გავრცელებული ევრაზიაში.